პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ არ დაიხრჩოს - სპეციალისტის რეკომენდაციები
რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ არ დაიხრჩოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ზღვის­პი­რა ზოლ­ში და მდი­ნა­რე­ებ­ზე ადა­მი­ან­თა დახ­რჩო­ბის ფაქ­ტე­ბი ხში­რია. 11 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში 15 წლის ბიჭ­მა ზღვა­ში თავი და­იხ­რჩო, მის გა­და­სარ­ჩე­ნად მაშ­ვე­ლე­ბი წყალ­ში მა­ლე­ვე შე­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­ო­ნის ტბა­ზე 20 წლის ბიჭი და­იხ­რჩო. 17 ივ­ლისს ფოთ­ში 14 წლის მო­ზარ­დი და­იხ­რჩო. 3 აგ­ვის­ტოს ქო­ბუ­ლეთ­ში დამ­სვე­ნე­ბე­ლი და­იხ­რჩო. ის ზღვა­ში იმ დროს შე­ვი­და, როცა ზღვა ადი­დე­ბუ­ლი იყო... 3 აგ­ვის­ტოს ქო­ბუ­ლეთ­ში ასე­ვე და­იხ­რჩო ფეხ­ბურ­თე­ლი აკა­კი ჩი­ბურ­და­ნი­ძე. 4 აგ­ვის­ტოს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და ქო­ბუ­ლეთ­ში. ბე­ბია და შვი­ლის­შვი­ლი მდი­ნა­რე­ში შე­ვიდ­ნენ და ორი­ვე მათ­გა­ნი წყალ­მა წა­ი­ღო...

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ წყალ­ში შეს­ვლი­სას ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, ამის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით გე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- პირ­ველ რიგ­ში უნდა ვი­ცუ­რა­ვოთ ისეთ ად­გი­ლებ­ზე, სა­დაც ეს ნე­ბა­დარ­თუ­ლია. თბი­ლის­ში ასე­თი ად­გი­ლია თემ­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ნა­პი­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ტროლ­დე­ბა ეს ტე­რი­ტო­რია სა­მაშ­ვე­ლო და­ნა­ყო­ფის მიერ, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით და და­ყო­ფი­ლი სექ­ტო­რე­ბად. თბი­ლი­სის ზღვის და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია სა­ცუ­რა­ოდ არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი. რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია არ არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი. კლდო­ვან ნა­წილ­ზე დიდი ზო­მის ლო­დე­ბია, აქ ხალ­ხი ხტე­ბა ხი­დე­ბი­დან, მო­ა­ჯი­რე­ბი­დან, ხდე­ბა ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტი ლო­დებ­თან და იღე­ბენ ტრავ­მებს. ამი­ტომ უნდა ავარ­ჩი­ოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ცურ­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია, ასე­ვე არ­სე­ბობს წყალ­ზე ცურ­ვის და წყალ­ზე მცუ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ქცე­ვის წე­სე­ბი, რო­მე­ლიც უნდა და­ვიც­ვათ.

- რას ნიშ­ნავს წყალ­ზე მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი?

- არის გა­სა­ბე­რი ლე­ი­ბე­ბი, რგო­ლე­ბი, ფიც­რის ნა­ტე­ხე­ბი და ა.შ, რომ­ლე­ბიც წყალ­ზე ტივ­ტი­ვებს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა წყალ­ში. ის ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ და­ხუ­რულ და ღია აუ­ზებ­ზე შე­იძ­ლე­ბა.

- ჯა­რი­მაა და­წე­სე­ბუ­ლი წყალ­ში გა­სა­ბე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შეს­ვლა­ზე?

- ჯა­რი­მა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მაშ­ვე­ლე­ბი უკ­რძა­ლა­ვენ და აფრ­თხი­ლე­ბენ ხალ­ხს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში. მა­რი­ლი­ან წყალ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია მსგავ­სი ტი­პის ნა­კე­თო­ბე­ბი, რად­გან ის აზი­ა­ნებს, შე­საძ­ლოა შე­წე­ბე­ბის ად­გი­ლე­ბი გა­იხ­სნას, ჩა­ი­ფუ­შოს და ჩა­ი­ძი­როს.

- წელს გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­რავ­ლდა მდი­ნა­რე­ებ­ზე და ზღვა­ზე დახ­რჩო­ბის ფაქ­ტე­ბი, რითი არის ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი?

- ყვე­ლა­ფე­რი ცხელ სე­ზონ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წელს სე­ზო­ნი გა­ი­ზარ­და, რად­გან ადრე და­ცხა, დიდი სი­ცხე­ე­ბია. ბევ­რი წყალ­თან არი­დებს თავს მწველ მზეს, ბევ­რმა არ იცის ცურ­ვა და წყალ­ზე მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი. ძი­რი­თა­დად ასე­თი ფაქ­ტე­ბი ხდე­ბა, როცა გა­და­ხუ­რე­ბუ­ლი შე­დის ადა­მი­ა­ნი წყალ­ში ან ნა­ბა­ხუ­სე­ვია. ბევ­რმა ცურ­ვა არ იცის და თვით­ნე­ბუ­რად სწავ­ლობს. ინ­სტრუქ­ტო­რის გა­რე­შე წყლის ეკი­პი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, უკა­ნას­კნე­ლი ნა­კა­დის ამ­სუნ­თქვის დროს ხდე­ბა მილ­ყე­ლის წყალ­ში ტივ­ტი­ვა­ზე და­ცურ­ვა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­სუნ­თქვის და ამო­სუნ­თქვის ტემ­პი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტე­რებს და ნა­ვებს, ხში­რად მას­თან ახ­ლოს მი­ცუ­რავს ადა­მი­ა­ნი და ხდე­ბა და­სა­ხიჩ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქე­ი­ფოდ მი­დი­ან მდი­ნა­რე­ებ­ზე და შემ­დეგ ჩა­დი­ან წყალ­ში. ვი­საც გუ­ლის და სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბა აქვს მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ წყალ­თან. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბავ­შვებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­წეს­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­სა­ზღვრუ­ლი ზოლი იქ­ნე­ბა, ბავ­შვე­ბი ხში­რად შე­დი­ან ადი­დე­ბულ ზღვა­ში და ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არის ბავ­შვებ­ზე. წელს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი წე­სე­ბით ვმუ­შა­ობთ, და­მა­ტე­ბი­თი ხალ­ხი და ტექ­ნი­კა და­ვა­მა­ტეთ, რად­გან რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გი იყოს. 3 ბა­ლის ზე­ვით ცურ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ არ დაიხრჩოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ არ დაიხრჩოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

ზაფხულის სეზონზე ზღვისპირა ზოლში და მდინარეებზე ადამიანთა დახრჩობის ფაქტები ხშირია. 11 აგვისტოს ბათუმში 15 წლის ბიჭმა ზღვაში თავი დაიხრჩო, მის გადასარჩენად მაშველები წყალში მალევე შევიდნენ, მაგრამ მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღის წინ სიონის ტბაზე 20 წლის ბიჭი დაიხრჩო. 17 ივლისს ფოთში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. 3 აგვისტოს ქობულეთში დამსვენებელი დაიხრჩო. ის ზღვაში იმ დროს შევიდა, როცა ზღვა ადიდებული იყო... 3 აგვისტოს ქობულეთში ასევე დაიხრჩო ფეხბურთელი აკაკი ჩიბურდანიძე. 4 აგვისტოს უბედური შემთხვევა მოხდა ქობულეთში. ბებია და შვილისშვილი მდინარეში შევიდნენ და ორივე მათგანი წყალმა წაიღო...

რა უნდა გავითვალისწინოთ წყალში შესვლისას ფატალური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი დავით გელაშვილი გვესაუბრება:

- პირველ რიგში უნდა ვიცურავოთ ისეთ ადგილებზე, სადაც ეს ნებადართულია. თბილისში ასეთი ადგილია თემქის ცენტრალური სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. 24 საათის განმავლობაში  კონტროლდება ეს ტერიტორია სამაშველო დანაყოფის მიერ, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და დაყოფილი სექტორებად. თბილისის ზღვის დანარჩენი ტერიტორია საცურაოდ არ არის ნებადართული. რადგან აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული. კლდოვან ნაწილზე დიდი ზომის ლოდებია, აქ ხალხი ხტება ხიდებიდან, მოაჯირებიდან, ხდება ფიზიკური კონტაქტი ლოდებთან და იღებენ ტრავმებს. ამიტომ უნდა ავარჩიოთ ის ადგილები, სადაც ცურვა ნებადართულია, ასევე არსებობს წყალზე ცურვის და წყალზე მცურავ საშუალებებში ქცევის წესები, რომელიც უნდა დავიცვათ.

- რას ნიშნავს წყალზე მცურავი საშუალებებში მოქცევის წესები?

- არის გასაბერი ლეიბები, რგოლები, ფიცრის ნატეხები და ა.შ, რომლებიც წყალზე ტივტივებს. კატეგორიულად აკრძალულია ამ საშუალებების გამოყენება წყალში. ის ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს და ფატალური შედეგი მივიღოთ. მათი გამოყენება მხოლოდ დახურულ და ღია აუზებზე შეიძლება.

- ჯარიმაა დაწესებული წყალში გასაბერი საშუალებებით შესვლაზე?

- ჯარიმა არ არსებობს, მაგრამ მაშველები უკრძალავენ და აფრთხილებენ ხალხს ასეთ შემთხვევაში. მარილიან წყალში განსაკუთრებით აკრძალულია მსგავსი ტიპის ნაკეთობები, რადგან ის აზიანებს, შესაძლოა შეწებების ადგილები გაიხსნას, ჩაიფუშოს და ჩაიძიროს.

- წელს განსაკუთრებით მომრავლდა მდინარეებზე და ზღვაზე დახრჩობის ფაქტები, რითი არის ეს გამოწვეული?

- ყველაფერი ცხელ სეზონთან არის დაკავშირებული. წელს სეზონი გაიზარდა, რადგან ადრე დაცხა, დიდი სიცხეებია. ბევრი წყალთან არიდებს თავს მწველ მზეს, ბევრმა არ იცის ცურვა და წყალზე მოქცევის წესები. ძირითადად ასეთი ფაქტები ხდება, როცა გადახურებული შედის ადამიანი წყალში ან ნაბახუსევია. ბევრმა ცურვა არ იცის და თვითნებურად სწავლობს. ინსტრუქტორის გარეშე წყლის ეკიპირების გამოყენება დაუშვებელია, უკანასკნელი ნაკადის ამსუნთქვის დროს ხდება მილყელის წყალში ტივტივაზე დაცურვა, სპეციალური ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის ტემპი აქვს. რაც შეეხება კატერებს და ნავებს, ხშირად მასთან ახლოს მიცურავს ადამიანი და ხდება დასახიჩრება. სამწუხაროდ, საქეიფოდ მიდიან მდინარეებზე და შემდეგ ჩადიან წყალში. ვისაც გულის და სისხლძარღვების დაავადება აქვს მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ წყალთან. ჩვენი სამსახურის გადაწყვეტილებით ბავშვებზე განსაკუთრებული ყურადღება დაწესდება, სპეციალურად შემოსაზღვრული ზოლი იქნება, ბავშვები ხშირად შედიან ადიდებულ ზღვაში და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება არის ბავშვებზე. წელს შავი ზღვის სანაპიროზე უსაფრთხოების მაქსიმალური წესებით ვმუშაობთ, დამატებითი ხალხი და ტექნიკა დავამატეთ, რადგან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი იყოს. 3 ბალის ზევით ცურვა არ შეიძლება.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია