საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადავარჩინოთ საყვარელი ქალი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე - მეგრელას კრიმინალური კომედია
როგორ გადავარჩინოთ საყვარელი ქალი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე - მეგრელას კრიმინალური კომედია

შე­ვი­ტყვე, რომ მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, იგი­ვე მეგ­რე­ლა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ფილ­მიც აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ("იბ­რძო­ლე", "ტრაქ­ტო­რი" და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ფილ­მი The Killers), "პა­ლიტ­რა TV"-სთან ერ­თად, სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმ "ზა­ზუ­ნას" იღებს.

იმ დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, სტუ­დი­ის წინ უზარ­მა­ზა­რი რი­გიც იყო, ფილმში გა­და­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი კას­ტინგზე მო­სუ­ლიყ­ვნენ. მე კი რე­ჟი­სორ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, თუმ­ცა იქვე ვი­ფიქ­რე, კას­ტინგზეც შე­ვალ-მეთ­ქი. არა იმი­ტომ, რომ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ამ­ბი­ცია მაქვს, უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას გა­ნიც­დი­ან ფილ­მის კას­ტინგზე მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­დე­საც კა­მე­რი­სა და რე­ჟი­სო­რის პი­რის­პირ რჩე­ბი­ან.

მოკ­ლედ, კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე, რა­მაც ასე­თი ემო­ცია და­მი­ტო­ვა - იმ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც მეგ­რე­ლამ შე­მომ­თა­ვა­ზა, კი­დევ უკეთ შე­მეძ­ლო. რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ მას ვუ­თხა­რი, ეგ უკვე მო­წამ­ვლას ნიშ­ნავ­სო, - მი­თხრა... იმა­საც გე­ტყვით, რომ კას­ტინ­გი გარ­და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი­სა, საკ­მა­ოდ რთუ­ლიც არის და ნამ­დვი­ლი ოს­ტა­ტო­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ჯო­ბია, ყვე­ლამ თა­ვის საქ­მე აკე­თოს. თუმ­ცა, თუ ფილმში ერთხელ მა­ინც სად­მე გა­მოვ­ჩნდე­ბი, არ დავ­მა­ლავ და უარს ნამ­დვი­ლად არ ვი­ტყო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ სხვებს უკეთ გა­მოს­დით...

- გი­ორ­გი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო კას­ტინგზე მო­სუ­ლი, რას უნდა ვე­ლო­დოთ შენ­გან?

- ვი­ღებთ კო­მე­დი­ას. გვინ­და, რომ ხალ­ხი გა­ვა­ცი­ნოთ, გა­ვა­ღი­მოთ და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­სა­ღე­ბი მოვ­ძებ­ნოთ. შე­სა­ბა­მი­სი ფე­რე­ბი შე­ვუ­ხა­მოთ იმ სცე­ნარს, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნო. ხომ ხე­დავთ, უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო და ისევ მოვა, რად­გა­ნაც კი­დევ გვექ­ნე­ბა კას­ტინ­გი. მათ­გან სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ... ფილ­მი ისე­თი ფე­რა­დი უნდა გა­მო­ვი­დეს, რო­გორც პა­ლიტ­რის ფე­რე­ბი...

მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან, რამ­დე­ნი­მე მო­მე­წო­ნა კი­დეც, არი­ან ბი­ჭე­ბიც და გო­გო­ე­ბიც, მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ მათ შო­რის თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც არი­ან.

- ფილ­მს "ზა­ზუ­ნა" და­არ­ქვით. რა­ტომ?

- გვინ­და, რომ ვი­ზუ­ზუ­ნოთ (იცი­ნის). ეს ხუმ­რო­ბით და რე­ა­ლუ­რად, ფილმში ზა­ზუ­ნაც მო­ნა­წი­ლე­ობს. საკ­მა­ოდ აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პი გვაქვს. ერთ კვი­რა­ში უნდა გა­და­ვი­ღოთ.

- სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ვინ არის?

