პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეცვალა ილია მეორემ: 70-იანი წლების საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზა
ვინ შეცვალა ილია მეორემ: 70-იანი წლების საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზა

ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მი­რონ­წმინ­და­ში 1903 წლის 6 აპ­რილს ხა­რი­ტონ ჯი­ბოს ძე დევ­და­რი­ა­ნი და­ი­ბა­და. ეს ადა­მი­ა­ნი 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს ამ ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის და­ვით V-ის ხა­რის­ხით წა­ვი­და. მისი წი­ნა­მორ­ბე­დი ეფ­რემ II გახ­ლდათ, მემ­კვიდ­რე კი - ილია II.

და­ვით V სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1972-დან 1977 წლე­ბამ­დე იყო და ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში მო­უხ­და მოღ­ვა­წე­ო­ბა.

გზა პატ­რი­არ­ქო­ბამ­დე კი თა­ვი­დან ასე და­ი­ყო:

ხა­რი­ტონ დევ­და­რი­ან­მა პირ­ველ­და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა სო­ფელ მი­რონ­წმინ­და­ში მი­ი­ღო. 1917 წელს სო­ფელ სარ­გვე­შის არას­რუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ას­რუ­ლა და სწავ­ლა ჭი­ა­თუ­რის მღვი­მის მო­ნას­ტერ­ში გა­ნაგ­რძო. 1918 წელს ქუ­თა­თელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა მი­რონ­წმინ­დის ეკ­ლე­სი­ის მე­და­ვით­ნედ და­ად­გი­ნა. 1921 წლის 25 თე­ბერ­ვლის ბოლ­შე­ვი­კუ­რი სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი კა­ნონ­გა­რე­შედ გა­მო­ცხად­დნენ. ამის გამო ხში­რად მათი და­წი­ო­კე­ბა და ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის ნგრე­ვა ხდე­ბო­და. ასეთ დროს მე­და­ვით­ნე და­ვი­თი სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს ხში­რად იც­ვლი­და. მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ვი­თა­რე­ბი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირი გამ­ხდა­რი­ყო და თხოვ­ნით მი­მარ­თა მარ­გველ ეპის­კო­პოს ვარ­ლა­ამს (მა­ხა­რა­ძე) დი­აკ­ვნად ეკურ­თხე­ბი­ნა და ნე­ბის­მი­ერ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ნე­წე­სე­ბი­ნა. 1927 წელს ეპის­კო­პოს­მა ის სა­ჩხე­რის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში დი­აკ­ვნად აკურ­თხა, ხოლო მე­ო­რე დღეს მისი ხე­დას­ხმა მღვდლად მოხ­და და სარ­გვე­შის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრად გა­ნამ­წე­სა. ერთ წე­ლი­წად­ში რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ქრის­ტე­ფო­რეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ხა­რა­გა­უ­ლის ოლ­ქის მთა­ვა­რუ­ხუ­ცე­სად დად­გინ­და. მერე მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ჯერ სი­ო­ნის, ხოლო 1932 წლი­დან ქა­შუ­ე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რად.

40-იან წლებ­ში კუ­კი­ის წმინ­და ნი­ნოს ეკ­ლე­სი­ის მღვდელთმსა­ხუ­რიც გახ­ლდათ, ქა­შუ­ე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრის მო­ად­გი­ლე და წი­ნამ­ძღვა­რიც.

1956 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მელ­ქი­სე­დეკ III-ემ ბე­რად აღ­კვე­ცა და და­ვი­თი უწო­და, არ­ქი­მან­დრი­ტის წო­დე­ბაც მი­ე­ნი­ჭა, 28 აგ­ვის­ტოს კი ეპის­კო­პო­სად აკურ­თხეს (გა­ნა­გებ­და მარ­გვე­თი­სა და ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ებს). 1959-1972 წლებ­ში იყო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი. 1959 წელს მელ­ქი­სე­დეკ III-ის ბრძა­ნე­ბით, მარ­გვე­ლი ეპის­კო­პო­სი სკუ­ფი­ა­ზე ბრი­ლი­ან­ტის ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­და და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრედ გა­მო­ცხად­და.

1960 წლის 11 იან­ვარს უწ­მი­დეს მელ­ქი­სე­დეკ III-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე დღეს, სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, ურ­ბნელ­მა ეპის­კო­პოს­მა და­ვით­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით, უარი თქვა მო­საყ­დრე­ო­ბა­ზე მიტ­რო­პო­ლიტ ეფ­რე­მის სა­სარ­გებ­ლოდ. 1962 წლის 18 თე­ბერ­ვალს უწ­მი­დეს და უნე­ტა­რეს ეფ­რემ II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით აყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის პა­ტივ­ში.

1972 წლის 7 აპ­რილს, დი­ლის 6 სა­ათ­ზე და 30 წუთ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ეფ­რემ II. იმა­ვე დღის 13 სა­ათ­სა და 45 წუთ­ზე სა­პატ­რი­არ­ქო­ში შე­იკ­რიბ­ნენ - მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვი­თი, ეპის­კო­პო­სე­ბი: ზი­ნო­ბი, გა­ი­ო­ზი, დე­კა­ნო­ზე­ბი, სა­ე­რო პი­რე­ბი და გახ­სნეს პატ­რი­არ­ქის სე­ი­ფი, სა­დაც 1972 წლის 17 მარტს შედ­გე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ან­დერ­ძი ინა­ხე­ბო­და, რო­მელ­საც კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არქ ეფ­რემ II-ის ხელ­მო­წე­რა ჰქონ­და, სა­დაც ეწე­რა:

"ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემს მო­საყ­დრედ და­ტო­ვე­ბუ­ლი მყავს (1 წლის ვა­დით) ურ­ბნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვი­თი".

1972 წლის 1 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს XI სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ, რო­მელ­საც 58 დე­ლე­გა­ტი ეს­წრე­ბო­და იგი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად აირ­ჩია. ინ­ტრო­ნი­ზა­ცია 2 ივ­ლისს სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში შედ­გა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ: ცხუმ აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია, თეთ­რი­წყა­რო­ე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ზი­ნო­ბი, ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დე­ლი და ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი რო­მა­ნო­ზი, ეპის­კო­პო­სი გა­ი­ო­ზი, მოს­კო­ვი­სა და კრას­ნო­და­რის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ალექ­სი (შემ­დგომ­ში რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი), ყო­ველ­თა სო­მეხ­თა პატ­რი­არქ-კა­თა­ლი­კო­ზი ვარსგენ I.

1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს, დი­ლის 9 სა­ათ­ზე, ხან­გრძლი­ვი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი და­ვით V (დევ­და­რი­ა­ნი). იმა­ვე სა­ღა­მოს 19 სა­ათ­ზე შედ­გა წმი­და სი­ნო­დის სხდო­მა, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრედ ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია (ში­ო­ლაშ­ვი­ლი) აირ­ჩია.

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი და­ვით V სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს. გან­სვე­ნე­ბულ პატ­რი­არ­ქს წესი აუგო სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­დის წევ­რე­ბის: მიტ­რო­პო­ლიტ ზი­ნო­ბის, ეპის­კო­პოს გი­ორ­გის, ეპის­კო­პოს გრი­გო­ლის თა­ნამ­წირ­ვე­ლო­ბით.

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და პარ­ლა­მენ­ტა­რი ნანა დევ­და­რი­ა­ნი და­ვით V დევ­და­რი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლია. ის იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს თა­ვის ბა­ბუ­ა­ზე. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი აი, რას პა­სუ­ხობს:

"ვთვლი, რომ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის იმ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბა, სა­დაც და­ვი­ბა­დე, რომ ბა­ბუ­ა­ჩე­მი იყო უმაღ­ლე­სი იერ­არ­ქი­უ­ლი პირი ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა. ბა­ბუა იყო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და არა­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხის პატ­რი­არ­ქი. ბავ­შვო­ბი­დან ჩა­მა­გო­ნეს, ისე მე­ცხოვ­რა, რომ ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი არ შე­მერ­ცხვი­ნა. სა­დაც ვი­ყა­ვი, პო­ლი­ტი­კა­ში თუ სხვა­გან, მუ­დამ ვცდი­ლობ­დი, რომ სწო­რედ ასე მე­ცხოვ­რა. ჩემს შვი­ლებ­საც იგი­ვეს ვე­უბ­ნე­ბო­დი და უნდა გი­თხრათ, რომ ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, მათი საქ­ცი­ე­ლის გამო, უმ­ცი­რე­სი უხერ­ხუ­ლო­ბაც კი არ შემ­ქმნია, არა თუ, რა­ი­მე პრობ­ლე­მა".

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ შეცვალა ილია მეორემ: 70-იანი წლების საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზა

ვინ შეცვალა ილია მეორემ: 70-იანი წლების საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზა

ხარაგაულის რაიონის სოფელ მირონწმინდაში 1903 წლის 6 აპრილს ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი დაიბადა. ეს ადამიანი 1977 წლის 9 ნოემბერს ამ ქვეყნიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის ხარისხით წავიდა. მისი წინამორბედი ეფრემ II გახლდათ, მემკვიდრე კი - ილია II.

