პარტნიორები:

    "წამებში შეაჩერა ბავშვმა სუნთქვა. მკურნალობაში 20 ათასი ლარი მაქვს გადახდილი" - რა მოხდა პირველ სამშობიაროში

    "წამებში შეაჩერა ბავშვმა სუნთქვა. მკურნალობაში 20 ათასი ლარი მაქვს გადახდილი" - რა მოხდა პირველ სამშობიაროში

    თბილისში, პირველ სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ჩვილის ახლობლები ექიმის უპასუხისმგებლობზე საუბრობენ.

    ახლობლების თქმით, ფეხმძიმე მათ რამდენჯერმე მიიყვანეს და ექიმებმა უკან გააბრუნეს.

    სამშობიაროს დირექტორი ექიმების დანაშაულს გამორიცხავს. ჩვილის დაღუპვის მიზეზს ექპერტიზა დაადგენს.

    "წამებში შეაჩერა ბავშვმა სუნთქვა. ან აგონ ექიმებმა პასუხი, ან არ ვიცი. მე მკურნალობაში 20 ათასი ლარი მაქვს გადახდილი", - აცხადებს პაციენტის დედა მაია ჯოხაძე.

    პირველი სამშობიაროს გენერალური დირექტორი ზაზა ავალიანი კი ექიმების უყურადღებობას გამორიცხავს.

    "ექიმების უყურადღებობა გამორიცხულია. სანაყოფე სითხე დაღვრილი იქნა ჩემს თვალწინ, ამის შემდეგ დაფიქსირებული იქნა ნაყოფის გულისცემის არარსებობა. კვლევა გადაგზავნილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში, უკვე ეცნობა საგანგებო სიტუაციების შტაბს პათანატომიური კვლევა და სიკვდილის მიზეზი დადგინდება შესაბამისი ორგანოების მიერ", - განაცხადა პირველი სამშობიაროს გენერალურმა დირექტორმა ზაზა ავალიანმა.

    ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია