პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია - "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ტელეკომპანიის შესახებ
"რუსთავი 2" ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია - "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ტელეკომპანიის შესახებ

"რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "პოსტსკრიპ­ტუ­მის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ლო­მე ჯაში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ჯა­რო პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რუს­თა­ვი 2" ჩემ­თვის ყო­ველ­თვის იყო მონ­სტრე­ბის კორ­პო­რა­ცია. იგი ჩემ­თვის ერ­თდრო­უ­ლად იყო ტრავ­მაც და უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც. ამ არ­ხის სი­უ­ჟე­ტე­ბი ხში­რად ატა­რებ­დნენ ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბელ მე­სი­ჯებს. და­ურ­ღვე­ვია უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცია - და­უბ­რა­ლე­ბია რა მკვლე­ლო­ბა თუ სხვა და­ნა­შა­უ­ლი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის­თვის. ყო­ფი­ლა არა­ე­თი­კუ­რიც, რა­შიც მე თვი­თო­ნაც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს არის არხი, რო­მელ­მაც, სამ­წუ­ხა­როდ, წე­სი­ე­რად ვერ ამო­ი­ღო ხმა, როცა, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის გამო, მისი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ოპე­რა­ტო­რი, გოჩა რა­მიშ­ვი­ლი, სპეც­რაზ­მე­ლის ტყვი­ამ მოკ­ლა. ეს არის არხი, რო­მელ­მაც Nino Japiashvili სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვა. რო­მელ­მაც გა­სა­ქა­ნი არ მის­ცა Natia Zambakhidze-ს. ეს არის არხი, რომ­ლის წი­აღ­შიც და­კაც­და და გა­მო­იწ­რთო გუ­რამ დო­ნა­ძე, პი­რა­დად ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი კად­რი. ეს არის არხი, სა­დაც ზო­გი­ერ­თი წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი და პრო­დი­უ­სე­რი პო­ლი­ტი­კო­სებს უთან­ხმებ­და ჩარ­თვი­სა თუ სი­უ­ჟე­ტის ში­ნა­არსს, მა­შინ როცა მე იქ ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა ვეჭ­ვობ, ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, იმას გარ­და, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში ნაკ­ლე­ბი მონ­სტრი მუ­შა­ობს.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, კი­თხვაც არ უნდა ჩნდე­ბო­დეს - უნდა არ­სე­ბო­დეს რუს­თა­ვი 2 თუ არა. მე მხარს ვუ­ჭერ რუს­თა­ვი 2-ს და ვუ­სურ­ვებ მას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვარ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, რომ­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლიც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად აქვს სხვა არ­ხებ­თან შე­და­რე­ბით. მე მხარს ვუ­ჭერ იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს, პრო­დი­უ­სე­რებს, ოპე­რა­ტო­რებს, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ სჯე­რათ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის იდე­ი­სა და ზე­ა­მო­ცა­ნის. ასე­თე­ბი რუს­თა­ვი 2-ში ცო­ტა­ნი, მაგ­რამ არი­ან", - წერს სა­ლო­მე ჯაში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილი
0

რა მაგარი გოგო ხარ!! შენნაირი მებრძოლი გოგოები არც ნაცებს უყვართ და არც ქოცებს. სამაგიეროთ ჩვენ გვიყვარხარ.

qartveli
0

ყოჩაღ შენს ქალობას?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რუსთავი 2" ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია - "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ტელეკომპანიის შესახებ

"რუსთავი 2" ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია - "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი ტელეკომპანიის შესახებ

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი ჟურნალისტი, სალომე ჯაში ტელეკომპანიის შესახებ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე საჯარო პოსტს აქვეყნებს.

"რუსთავი 2” ჩემთვის ყოველთვის იყო მონსტრების კორპორაცია. იგი ჩემთვის ერთდროულად იყო ტრავმაც და უდიდესი გამოცდილებაც. ამ არხის სიუჟეტები ხშირად ატარებდნენ ჩემთვის მიუღებელ მესიჯებს. დაურღვევია უდანაშაულობის პრეზუმპცია - დაუბრალებია რა მკვლელობა თუ სხვა დანაშაული ამა თუ იმ ადამიანისთვის. ყოფილა არაეთიკურიც, რაშიც მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა. ეს არის არხი, რომელმაც, სამწუხაროდ, წესიერად ვერ ამოიღო ხმა, როცა, უსაფრთხოების ნორმების იგნორირების გამო, მისი ყველაზე ერთგული ოპერატორი, გოჩა რამიშვილი, სპეცრაზმელის ტყვიამ მოკლა. ეს არის არხი, რომელმაც Nino Japiashvili სამსახურიდან გაუშვა. რომელმაც გასაქანი არ მისცა Natia Zambakhidze-ს. ეს არის არხი, რომლის წიაღშიც დაკაცდა და გამოიწრთო გურამ დონაძე, პირადად ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი კადრი. ეს არის არხი, სადაც ზოგიერთი წამყვანი ჟურნალისტი და პროდიუსერი პოლიტიკოსებს უთანხმებდა ჩართვისა თუ სიუჟეტის შინაარსს, მაშინ როცა მე იქ ვმუშაობდი, თუმცა ვეჭვობ, ბევრი არაფერი შეცვლილა, იმას გარდა, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ნაკლები მონსტრი მუშაობს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კითხვაც არ უნდა ჩნდებოდეს - უნდა არსებოდეს რუსთავი 2 თუ არა. მე მხარს ვუჭერ რუსთავი 2-ს და ვუსურვებ მას შეძლებისდაგვარ დამოუკიდებლობას და მაღალ პროფესიონალიზმს, რომლის პოტენციალიც მას ყველაზე მეტად აქვს სხვა არხებთან შედარებით. მე მხარს ვუჭერ იმ ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ საკუთარი პროფესიის იდეისა და ზეამოცანის. ასეთები რუსთავი 2-ში ცოტანი, მაგრამ არიან", - წერს სალომე ჯაში.