დავით V საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972-დან 1977 წლებამდე იყო და ურთულეს პირობებში მოუხდა მოღვაწეობა.

გზა პატრიარქობამდე კი თავიდან ასე დაიყო:

ხარიტონ დევდარიანმა პირველდაწყებითი განათლება სოფელ მირონწმინდაში მიიღო. 1917 წელს სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი დაასრულა და სწავლა ჭიათურის მღვიმის მონასტერში განაგრძო. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა მირონწმინდის ეკლესიის მედავითნედ დაადგინა. 1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ. ამის გამო ხშირად მათი დაწიოკება და ეკლესია-მონასტრების ნგრევა ხდებოდა. ასეთ დროს მედავითნე დავითი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო და თხოვნით მიმართა მარგველ ეპისკოპოს ვარლაამს (მახარაძე) დიაკვნად ეკურთხებინა და ნებისმიერ ეკლესიაში განეწესებინა. 1927 წელს ეპისკოპოსმა ის საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მისი ხედასხმა მღვდლად მოხდა და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ერთ წელიწადში როგორც გამორჩეული სასულიერო პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის ოლქის მთავარუხუცესად დადგინდა. მერე მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადაიყვანეს, ჯერ სიონის, ხოლო 1932 წლიდან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მსახურად.

40-იან წლებში კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის მღვდელთმსახურიც გახლდათ, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მოადგილე და წინამძღვარიც.

1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-ემ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა, არქიმანდრიტის წოდებაც მიენიჭა, 28 აგვისტოს კი ეპისკოპოსად აკურთხეს (განაგებდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). 1959-1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1959 წელს მელქისედეკ III-ის ბრძანებით, მარგველი ეპისკოპოსი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა.

1960 წლის 11 იანვარს უწმიდეს მელქისედეკ III-ის გარდაცვალების მეორე დღეს, სინოდის სხდომაზე, ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა სპეციალური წერილობითი განცხადებით, უარი თქვა მოსაყდრეობაზე მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ. 1962 წლის 18 თებერვალს უწმიდეს და უნეტარეს ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.

1972 წლის 7 აპრილს, დილის 6 საათზე და 30 წუთზე გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. იმავე დღის 13 საათსა და 45 წუთზე საპატრიარქოში შეიკრიბნენ - მიტროპოლიტი დავითი, ეპისკოპოსები: ზინობი, გაიოზი, დეკანოზები, საერო პირები და გახსნეს პატრიარქის სეიფი, სადაც 1972 წლის 17 მარტს შედგენილი წერილობითი ანდერძი ინახებოდა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ II-ის ხელმოწერა ჰქონდა, სადაც ეწერა:

"ჩემი გარდაცვალების შემდეგ, ჩემს მოსაყდრედ დატოვებული მყავს (1 წლის ვადით) ურბნელი მიტროპოლიტი დავითი".

1972 წლის 1 ივლისს საქართველოს XI საეკლესიო კრებამ, რომელსაც 58 დელეგატი ესწრებოდა იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ: ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი, ეპისკოპოსი გაიოზი, მოსკოვისა და კრასნოდარის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში რუსეთის პატრიარქი), ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოზი ვარსგენ I.

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). იმავე საღამოს 19 საათზე შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) აირჩია.

უწმიდესი და უნეტარესი დავით V სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. განსვენებულ პატრიარქს წესი აუგო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ილიამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრების: მიტროპოლიტ ზინობის, ეპისკოპოს გიორგის, ეპისკოპოს გრიგოლის თანამწირველობით.

ყოფილი სახალხო დამცველი და პარლამენტარი ნანა დევდარიანი დავით V დევდარიანის შვილიშვილია. ის იშვიათად საუბრობს თავის ბაბუაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში კი აი, რას პასუხობს:

"ვთვლი, რომ ჩემი დამსახურება არ არის იმ ოჯახში დაბადება, სადაც დავიბადე, რომ ბაბუაჩემი იყო უმაღლესი იერარქიული პირი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა. ბაბუა იყო სრულიად საქართველოს და არაერთი კონკრეტული ოჯახის პატრიარქი. ბავშვობიდან ჩამაგონეს, ისე მეცხოვრა, რომ ბაბუის სახელი არ შემერცხვინა. სადაც ვიყავი, პოლიტიკაში თუ სხვაგან, მუდამ ვცდილობდი, რომ სწორედ ასე მეცხოვრა. ჩემს შვილებსაც იგივეს ვეუბნებოდი და უნდა გითხრათ, რომ ჩემი მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის პერიოდში, მათი საქციელის გამო, უმცირესი უხერხულობაც კი არ შემქმნია, არა თუ, რაიმე პრობლემა".

მოამზადა ლალი ფაციამ

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს