ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის - კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა შესაძლოა, დღეს გამოიტანონ.
იხილეთ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საბოლოო სიტყვა პროცესზე
სასამართლო პროცესს ესწრებოდა მსახიობი გურანდა გაბუნიაც, რომელმაც კობა ხარშილაძის ცნობილ სკანდალური განცხადებაზე საკუთარი ემოციები "პალიტრა TV"-ს ჟურნალისტს გაუზიარა.
"ზურაბ ჟვანია იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. ჩემთვის იყო იმდენად გულის გასახეთქი, როდესაც ადამიანი გამოდის და ტყუილს იძახის, ხმამაღლა იძახის ტყუილს, არ მესმის, როგორ უნდა დაიძინოს მერე, როდესაც მთელ ხალხს ატყუებს... ჩემთვის არის ისეთი დარტყმა, რომ დღეს ცოცხალი დავრჩები თუ არა, ვერ გეტყვით. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილების თქმა ხმამაღლა, გაუთავებელი ტყუილები, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი... მოიგონა, მოიფიქრა რაღაცა, ვიღაცასთან იჭორავა და თქვა...", - განუცხადა გურანდა გაბუნიამ ჟურნალისტს.