სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მოხდა! დიდი მადლობა ყველას" - კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს
"ეს მოხდა! დიდი მადლობა ყველას" - კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი, ვიცე-პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე თბი­ლის­ში გა­მარ­თულ სუ­პერ­თა­სის მატჩს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ეს მოხ­და!

სა­ქარ­თვე­ლომ, თბი­ლის­მა, "დი­ნა­მო-არე­ნამ" უმას­პინ­ძლა მსოფ­ლიო დო­ნის მატჩს!

უეფა-ს სუ­პერ­თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ზე "ბარ­სე­ლო­ნა" "სე­ვი­ლია" -ს შეხ­ვდა.

და­მე­თან­ხმე­ბით ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა და სპორ­ტუ­ლი ეი­ფო­რია, მი­ღე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­ვი კი­დევ დიდ­ხანს გაყ­ვე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ითა­ნამ­შრომ­ლა უეფა-სთან, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს პრო­ექ­ტი, ვინც გა­უ­წია ამ მატჩს ორ­გა­ნი­ზე­ბა, რაც მთა­ვა­რია - უზ­რუნ­ველ­ყო შეხ­ვედ­რის უნაკ­ლოდ ჩა­ტა­რე­ბა! მად­ლო­ბა და და­ფა­სე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც თუნ­დაც მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ერ­თო, სა­ხალ­ხო სი­ხა­რუ­ლის შექ­მნა­ში!

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო პერ­სო­ნა­ლუ­რად ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მისი უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლია, რომ სუ­პერ­თა­სის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში ჩა­ტარ­და აქ, და ასე­ულ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მი­პყრო­ბი­ლი იყო თბი­ლის­ზე! მის კა­რი­ე­რა­ში, მის დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ში ამ სა­ფეხ­ბურ­თო ზე­ი­მის მო­წყო­ბაც სა­თა­ნა­დო ად­გილს და­ი­კა­ვებს.

ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას ბოლო გან­ცხა­დე­ბა­საც მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო - წას­ვლის შე­სა­ხებ: ფეხ­ბურ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როა; გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბე­ბით და და­მარ­ცხე­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, არა­ერ­თხელ თქმუ­ლა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლი­ა­ნო­ბა, გუნ­დი, ოჯა­ხი და ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლის ნათ­ქვა­მი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თუნ­დაც პრობ­ლე­მა ყვე­ლას­თვის სა­ერ­თო და გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ხდე­ბა… არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მოქ­მე­დი მო­თა­მა­შე მი­დი­ხარ, მწვრთნე­ლი თუ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა წას­ვლის მი­ზეზს, და არც მი­ზე­ზის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ებს - ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულს და­ვუ­ტო­ვეთ… მთავ­რია მხო­ლოდ ის რომ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, ვინც ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ას ვქმნი­დით, ვინც სა­ფუძ­ველს ვუქ­მნი­დით მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ამ სპორ­ტში - ყვე­ლა ღირ­სე­ულ, დამ­სა­ხუ­რე­ბულ და მად­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყო­ველ­თვის, ასე იქ­ნე­ბა დღეს და იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც", - წერს კახა კა­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ეს მოხდა! დიდი მადლობა ყველას" - კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

"ეს მოხდა! დიდი მადლობა ყველას" - კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თბილისში გამართულ სუპერთასის მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ეს მოხდა!

საქართველომ, თბილისმა, "დინამო-არენამ" უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს!

უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე "ბარსელონა" "სევილია" -ს შეხვდა.

დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფა-სთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია - უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!

აქვე მინდა აღვნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო - წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს - ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ… მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში - ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც", - წერს კახა კალაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს