Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოქტომბრის დასაწყისში სერიოზულ სატრანსპორტო კრიზისს მივიღებთ" – თბილისის რომელ ქუჩებს ელის პარალიზება
"ოქტომბრის დასაწყისში სერიოზულ სატრანსპორტო კრიზისს მივიღებთ" – თბილისის რომელ ქუჩებს ელის პარალიზება

თბი­ლი­სის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის ერთი ნა­წი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, 15 სექ­ტემ­ბრის­თვის გა­იხ­სნე­ბა, ხოლო მთლი­ა­ნად გზა არა­უგ­ვი­ა­ნეს სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ახა­ლი გზა დრო­უ­ლად არ გა­იხ­სნა, დე­და­ქა­ლა­ქი სე­რი­ო­ზულ სატ­რან­სპორ­ტო კო­ლაფსს მი­ი­ღებს.

- ყო­ველ­წლი­უ­რად ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და მათი შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ათი პრო­ცენ­ტით იზ­რდე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ეს ძა­ლი­ან დიდ ციფრ­ზე გა­დის. დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ 400 ათა­სამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლია. 300 ათა­სამ­დე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ დახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სი შე­მო­დის-გა­დის, ზოგი ტრან­ზი­ტუ­ლია, ზოგი ტაქ­სია და ა.შ. მა­შინ რო­დე­საც მე­რი­ას სა­ცო­ბე­ბის გან­სა­მუხ­ტად ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა უნდა და­ე­წყო, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვან­ძი და­ზა­რალ­და.

- რამ­დე­ნად ამ­სუ­ბუ­ქებ­და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა მოძ­რა­ო­ბას?

- ეს გზა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და, რომ ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გზა ე.წ. ტრან­ზი­ტუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან მთლი­ა­ნად გან­მუხ­ტუ­ლი­ყო. მა­გა­ლი­თად, თუ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე მი­დი­ხართ, არ გა­ივ­ლი­დით ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს, ჭავ­ჭა­ვა­ძეს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას და გა­ივ­ლი­დით ახალ გზა­ზე.

ახლა და­წო­ლა მოხ­დე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, პე­კინ­ზე, ვა­ჟა­ზე, რაც ჩვე­ნი აზ­რით სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან, ოქ­ტომ­ბრის თვე­ში, მას შემ­დეგ რაც ამინ­დე­ბი გა­უ­ა­რეს­დე­ბა, გა­მო­იწ­ვევს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სატ­რან­სპორ­ტო კრი­ზისს და მოძ­რა­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა კო­ლაფ­სი. დღეს მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბაა, მაგ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ვი­ღებთ ჩა­ჭე­დილ სა­ცობს.

ეს არის ჩვე­ნი პროგ­ნო­ზი იმ გათ­ვლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც დღეს გვაქვს - ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა და გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. დე­და­ქა­ლაქ­ში არ­ცერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა გზე­ბი­სა და ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის მხრივ და რაც გვქონ­და, ისიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახა­ლი გზა დრო­უ­ლად თუ არ გა­კეთ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო პრობ­ლე­მა შე­იქ­მნე­ბა?

დიახ, თა­ვი­დან თქვეს, რომ გზა 15 სექ­ტემ­ბრის­თვის იქ­ნე­ბა მზა­დო, მაგ­რამ არ გა­მო­დის და ახლა სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დეო, თუ ამ დროს გა­იხ­სნა, ნამ­დვი­ლად კარ­გი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, მო­ეს­წროს. ხოლო თუ ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ან ნო­ემ­ბერ­ში გა­იხ­სნა, დე­და­ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა.

- ამას გარ­და, კი­დევ რო­მელ ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა იწ­ვევს დე­და­ქა­ლაქ­ში სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მას?

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს დე­და­ქა­ლაქ­ში იმის­თვის, რომ სა­ცო­ბე­ბი გა­ნი­მუხ­ტოს, რკი­ნიგ­ზის გა­და­ტა­ნაა, სა­დაც უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლი. ეს პრო­ექ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ჩერ­და.

აგიხ­სნით თუ რა შე­დეგს მოგ­ვცემ­და ეს მა­გის­ტრა­ლი - დღეს დე­და­ქა­ლა­ქი ე.წ. ტრან­ზი­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბით არის გა­დატ­ვირ­თუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­გა­ლი­თად თუ გლ­და­ნი­დან ვარ­კე­თილ­ში მი­დი­ხართ, ამის­თვის უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო. მას შემ­დეგ, რაც ეს გზა გა­კეთ­დე­ბა, ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლით შე­გიძ­ლი­ათ გა­დახ­ვი­დეთ ერ­თი­დან მე­ო­რე­ში.

თუ გლ­და­ნი­დან მი­დი­ხართ კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან პი­რი­ქით, ვარ­კე­თი­ლი­დან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ყვე­ლა გა­და­ე­წყო­ბა ამ ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად გა­დატ­ვირ­თულ მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ებს 37%-ით გან­მუხ­ტავს.

როცა თა­ვის დროს გმირ­თა მო­ე­და­ნი აშენ­და, მას შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, ამი­ტომ მას რე­კონ­სტრუქ­ცია სჭირ­დე­ბა. კი­დევ ერთი კვან­ძი, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო­ებს გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას და ორ­დო­ნი­ა­ნი მოძ­რა­ო­ბის მო­წყო­ბას, სა­ა­კა­ძის მო­ე­და­ნია. ზო­გა­დად, სა­ცო­ბე­ბის გან­სა­მუხ­ტად ბევ­რი პრო­ექ­ტია გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა, ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლი და სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე ორ­დო­ნი­ა­ნი მოძ­რა­ო­ბის მო­წყო­ბა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

"ოქტომბრის დასაწყისში სერიოზულ სატრანსპორტო კრიზისს მივიღებთ" – თბილისის რომელ ქუჩებს ელის პარალიზება

"ოქტომბრის დასაწყისში სერიოზულ სატრანსპორტო კრიზისს მივიღებთ" – თბილისის რომელ ქუჩებს ელის პარალიზება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის გაიხსნება, ხოლო მთლიანად გზა არაუგვიანეს სექტემბრის ბოლომდე.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი გზა დროულად არ გაიხსნა, დედაქალაქი სერიოზულ სატრანსპორტო კოლაფსს მიიღებს.

- ყოველწლიურად ქვეყანაში ავტომობილებისა და მათი შეძენის მსურველების რაოდენობა დაახლოებით ათი პროცენტით იზრდება, საბოლოოდ ეს ძალიან დიდ ციფრზე გადის. დედაქალაქში სავარაუდოდ 400 ათასამდე ავტომობილია. 300 ათასამდე რეგისტრირებულია, მაგრამ დახლოებით 100 ათასი შემოდის-გადის, ზოგი ტრანზიტულია, ზოგი ტაქსია და ა.შ. მაშინ როდესაც მერიას საცობების განსამუხტად ალტერნატიული პროექტების გაკეთება უნდა დაეწყო, ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი დაზარალდა.

- რამდენად ამსუბუქებდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა მოძრაობას?

- ეს გზა საშუალებას გვაძლევდა, რომ ვაკე-საბურთალოს გზა ე.წ. ტრანზიტული გადაადგილებისგან მთლიანად განმუხტულიყო. მაგალითად, თუ რუსთაველის გამზირიდან ნუცუბიძეზე მიდიხართ, არ გაივლიდით ვაკე-საბურთალოს, ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას და გაივლიდით ახალ გზაზე.

ახლა დაწოლა მოხდება ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინზე, ვაჟაზე, რაც ჩვენი აზრით სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის თვეში, მას შემდეგ რაც ამინდები გაუარესდება, გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სატრანსპორტო კრიზისს და მოძრაობაში იქნება კოლაფსი. დღეს მეტ-ნაკლებად გადატვირთული მოძრაობაა, მაგრამ ოქტომბერში მივიღებთ ჩაჭედილ საცობს.

ეს არის ჩვენი პროგნოზი იმ გათვლებზე დაყრდნობით, რაც დღეს გვაქვს - ავტომობილების რაოდენობის მატება და გადატვირთული მოძრაობა. დედაქალაქში არცერთი ალტერნატიული პროექტი არ განხორციელებულა გზებისა და ხიდის მშენებლობის მხრივ და რაც გვქონდა, ისიც დაზიანებულია.

- შეიძლება ითქვას, რომ ახალი გზა დროულად თუ არ გაკეთდა, სერიოზული საავტომობილო პრობლემა შეიქმნება?

დიახ, თავიდან თქვეს, რომ გზა 15 სექტემბრისთვის იქნება მზადო, მაგრამ არ გამოდის და ახლა სექტემბრის ბოლომდეო, თუ ამ დროს გაიხსნა, ნამდვილად კარგი იქნება, მაგრამ მეეჭვება, მოესწროს. ხოლო თუ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში გაიხსნა, დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული პრობლემა გვექნება.

- ამას გარდა, კიდევ რომელ ქუჩაზე არსებული მოძრაობა იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემას?

- ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში იმისთვის, რომ საცობები განიმუხტოს, რკინიგზის გადატანაა, სადაც უნდა გაკეთებულიყო ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს პროექტი რამდენჯერმე შეჩერდა.

აგიხსნით თუ რა შედეგს მოგვცემდა ეს მაგისტრალი - დღეს დედაქალაქი ე.წ. ტრანზიტული მოძრაობით არის გადატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ გლდანიდან ვარკეთილში მიდიხართ, ამისთვის უნდა გამოიყენოთ მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. მას შემდეგ, რაც ეს გზა გაკეთდება, ჩქაროსნული მაგისტრალით შეგიძლიათ გადახვიდეთ ერთიდან მეორეში.

თუ გლდანიდან მიდიხართ კახეთის მიმართულებით ან პირიქით, ვარკეთილიდან დასავლეთის მიმართულებით, ყველა გადაეწყობა ამ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, რაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გადატვირთულ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს 37%-ით განმუხტავს.

როცა თავის დროს გმირთა მოედანი აშენდა, მას შემდეგ ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ამიტომ მას რეკონსტრუქცია სჭირდება. კიდევ ერთი კვანძი, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს გარკვეული ცვლილებების შეტანას და ორდონიანი მოძრაობის მოწყობას, სააკაძის მოედანია. ზოგადად, საცობების განსამუხტად ბევრი პროექტია განსახორციელებელი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ჩქაროსნული მაგისტრალი და სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობის მოწყობა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"