- სცე­ნა­რი ჩე­მია, ფილ­მსაც მე გა­და­ვი­ღებ და ვუდი ალე­ნი­ვით და ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი­ვით შე­იძ­ლე­ბა ერთი რო­ლიც ვი­თა­მა­შო. ვნა­ხოთ, თუმ­ცა ერთხელ იქ­ნებ ვცა­დო და არ მოვ­ხვდე კადრში. თუ და­ვი­ო­კე ჩემი სურ­ვი­ლი, მა­შინ კა­მე­რის მიღ­მა დავ­რჩე­ბი. მოკ­ლედ, და­ვე­ლო­დოთ, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­ვინ­დო­მებთ და ენერ­გი­ას არ დავ­ზო­გავთ...

კი­დევ ერთს ვი­ტყვი, ეს არის კრი­მი­ნა­ლუ­რი კო­მე­დია. მეტს ვე­რა­ფერს და­ვა­მა­ტებ. ამ ფილ­მის სცე­ნა­რი დიდი ხა­ნია მაქვს, უცებ არ გა­ჩე­ნი­ლა. სხვა სცე­ნა­რიც მაქვს და ის მინ­და, კი­ნო­ცენ­ტრში შე­ვი­ტა­ნო. ამ­ჯე­რად კი მად­ლო­ბა "პა­ლიტ­რას", რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, მეხ­მა­რე­ბა იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობთ ამ პრო­ექ­ტზე. აქამ­დე ყო­ველ­თვის მარ­ტოს მი­მუ­შა­ვია, ახლა რად­გა­ნაც ერ­თობ­ლი­ვად უნდა შევ­ქმნათ, ცო­ტას ვღე­ლავ - გვერ­დით ამ­ხე­ლა კომ­პა­ნია მიდ­გას და ეს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა...

- ფილ­მი პერ­სო­ნა­ჟე­ბით და­ხუნძლუ­ლი იქ­ნე­ბა?

- კი, 20 პერ­სო­ნა­ჟია. და რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ზა­ზუ­ნა­მაც უნდა მი­ი­ღოს. იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, გო­გო­ნე­ბი, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბიც. გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და­ცუ­ლია. იმე­დი მაქვს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ითა­მა­შე­ბენ, რომ­ლე­ბიც სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბი­სა და პრო­ფე­სი­ი­სა­ნი არი­ან და მათი ამ ფილმში გა­მო­ჩე­ნა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. თუნ­დაც თქვე­ნით და­წყე­ბუ­ლი.

- და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე კას­ტინგზე შე­ვას­რუ­ლე, მგო­ნია, რომ კი­დევ უკეთ შე­მეძ­ლო, გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

- ჩათ­ვა­ლეთ, რომ თქვენ უკვე მო­ი­წამ­ლეთ (იღი­მის)...

- ჰოდა, ამა­ში თქვენ ხართ დამ­ნა­შა­ვე... ისე, რა­ტომ კო­მე­დია, რო­დე­საც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა?

- სხვა­თა შო­რის, პრობ­ლე­მებ­ზე ფილ­მე­ბი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს. ერთი მა­მა­თა და შვილ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე იყო. თუმ­ცა კო­მე­დია იმას არ ნიშ­ნავს, რომ იქი­დან დას­კვნას ვერ გა­მო­ი­ტან... კო­მე­დი­ის ჟანრ­ში უამ­რა­ვი შე­დევ­რი შექ­მნი­ლა.

- რა არის ამ ფილ­მის მთავ­რი გზავ­ნი­ლი?

- რო­გორ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მე­გო­ბა­რი გოგო, საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ცო­ცხლე, მაგ­რამ ფილ­მი არის ზა­ზუ­ნა­ზე. რა კავ­შირ­შია საყ­ვა­რე­ლი გოგო და ზა­ზუ­ნა ერ­თმა­ნეთ­თან, ამას უკვე ფილ­მის გა­მოს­ვლის შე­დეგ შე­ი­ტყობს მა­ყუ­რე­ბე­ლი.

მოკ­ლედ, ამ შე­ნო­ბა­ში ცოტა ხან­ში (15 აგ­ვის­ტო­დან) ფილ­მის გა­და­ღე­ბას ვი­წყებთ, ამის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მისი სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი, ვი­წყებთ ვე­რან­დი­დან...

- სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის წინ რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვს?

- ნე­ბის­მი­ე­რი რე­ჟი­სო­რი ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ თავ­ში იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, დარ­წმუ­ნე­ბა მაქვს. ან­დრეი კან­ჩა­ლოვ­სკის ნათ­ქვა­მის პე­რეფ­რაზს გა­ვა­კე­თებ: პრე­მი­ე­რის წინ სა­კუ­თარ თავ­ში სა­ოც­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ, მაგ­რამ პრე­მი­ე­რის დღეს მარ­თლა ზა­ზუ­ნა­სა­ვით იმა­ლე­ბი. რო­დე­საც ხალ­ხი შენს ფილ­მს უყუ­რებს და ფიქ­რობ, რას იტყვი­ან. არა­და, მა­ნამ­დე გგო­ნია, რომ ღრუბ­ლებს მო­წყვეტ. მოკ­ლედ, მთა­ვა­რია, რომ ხალ­ხმა გა­ღი­ა­როს, თო­რემ პრე­მი­ე­რამ­დე თა­ვა­წე­უ­ლი და ამა­ყი მეგ­რე­ლა ვიქ­ნე­ბი.

- მოკ­ლედ, ვე­ლო­დე­ბით ზა­ზუ­ნას...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

როგორ გადავარჩინოთ საყვარელი ქალი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე - მეგრელას კრიმინალური კომედია

როგორ გადავარჩინოთ საყვარელი ქალი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე - მეგრელას კრიმინალური კომედია

შევიტყვე, რომ მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი, იგივე მეგრელა, რომელსაც რამდენიმე ფილმიც აქვს გადაღებული ("იბრძოლე", "ტრაქტორი" და ინგლისურენოვანი ფილმი The Killers), "პალიტრა TV"-სთან ერთად, სრულმეტრაჟიან ფილმ "ზაზუნას" იღებს.

იმ დღეს ტელევიზიაში, სტუდიის წინ უზარმაზარი რიგიც იყო, ფილმში გადაღების მსურველები კასტინგზე მოსულიყვნენ. მე კი რეჟისორთან გასაუბრების სურვილი გამიჩნდა, თუმცა იქვე ვიფიქრე, კასტინგზეც შევალ-მეთქი. არა იმიტომ, რომ ფილმში მონაწილეობის ამბიცია მაქვს, უბრალოდ მაინტერესებდა, რას განიცდიან ფილმის კასტინგზე მისული ადამიანები, როდესაც კამერისა და რეჟისორის პირისპირ რჩებიან.

მოკლედ, კასტინგი გავიარე, რამაც ასეთი ემოცია დამიტოვა - იმ დავალების შესრულება, რაც მეგრელამ შემომთავაზა, კიდევ უკეთ შემეძლო. როდესაც ამის შესახებ მას ვუთხარი, ეგ უკვე მოწამვლას ნიშნავსო, - მითხრა... იმასაც გეტყვით, რომ კასტინგი გარდა საინტერესო პროცესისა, საკმაოდ რთულიც არის და ნამდვილი ოსტატობა სჭირდება, ამიტომ ჯობია, ყველამ თავის საქმე აკეთოს. თუმცა, თუ ფილმში ერთხელ მაინც სადმე გამოვჩნდები, არ დავმალავ და უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია, რადგანაც მიმაჩნია, რომ სხვებს უკეთ გამოსდით...

- გიორგი, ბევრი ადამიანი იყო კასტინგზე მოსული, რას უნდა ველოდოთ შენგან?

- ვიღებთ კომედიას. გვინდა, რომ ხალხი გავაცინოთ, გავაღიმოთ და ამისთვის შესაბამისი გასაღები მოვძებნოთ. შესაბამისი ფერები შევუხამოთ იმ სცენარს, რაც ჩაფიქრებული მაქვს, რომ სისრულეში მოვიყვანო. ხომ ხედავთ, უამრავი ხალხი იყო და ისევ მოვა, რადგანაც კიდევ გვექნება კასტინგი. მათგან საუკეთესო ნაწილი უნდა შევარჩიოთ... ფილმი ისეთი ფერადი უნდა გამოვიდეს, როგორც პალიტრის ფერები...

მართლა საინტერესო ადამიანები მოდიან, რამდენიმე მომეწონა კიდეც, არიან ბიჭებიც და გოგოებიც, მესიამოვნა, რომ მათ შორის თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც არიან.

- ფილმს "ზაზუნა" დაარქვით. რატომ?

- გვინდა, რომ ვიზუზუნოთ (იცინის). ეს ხუმრობით და რეალურად, ფილმში ზაზუნაც მონაწილეობს. საკმაოდ აჩქარებული ტემპი გვაქვს. ერთ კვირაში უნდა გადავიღოთ.

- სცენარის ავტორი ვინ არის?

- სცენარი ჩემია, ფილმსაც მე გადავიღებ და ვუდი ალენივით და ჩარლი ჩაპლინივით შეიძლება ერთი როლიც ვითამაშო. ვნახოთ, თუმცა ერთხელ იქნებ ვცადო და არ მოვხვდე კადრში. თუ დავიოკე ჩემი სურვილი, მაშინ კამერის მიღმა დავრჩები. მოკლედ, დაველოდოთ, ჩვენ ყველანაირად მოვინდომებთ და ენერგიას არ დავზოგავთ...

კიდევ ერთს ვიტყვი, ეს არის კრიმინალური კომედია. მეტს ვერაფერს დავამატებ. ამ ფილმის სცენარი დიდი ხანია მაქვს, უცებ არ გაჩენილა. სხვა სცენარიც მაქვს და ის მინდა, კინოცენტრში შევიტანო. ამჯერად კი მადლობა "პალიტრას", რომ შესაძლებლობას მაძლევს, მეხმარება იდეის განხორციელებაში. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ პროექტზე. აქამდე ყოველთვის მარტოს მიმუშავია, ახლა რადგანაც ერთობლივად უნდა შევქმნათ, ცოტას ვღელავ - გვერდით ამხელა კომპანია მიდგას და ეს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა...

- ფილმი პერსონაჟებით დახუნძლული იქნება?

- კი, 20 პერსონაჟია. და როგორც უკვე გითხარით, მასში მონაწილეობა ზაზუნამაც უნდა მიიღოს. იქნებიან როგორც ქალბატონები, გოგონები, ასევე მამაკაცებიც. გენდერული თანასწორობა დაცულია. იმედი მაქვს ისეთი ადამიანები ითამაშებენ, რომლებიც სხვა სპეციალობისა და პროფესიისანი არიან და მათი ამ ფილმში გამოჩენა საინტერესო იქნება. თუნდაც თქვენით დაწყებული.

- დავალება, რომელიც მე კასტინგზე შევასრულე, მგონია, რომ კიდევ უკეთ შემეძლო, გამეკეთებინა.

- ჩათვალეთ, რომ თქვენ უკვე მოიწამლეთ (იღიმის)...

- ჰოდა, ამაში თქვენ ხართ დამნაშავე... ისე, რატომ კომედია, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში უამრავი პრობლემაა?

- სხვათა შორის, პრობლემებზე ფილმები უკვე გადაღებული მაქვს. ერთი მამათა და შვილთა დამოკიდებულებაზე იყო. თუმცა კომედია იმას არ ნიშნავს, რომ იქიდან დასკვნას ვერ გამოიტან... კომედიის ჟანრში უამრავი შედევრი შექმნილა.

- რა არის ამ ფილმის მთავრი გზავნილი?

- როგორ გადავარჩინოთ მეგობარი გოგო, საყვარელი ქალბატონი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, მაგრამ ფილმი არის ზაზუნაზე. რა კავშირშია საყვარელი გოგო და ზაზუნა ერთმანეთთან, ამას უკვე ფილმის გამოსვლის შედეგ შეიტყობს მაყურებელი.

მოკლედ, ამ შენობაში ცოტა ხანში (15 აგვისტოდან) ფილმის გადაღებას ვიწყებთ, ამისთვის გამოყენებული იქნება მისი სხვადასხვა ობიექტი, ვიწყებთ ვერანდიდან...

- სამუშაოს დაწყების წინ როგორი განწყობა გაქვს?

- ნებისმიერი რეჟისორი ამბობს, რომ მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, დარწმუნება მაქვს. ანდრეი კანჩალოვსკის ნათქვამის პერეფრაზს გავაკეთებ: პრემიერის წინ საკუთარ თავში საოცრად დარწმუნებული ხარ, მაგრამ პრემიერის დღეს მართლა ზაზუნასავით იმალები. როდესაც ხალხი შენს ფილმს უყურებს და ფიქრობ, რას იტყვიან. არადა, მანამდე გგონია, რომ ღრუბლებს მოწყვეტ. მოკლედ, მთავარია, რომ ხალხმა გაღიაროს, თორემ პრემიერამდე თავაწეული და ამაყი მეგრელა ვიქნები.

- მოკლედ, ველოდებით ზაზუნას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება