მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე" - მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილის ინტერვიუ სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ
"არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე" - მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილის ინტერვიუ სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მისი 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის მდი­ნა­რე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ქა­ლიშ­ვი­ლი მარი კვა­რა­ცხე­ლია მო­დე­ლია, რის გა­მოც ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს.

- მარი, რო­დის და­ი­წყეთ მო­დე­ლო­ბა?

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ და­ვი­წყე მო­დე­ლო­ბა ია კიწ­მა­რიშ­ვილ­თან, მაგ­რამ არ მო­მე­წო­ნა ეს საქ­მე, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და გა­მო­ვე­დი. მე არ მინ­დო­და მო­დე­ლო­ბა, მაგ­რამ მა­მის ხათ­რით და­ვი­წყე, მამა მი­იჩ­ნევს, რომ მო­დე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი მაქვს.

- ელო­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და თქვენს მო­დე­ლო­ბას?

- ვე­ლო­დი ასეთ რე­აქ­ცი­ებს. მა­მამ რაც არ უნდა და­წე­როს, ყვე­ლა­ფერ­ზე დიდი ამ­ბა­ვია. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში უფრო მოკ­ლე სა­მო­სი მაც­ვია ვიდ­რე ამ ფო­ტო­ებ­ზე. მა­მას კრი­ტი­კას უკვე მი­ვეჩ­ვიე. თა­ვი­დან­ვე ასე იყო მის გარ­შე­მო. მე მომ­წონს რა­საც აკე­თებს მამა, ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბი.

- რას გიკ­რძა­ლავს მამა?

- მა­მა­ჩემს აკ­რძალ­ვე­ბი არ აქვს. ის აც­ნო­ბი­ე­რებს ვისი შვი­ლიც არ უნდა ვიყო, ცალ­კე პი­როვ­ნე­ბა ვარ და არა­ფერს მიკ­რძა­ლავს. უბ­რა­ლოდ რა­ღაც თუ არ მო­ე­წო­ნა მიხ­სნის, რა არის კარ­გი და რა არა.

- სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით თუ მო­გი­წევს პო­დი­უმ­ზე გას­ვლა არ აგიკ­რძა­ლავს?

- ჯერ არ ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა. თუ მო­მი­წევს პირ­ველ რიგ­ში მა­მას ვკი­თხავ. მე და მამა მე­გობ­რე­ბი ვართ. რა რჩე­ვებ­საც აძ­ლევს ყვე­ლა მამა თა­ვის შვილს, იგი­ვეს მირ­ჩევს მეც. მირ­ჩევს არ ვიყო მა­ტყუ­ა­რა, შუ­რი­ა­ნი, ბოღ­მი­ა­ნი, წა­ვი­კი­თხო ბევ­რი წიგ­ნი და ა.შ. არ არის მკაც­რი მამა, ან ჩემ­თან არ სჭირ­დე­ბა სიმ­კაც­რე. მო­დე­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. როცა და­ი­წყებ­დნენ ჩემს მო­დე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს, უხერ­ხუ­ლო­ბას მიქ­მნი­და და გვერ­დზე გავ­დი­ო­დი. ახლა კი ვფიქ­რობ გავ­ყვე ამ საქ­მეს. ამის გარ­და მა­ინ­ტე­რე­სებს მუ­სი­კა, წერა, კი­თხვა და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ მუ­სი­კის ნიჭი არ მაქვს. ვგიჟ­დე­ბი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­ზე, ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე­ზე. ხში­რად ვუს­მენ ერეკ­ლეს. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. მარ­თა­ლია, რა­ღაც დო­ზით უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბიც არის მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, მაგ­რამ უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა, მთა­ვა­რია სი­მარ­თლეს ამ­ბობს. ერეკ­ლე მა­მას­თა­ნაც მე­გობ­რობს, ადრე ერ­თად ის­ვე­ნებ­დნენ. შე­საძ­ლოა ერეკ­ლეს წიგ­ნის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა მა­მამ გა­ა­კე­თოს.

- მა­მის კრი­ტი­კა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გაქვს?

- მთლი­ა­ნო­ბა­ში მწყდე­ბა გული, რომ ხალ­ხი არას­წო­რად იღებს მა­მას ნა­ბიჯს. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნე, როცა და­წე­რეს კაც­მა წვე­რე­ბით უნდა გით­რი­ო­სო, მა­მას წვე­რე­ბი არ აქვს.

- ბევ­რი მღვდე­ლი მო­დე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, რის გა­მოც მო­ზარ­დე­ბი აღარც ტა­ძარ­ში და­დი­ან და მო­დე­ლო­ბა­ზეც უარს ამ­ბო­ბენ...

- არ მეს­მის მღვდლე­ბის რომ­ლე­ბიც რა­დი­კა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ ადა­მი­ანს. სა­ბო­ლო­ოდ არც კა­რი­ე­რას იკე­თებს ადა­მი­ა­ნი და ღმერ­თთა­ნაც აღარ მი­უ­წევთ გული. ღმერ­თი ადა­მი­ა­ნი რომ იყოს, შემ­წყნა­რებ­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით როცა მა­მამ მღვდლად აკურ­თხეს?

- მგო­ნი, მე­სა­მე კლას­ში ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე სტი­ქა­რო­ა­ნი იყო. თა­ვი­დან მკაც­რი მა­მაო იყო, შარ­ვალ­საც არ მაც­მევ­და. ახლა ეტყო­ბა გან­ვი­თარ­და, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც არ პროგ­რე­სი­რებს არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნი. მა­მამ კი ეს მო­ა­ხერ­ხა.

- ხალ­ხის რე­აქ­ცია შენს ფო­ტო­ებ­ზე, მა­მამ ინ­ტე­ლექ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბად შე­ა­ფა­სა, თა­ვა­დაც ასე თვლი?

- რა­ღაც მხრივ გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის პრობ­ლე­მაა, ხალ­ხს ჰგო­ნია რომ მა­მაო გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი და წვე­რი­ა­ნი უნდა იყოს. ხან­და­ხან მაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რად­გან მამა მო­ძღვა­რია, თუნ­დაც ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, კონ­ცერ­ტებ­ზე. მომ­წონს მოკ­ლე კა­ბე­ბი, პირ­სინ­გე­ბი, ფე­რა­დად შე­ღე­ბი­ლი თმე­ბი და ა.შ. ხალ­ხი კი მე­უბ­ნე­ბა ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მა­მის შე­მარ­ცხვე­ნე­ლი ხარო. მა­მას რე­აქ­ცია არ აქვს ამა­ზე.

- გაქვს პირ­სინ­გე­ბი?

- ერთი ტატუ მაქვს. მამა დამ­პირ­და, წარ­მა­ტე­ბებს რომ მი­აღ­წევ, წლის ბო­ლოს ერთ პირ­სინგს გა­გა­კე­თე­ბი­ნე­ბო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე" - მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილის ინტერვიუ სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ

"არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე" - მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილის ინტერვიუ სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ

რამდენიმე დღის წინ მამა პეტრე კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში, მისი 13 წლის ქალიშვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სასულიერო პირის ქალიშვილი მარი კვარაცხელია მოდელია, რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს.

- მარი, როდის დაიწყეთ მოდელობა?

- დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე მოდელობა ია კიწმარიშვილთან, მაგრამ არ მომეწონა ეს საქმე, რაღაც პრობლემები შემექმნა და გამოვედი. მე არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე, მამა მიიჩნევს, რომ მოდელის მონაცემები მაქვს.

- ელოდით, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთი ნეგატიური შეფასებები მოჰყვებოდა თქვენს მოდელობას?

- ველოდი ასეთ რეაქციებს. მამამ რაც არ უნდა დაწეროს, ყველაფერზე დიდი ამბავია. ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მოკლე სამოსი მაცვია ვიდრე ამ ფოტოებზე. მამას კრიტიკას უკვე მივეჩვიე. თავიდანვე ასე იყო მის გარშემო. მე მომწონს რასაც აკეთებს მამა, ყველას ვერ მოეწონები.

- რას გიკრძალავს მამა?

- მამაჩემს აკრძალვები არ აქვს. ის აცნობიერებს ვისი შვილიც არ უნდა ვიყო, ცალკე პიროვნება ვარ და არაფერს მიკრძალავს. უბრალოდ რაღაც თუ არ მოეწონა მიხსნის, რა არის კარგი და რა არა.

- საცურაო კოსტიუმით თუ მოგიწევს პოდიუმზე გასვლა არ აგიკრძალავს?

- ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. თუ მომიწევს პირველ რიგში მამას ვკითხავ. მე და მამა მეგობრები ვართ. რა რჩევებსაც აძლევს ყველა მამა თავის შვილს, იგივეს მირჩევს მეც. მირჩევს არ ვიყო მატყუარა, შურიანი, ბოღმიანი, წავიკითხო ბევრი წიგნი და ა.შ. არ არის მკაცრი მამა, ან ჩემთან არ სჭირდება სიმკაცრე. მოდელობას განსაკუთრებული ადგილი არ აქვს ჩემს ცხოვრებაში. როცა დაიწყებდნენ ჩემს მოდელობაზე საუბარს, უხერხულობას მიქმნიდა და გვერდზე გავდიოდი. ახლა კი ვფიქრობ გავყვე ამ საქმეს. ამის გარდა მაინტერესებს მუსიკა, წერა, კითხვა და ა.შ. სამწუხაროდ მუსიკის ნიჭი არ მაქვს. ვგიჟდები ირაკლი ჩარკვიანზე, ერეკლე დეისაძეზე. ხშირად ვუსმენ ერეკლეს. ძალიან კარგი ადამიანია. მართალია, რაღაც დოზით უწმაწური სიტყვებიც არის მის შემოქმედებაში, მაგრამ უწმაწური სიტყვები ზოგჯერ საჭიროა, მთავარია სიმართლეს ამბობს. ერეკლე მამასთანაც მეგობრობს, ადრე ერთად ისვენებდნენ. შესაძლოა ერეკლეს წიგნის წინასიტყვაობა მამამ გააკეთოს.

- მამის კრიტიკაზე როგორი რეაქცია გაქვს?

- მთლიანობაში მწყდება გული, რომ ხალხი არასწორად იღებს მამას ნაბიჯს. ძალიან ბევრი ვიცინე, როცა დაწერეს კაცმა წვერებით უნდა გითრიოსო, მამას წვერები არ აქვს.

- ბევრი მღვდელი მოდელობის წინააღმდეგია, რის გამოც მოზარდები აღარც ტაძარში დადიან და მოდელობაზეც უარს ამბობენ...

- არ მესმის მღვდლების რომლებიც რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არჩევანის წინაშე აყენებენ ადამიანს. საბოლოოდ არც კარიერას იკეთებს ადამიანი და ღმერთთანაც აღარ მიუწევთ გული. ღმერთი ადამიანი რომ იყოს, შემწყნარებლური და მეგობრული იქნებოდა.

- რამდენი წლის იყავით როცა მამამ მღვდლად აკურთხეს?

- მგონი, მესამე კლასში ვიყავი. მანამდე სტიქაროანი იყო. თავიდან მკაცრი მამაო იყო, შარვალსაც არ მაცმევდა. ახლა ეტყობა განვითარდა, ადამიანი რომელიც არ პროგრესირებს არ შეიძლება იყოს ადამიანი. მამამ კი ეს მოახერხა.

- ხალხის რეაქცია შენს ფოტოებზე, მამამ ინტელექტის ნაკლებობად შეაფასა, თავადაც ასე თვლი?

- რაღაც მხრივ გაუნათლებლობის პრობლემაა, ხალხს ჰგონია რომ მამაო გაუნათლებელი და წვერიანი უნდა იყოს. ხანდახან მაგრძნობინებენ პასუხისმგებლობას, რადგან მამა მოძღვარია, თუნდაც ჩაცმულობაში, კონცერტებზე. მომწონს მოკლე კაბები, პირსინგები, ფერადად შეღებილი თმები და ა.შ. ხალხი კი მეუბნება ეს როგორ შეიძლება, მამის შემარცხვენელი ხარო. მამას რეაქცია არ აქვს ამაზე.

- გაქვს პირსინგები?

- ერთი ტატუ მაქვს. მამა დამპირდა, წარმატებებს რომ მიაღწევ, წლის ბოლოს ერთ პირსინგს გაგაკეთებინებო.

თამარ ბოჭორიშვილი

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

ემოციური დამშვიდობება მაშველ ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები