სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო - ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ პერიოდის შესახებ
დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო - ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ პერიოდის შესახებ

დღე­ი­დან მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა და­ი­წყო, ის ორ­კვი­რი­ა­ნია და 28 აგ­ვის­ტოს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღეს - "მა­რი­ა­მო­ბას" დას­რულ­დე­ბა.

მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ მარ­ხვა, AMBEBI.GE-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით წე­ლი­წად­ში დად­გე­ნი­ლია ოთხი მარ­ხვა, - მა­რი­ა­მო­ბის, შო­ბის, აღ­დგო­მი­სა და პეტ­რე-პავ­ლო­ბის. ყვე­ლა მარ­ხვის ში­ნა­არ­სი ერთი და იგი­ვეა, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვო­ბით და ის­ტო­რი­ით სხვა­დას­ხვა.

მარ­ხვებს შო­რის უპი­რა­ტე­სი დიდი, ანუ აღ­დგო­მი­სა და შო­ბის მარ­ხვაა. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა გა­იკ­ვირ­ვოს, მი­ძი­ნე­ბა ხომ იგი­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბაა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იდღე­სას­წა­უ­ლო? ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით წმინ­და­ნი, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვლე­ბა, ანუ მი­ი­ძი­ნებს, უფრო ახ­ლოს მი­დის ღმერ­თთან და მას უფრო მეტი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია ჩვენ­თვის.

სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მით, ქმნი­ლე­ბა­თა შო­რის, მხო­ლოდ ღვთის­მშო­ბე­ლი ბრძან­დე­ბა დღეს სა­სუ­ფე­ველ­ში სხე­უ­ლებ­რი­ვად. როცა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა, სული გა­ეყ­რე­ბა ხორცს, სა­სუ­ფე­ველ­ში მარ­ტო წმინ­დან­თა სუ­ლე­ბი არი­ან, აღ­დგო­მას მათი სუ­ლე­ბი ისევ ხორცს შე­უ­ერ­თდე­ბა, მაგ­რამ ღვთის­მშო­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი ქმნი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სუ­ლით და ხორ­ცით არის სა­სუ­ფე­ველ­ში.

ამას გარ­და, ღვთის­მშო­ბე­ლი იერ­არ­ქი­უ­ლად ყვე­ლა­ზე მაღ­ლა დგას. არ­სე­ბობს ლოც­ვა "ღირს არს", რო­მე­ლიც ასე გა­მო­ით­ქმის - "უპა­ტი­ოს­ნეს­სა ქე­რუ­ბიმ­თა­სა და აღ­მა­ტე­ბით უზეს­თა­ე­სა სერ­ბიმ­თა­სა" ანუ სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, სა­ნამ ღვთის­მშო­ბე­ლი სა­სუ­ფე­ველ­ში ამაღ­ლდე­ბო­და, მა­ნამ­დე წმინ­და სა­მე­ბის შემ­დეგ იერ­არ­ქი­უ­ლად იყ­ვნენ სე­რა­ბიმ-ქე­რუ­ბი­მე­ბი, ღმერ­თმა კი მათ­ზე მაღ­ლა ღვთის­მშო­ბე­ლი და­ა­ყე­ნა, ეს ძა­ლი­ან დიდი წყა­ლო­ბაა.

- რა­ტომ აღი­ნიშ­ნე­ბა მა­რი­ა­მო­ბა 28 აგ­ვის­ტოს?

- სა­ეკ­ლე­სიო ახა­ლი წელი 14 სექ­ტემ­ბერს არის, ხოლო 21-ში ღვთის­მშობ­ლის შო­ბაა, ანუ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი ღვთის­მშობ­ლის შო­ბით იწყე­ბა, სა­ეკ­ლე­სიო წე­ლი­წა­დი კი ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბით სრულ­დე­ბა, ეს სა­ეკ­ლე­სი­ოა მა­მე­ბის მი­ე­რაა დად­გე­ნი­ლი. ამ დღეს მი­იც­ვა­ლა ღვთის­მშო­ბე­ლი. მისი მი­ძი­ნე­ბით მთავ­რდე­ბა სა­ეკ­ლე­სიო წე­ლი­წა­დი და ღვთის­მშობ­ლის შო­ბით იწყე­ბა ახა­ლი სა­ეკ­ლე­სიო წე­ლი­წა­დი.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მართმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში?

- ღმერ­თმა მარ­ხვა იმი­ტომ და­ად­გი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად და ხორ­ცი­ე­ლად გა­ნიწ­მინ­დოს და იმ გან­წყო­ბით შეხ­ვდეს დღე­სას­წა­ულს, რა გან­წყო­ბაც ეკად­რე­ბა წმინ­და­ნის ან სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნას. ერთხელ მამა გაბ­რი­ელ ურ­გე­ბა­ძეს ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ბერ­მა ჰკი­თხა, მა­მაო რა არის მარ­ხვაო, მამა გაბ­რი­ელ­მა კი მას თა­ვი­სი სი­ჭა­ბუ­კის ცოდ­ვე­ბი გა­ახ­სე­ნა. როცა შე­ა­ტყო რომ ბერი და­ნაღ­ვლი­ან­და და გაბ­რაზ­და, უთხრა, ნუ ბრა­ზობ, მოდი პური ვჭა­მო­თო, ბერ­მა კი უთხრა, პუ­რის ჭა­მის სურ­ვი­ლი არ მაქ­ვსო. ზუს­ტად ეს არის მარ­ხვაო, რომ შენი ცოდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოლ­ხე­ნის სურ­ვი­ლი აღარ გაქ­ვსო.

მარ­ხვა­ში სხე­ულს გარ­კვე­უ­ლი აკ­რძალ­ვა უნდა და­უ­წე­სო იმი­ტომ, რომ მარ­ხვა­ში თუ გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმევ სა­მარ­ხო კერ­ძებს, ვერ გა­ი­აზ­რებ დღე­სას­წა­უ­ლის ში­ნა­არსს. უნდა მო­ვიკ­ლოთ გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბი, სა­ნა­ხა­ო­ბა, უნდა ვა­მარ­ხუ­ლოთ თვა­ლე­ბი სა­ნა­ხა­ო­ბის­გან, სმე­ნა გარ­კვე­უ­ლი უხამ­სი მო­სას­მე­ნის­გან, ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი გარ­კვე­უ­ლი უაზ­რო ქმე­დე­ბის­გან.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი მარ­ხვა­ზე იყოს და ერ­თო­ბო­დეს, შო­უ­ებს უყუ­რებ­დეს, არ კი­თხუ­ლობ­დეს სა­ხა­რე­ბას, არ ლო­ცუ­ლობ­დეს, აღ­სა­რე­ბას არ ამ­ბობ­დეს, არ ეზი­ა­რე­ბო­დეს და ეკ­ლე­სი­ა­ში არ და­დი­ო­დეს.

მარ­ხვა­ში ხორცს და რძის ნა­წარმს არ მი­ვირ­თმევთ, იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი კი გვას­წავ­ლის, რომ თან­ხა, რი­თიც ეს პრო­დუქ­ტე­ბი უნდა გვე­ყი­და, შეგ­ვიძ­ლია მო­წყა­ლე­ბის სა­ხით და­ვუ­რი­გოთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. ლოც­ვა, აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, სი­კე­თე... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი მარ­ხვას ინა­ხავ­დეს და მო­წყა­ლე­ბას არ გას­ცემ­დეს, სუ­ლი­ე­რად არ ცხოვ­რობ­დეს.

აქვე მინ­და დავ­ძი­ნო, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად არი­ან წა­სუ­ლე­ბი ზღვა­ზე, მთა­ში, სო­ფელ­ში და ა.შ. ამ დროს ბევ­რი ამ­ბობს, რომ მარ­ხვის შე­ნახ­ვა ვერ მო­ვა­ხერ­ხეო. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, თუ მარ­თმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ხარ, ყვე­ლა დად­გე­ნი­ლი მარ­ხვა უნდა შე­ი­ნა­ხო დიდი მონ­დო­მე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. შე­იძ­ლე­ბა სხე­ულ­მა და­ის­ვე­ნოს, მაგ­რამ სული ამ დროს არ ის­ვე­ნებს, სულს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა ლოც­ვა, მარ­ხვა, აღ­სა­რე­ბა და ზი­ა­რე­ბა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო - ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ პერიოდის შესახებ

დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო - ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ პერიოდის შესახებ

დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო, ის ორკვირიანია და 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღეს - "მარიამობას" დასრულდება.

მარიამობის მარხვის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ მარხვა, AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

- საეკლესიო სწავლებით წელიწადში დადგენილია ოთხი მარხვა, - მარიამობის, შობის, აღდგომისა და პეტრე-პავლობის. ყველა მარხვის შინაარსი ერთი და იგივეა, მაგრამ ხანგრძლივობით და ისტორიით სხვადასხვა.

მარხვებს შორის უპირატესი დიდი, ანუ აღდგომისა და შობის მარხვაა. ვინმემ შეიძლება გაიკვირვოს, მიძინება ხომ იგივე გარდაცვალებაა და როგორ შეიძლება შენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება იდღესასწაულო? ეკლესიური სწავლებით წმინდანი, რომელიც გარდაიცვლება, ანუ მიიძინებს, უფრო ახლოს მიდის ღმერთთან და მას უფრო მეტი დახმარების გაწევა შეუძლია ჩვენთვის.

საეკლესიო გადმოცემით, ქმნილებათა შორის, მხოლოდ ღვთისმშობელი ბრძანდება დღეს სასუფეველში სხეულებრივად. როცა ადამიანი გარდაიცვლება, სული გაეყრება ხორცს, სასუფეველში მარტო წმინდანთა სულები არიან, აღდგომას მათი სულები ისევ ხორცს შეუერთდება, მაგრამ ღვთისმშობელი ერთადერთი ქმნილებაა, რომელიც სულით და ხორცით არის სასუფეველში.

ამას გარდა, ღვთისმშობელი იერარქიულად ყველაზე მაღლა დგას. არსებობს ლოცვა "ღირს არს", რომელიც ასე გამოითქმის - "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერბიმთასა" ანუ საეკლესიო სწავლებით, სანამ ღვთისმშობელი სასუფეველში ამაღლდებოდა, მანამდე წმინდა სამების შემდეგ იერარქიულად იყვნენ სერაბიმ-ქერუბიმები, ღმერთმა კი მათზე მაღლა ღვთისმშობელი დააყენა, ეს ძალიან დიდი წყალობაა.

- რატომ აღინიშნება მარიამობა 28 აგვისტოს?

- საეკლესიო ახალი წელი 14 სექტემბერს არის, ხოლო 21-ში ღვთისმშობლის შობაა, ანუ საეკლესიო დღესასწაული ღვთისმშობლის შობით იწყება, საეკლესიო წელიწადი კი ღვთისმშობლის მიძინებით სრულდება, ეს საეკლესიოა მამების მიერაა დადგენილი. ამ დღეს მიიცვალა ღვთისმშობელი. მისი მიძინებით მთავრდება საეკლესიო წელიწადი და ღვთისმშობლის შობით იწყება ახალი საეკლესიო წელიწადი.

- როგორ უნდა მოიქცეს მართმადიდებელი ქრისტიანი მარხვის პერიოდში?

- ღმერთმა მარხვა იმიტომ დაადგინა, რომ ადამიანი სულიერად და ხორციელად განიწმინდოს და იმ განწყობით შეხვდეს დღესასწაულს, რა განწყობაც ეკადრება წმინდანის ან საუფლო დღესასწაულის აღნიშვნას. ერთხელ მამა გაბრიელ ურგებაძეს ერთმა ახალგაზრდა ბერმა ჰკითხა, მამაო რა არის მარხვაო, მამა გაბრიელმა კი მას თავისი სიჭაბუკის ცოდვები გაახსენა. როცა შეატყო რომ ბერი დანაღვლიანდა და გაბრაზდა, უთხრა, ნუ ბრაზობ, მოდი პური ვჭამოთო, ბერმა კი უთხრა, პურის ჭამის სურვილი არ მაქვსო. ზუსტად ეს არის მარხვაო, რომ შენი ცოდვებიდან გამომდინარე, მოლხენის სურვილი აღარ გაქვსო.

მარხვაში სხეულს გარკვეული აკრძალვა უნდა დაუწესო იმიტომ, რომ მარხვაში თუ გემრიელად მიირთმევ სამარხო კერძებს, ვერ გაიაზრებ დღესასწაულის შინაარსს. უნდა მოვიკლოთ გარკვეული საკვები, სანახაობა, უნდა ვამარხულოთ თვალები სანახაობისგან, სმენა გარკვეული უხამსი მოსასმენისგან, ხელები და ფეხები გარკვეული უაზრო ქმედებისგან.

წარმოუდგენელია ადამიანი მარხვაზე იყოს და ერთობოდეს, შოუებს უყურებდეს, არ კითხულობდეს სახარებას, არ ლოცულობდეს, აღსარებას არ ამბობდეს, არ ეზიარებოდეს და ეკლესიაში არ დადიოდეს.

მარხვაში ხორცს და რძის ნაწარმს არ მივირთმევთ, იოანე ოქროპირი კი გვასწავლის, რომ თანხა, რითიც ეს პროდუქტები უნდა გვეყიდა, შეგვიძლია მოწყალების სახით დავურიგოთ გაჭირვებულებს. ლოცვა, აღსარება, ზიარება, ქველმოქმედება, სიკეთე... წარმოუდგენელია ადამიანი მარხვას ინახავდეს და მოწყალებას არ გასცემდეს, სულიერად არ ცხოვრობდეს.

აქვე მინდა დავძინო, რომ ამ პერიოდში ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები ზღვაზე, მთაში, სოფელში და ა.შ. ამ დროს ბევრი ამბობს, რომ მარხვის შენახვა ვერ მოვახერხეო. ასე არ შეიძლება, თუ მართმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ყველა დადგენილი მარხვა უნდა შეინახო დიდი მონდომებითა და სიყვარულით. შეიძლება სხეულმა დაისვენოს, მაგრამ სული ამ დროს არ ისვენებს, სულს ყოველთვის სჭირდება ლოცვა, მარხვა, აღსარება და ზიარება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ყაზბეგში სამასამდე ტესტის ნიმუში უკვე აიღეს - ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის„ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე“ პრეზენტაცია გამართა

როგორ მოვამზადოთ ოთახი ახალშობილისთვის