მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოდგომას ქვეყანა უკვე უჩვეულოდ მაღალი ფასებით შეხვდება
შემოდგომას ქვეყანა უკვე უჩვეულოდ მაღალი ფასებით შეხვდება

ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ის შე­დე­გად გაძ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა თუ სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მცირ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფა­სე­ბის ზრდა არ შე­ჩერ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც გა­იზ­რდე­ბა. ეკო­ნო­მის­ტე­ბის თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დე­ბა, ვი­საც ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ლა­რის კურ­სის ვარ­დნის კვალ­დაკ­ვალ პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი და პრო­დუქ­ტი ნელ-ნელა უკვე ძვირ­დე­ბა. ინფლა­ცი­ის დო­ნე­მაც მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს, ანუ 5%-ს უკვე მი­აღ­წია. ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ის ფონ­ზე, ბოლო რამ­დნე­ი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი, სა­შუ­ა­ლოდ, 20-30%-ით გაძ­ვირ­და, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი- 25-30%-ით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი - 15-17 %-ით და ა.შ. აგ­ვის­ტოს მი­წუ­რულს პრო­დუქ­ტებ­ზე ფასი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა და რო­გორც ანალ­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, შე­მოდ­გო­მას ქვე­ყა­ნა უკვე უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ფა­სე­ბით შეხ­ვდე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 9-10%-ის ფარ­გლებ­ში იყო. კერ­ძოდ, სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი წილი 2011 წელს - 9,2% , 2012-2013 წლებ­ში კი 9,7% იყო. რაც შე­ე­ხე­ბა 2014 წელს, შარ­შან ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ი­ზარ­და და 11,6% შე­ად­გი­ნა.

სტა­ტის­ტი­კო­სის სოსო არჩვა­ძის თქმით, ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნად გა­იზ­რდე­ბა ღა­რიბ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ანუ იმ კონ­ტი­გენ­ტის, ვისი შე­მო­სა­ვა­ლიც სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე და­ბა­ლია, იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რას მი­ვიჩ­ნევთ სი­ღა­რი­ბის დო­ნედ და თავ­და­პირ­ველ ათ­ვლის წერ­ტი­ლად რამ­დენპ­რო­ცენ­ტი­ან მაჩ­ვე­ნებლს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. "ოფი­ცი­ა­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლად მიჩ­ნე­უ­ლია 20-20%, თუმ­ცა არის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბიც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ეს ციფ­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია და სა­დღაც 40-45 %- ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ფაქ­ტი ისაა, რომ ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია და ფა­სე­ბის ზრდა სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს. რო­გო­რი მე­თო­დო­ლო­გი­ი­თაც არ უნდა დავ­თვა­ლოთ სარ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი და სი­ღა­რი­ბის ზღვა­რი - ფა­სე­ბის ზრდა, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, ღა­რიბ­თა კონ­ტი­გენ­ტის კი­დევ უფრო ზრდას გა­მო­იწ­ვევს. ამ კონ­ტი­გენ­ტის­თის ზო­გა­დი ინფლა­ცია საგ­რძნობ­ლად აღე­მა­ტე­ბა ინფლა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელს,"- გა­ნა­ცხა­და არჩვა­ძემ.

გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

შემოდგომას ქვეყანა უკვე უჩვეულოდ მაღალი ფასებით შეხვდება

შემოდგომას ქვეყანა უკვე უჩვეულოდ მაღალი ფასებით შეხვდება

ლარის დევალვაციის შედეგად გაძვირებული პროდუქტისა თუ სხვა მომსახურების გამო, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა, საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება. ეკონომისტების თქმით, ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა დამძიმდება, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს.

საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ლარის კურსის ვარდნის კვალდაკვალ პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი ნელ-ნელა უკვე ძვირდება. ინფლაციის დონემაც მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 5%-ს უკვე მიაღწია. ლარის დევალვაციის ფონზე, ბოლო რამდნეიმე თვის განმავლობაში საკვები პროდუქტი, საშუალოდ, 20-30%-ით გაძვირდა, პირველადი მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებები- 25-30%-ით, მედიკამენტები - 15-17 %-ით და ა.შ. აგვისტოს მიწურულს პროდუქტებზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ანალტიკოსები ვარაუდობენ, შემოდგომას ქვეყანა უკვე უჩვეულოდ მაღალი ფასებით შეხვდება.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სიღარიბის მაჩვენებელი 9-10%-ის ფარგლებში იყო. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რეგისტირებული წილი 2011 წელს - 9,2% , 2012-2013 წლებში კი 9,7% იყო. რაც შეეხება 2014 წელს, შარშან ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 11,6% შეადგინა.

სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის თქმით, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მისი განცხადებით, რამდენად გაიზრდება ღარიბთა რაოდენობა, ანუ იმ კონტიგენტის, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე დაბალია, იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მივიჩნევთ სიღარიბის დონედ და თავდაპირველ ათვლის წერტილად რამდენპროცენტიან მაჩვენებლს გავითვალისწინებთ. „ოფიციალურ მაჩვენებლად მიჩნეულია 20-20%, თუმცა არის სხვა ალტერნატიული შეფასებებიც, რომლის მიხედვითაც ეს ციფრები გაცილებით მაღალია და სადღაც 40-45 %- ის ფარგლებში მერყეობს. ფაქტი ისაა, რომ ლარის დევალვაცია და ფასების ზრდა სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას აუცილებლად გამოიწვევს. როგორი მეთოდოლოგიითაც არ უნდა დავთვალოთ სარსებო მინიმუმი და სიღარიბის ზღვარი - ფასების ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ღარიბთა კონტიგენტის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს. ამ კონტიგენტისთის ზოგადი ინფლაცია საგრძნობლად აღემატება ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებელს,“- განაცხადა არჩვაძემ.

გააგრძელეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია