შსს-ში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, დავით ცინარიძისა და მისი მოადგილის, გიორგი ჭანტურიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცინარიძე და ჭანტურია დაკავებულ თანამდებობაზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, წასვლის შესახებ მათ არც განცხადება აქვთ დაწერილი.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ცინარიძემ (რომელიც რამდენიმე თვის წინ ეკა ყუშიტაშვილის ცნობილს სკანდალში გაეხვა) და მისმა მოადგილემ, გიორგი ჭანტურიამ თანამდებობები დატოვეს.
"ჯერ არ არის ეგ სიმართლე, ვნახოთ რა იქნება. ჯერ არა, ვმუშაობათ", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გიორგი ჭანტურიამ.