ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტის, სალომე ჯაშის პოსტს ეხმაურება. ლაფერაშვილი კომენტარს სოციალურ ქსელში ჯაშის პოსტს უკეთებს.
"არ ვიცოდი შენი სენტიმენტები, სალომე. ბოდიში, თუ ოდესმე რამე გატკინე მე პირადად. პატივისცემით, რიგითი მონსტრი :)", - წერს გიორგი ლაფერაშვილი.