პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში
რა ელით კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში

გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, კობა ხარ­ში­ლა­ძეს და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას წარ­დგე­ნილ სას­ჯელ­ზე ერთი მე­ო­თხე­დი მო­აკ­ლდე­ბათ. რო­გორც მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, მუხ­ლი, რომ­ლი­თაც მათ ბრა­ლი აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია.

კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წილ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი სას­ჯე­ლად 6 თვი­დან 4 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე კი, თუკი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნეს, ორი­ვე ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის ერთი მე­ო­თხე­დი მო­აკ­ლდე­ბათ. ამას­თან, კობა ხარ­ში­ლა­ძე, სხვა საქ­მის, კერ­ძოდ, გრინ­სერ­ვი­სის საქ­მის ფარ­გლებ­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ორ­წლი­ა­ნი რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, ხოლო ორ­წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი აქვს მის­ჯი­ლი.

გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა საქ­მე­ზე მის­მა სას­ჯელ­მა ახა­ლი სას­ჯე­ლი შთან­თქოს. ეს კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში რა სას­ჯე­ლი გა­ნე­სა­ზღვრე­ბა კობა ხარ­ში­ლა­ძეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ელით კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში

რა ელით კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას წარდგენილ სასჯელზე ერთი მეოთხედი მოაკლდებათ. როგორც მხარეების წარმომადგენლებმა განმარტეს, მუხლი, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, ამნისტირებულია.

კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლი სასჯელად 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების განმარტებით, ამნისტიის საფუძველზე კი, თუკი ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, ორივე ბრალდებულს სასჯელის ერთი მეოთხედი მოაკლდებათ. ამასთან, კობა ხარშილაძე, სხვა საქმის, კერძოდ, გრინსერვისის საქმის ფარგლებში პატიმრობაში იმყოფება და ორწლიანი რეალური სასჯელი, ხოლო ორწლიანი პირობითი მსჯავრი აქვს მისჯილი.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა საქმეზე მისმა სასჯელმა ახალი სასჯელი შთანთქოს. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში რა სასჯელი განესაზღვრება კობა ხარშილაძეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