პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე ხმება და იფხვნება. ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, ამით სირბილეს ინარჩუნებენ" - მომხმარებელი პურის ხარისხის გაუარესებას უჩივის
"მალე ხმება და იფხვნება. ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, ამით სირბილეს ინარჩუნებენ" - მომხმარებელი პურის ხარისხის გაუარესებას უჩივის

მომ­ხა­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის უხა­რის­ხო­ბას უჩი­ვის. სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად ეს ეხე­ბა პურ­საც. "რე­ზო­ნან­სის" რეს­პონ­დენ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხა­რის­ხის გა­ფუ­ჭე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბაა. მწარ­მო­ებ­ლე­ბი ზო­გი­ერთ პრო­დუქტზე ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ია­ფი­ა­ნი და უხა­რის­ხო მი­ნა­რე­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ახერ­ხე­ბენ.

ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას უამ­რა­ვი პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა მოჰ­ყვა. უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა 37-დან 44 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტა 1 ტო­მა­რა ფქვილ­მაც. მი­უ­ხე­და­ვად გაზ­რდი­ლი ხარ­ჯი­სა, სა­წარ­მო­ე­ბის, სა­ცხო­ბე­ბის ნა­წი­ლი პურ­ზე ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც ახერ­ხებს. რეს­პონ­დენ­ტე­ბის აზ­რით, ეს პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხის და­წე­ვის ხარ­ჯზე ხდე­ბა. გა­მო­კი­თხულ­თა­გან ძა­ლი­ან ბევ­რმა აღ­ნიშ­ნა, რომ პური, რძის ნა­წარ­მი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი და­ბა­ლი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლით მზად­დე­ბა.

"ბოლო დროს, რაც ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო (არ ვიცი, გა­უ­ჭირ­დათ სა­ცხო­ბებს თუ რა მოხ­და), რამ­დე­ნი­მე სა­ცხობ­მა გა­ა­ფუ­ჭა ნა­წარ­მი. ის აღარ არის, რაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ იყო. არ ვიცი, რას აკ­ლე­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია - მომ­ხა­რე­ბე­ლი ამ ცვლი­ლე­ბას გრძნობს.

მწარ­მო­ებ­ლებ­მა, სა­ცხო­ბე­ბის ნა­წილ­მა, შე­საძ­ლოა, ეს ხრი­კი ხალ­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. ასეთ დროს ხა­რის­ხი და გემო აღა­რა­ვის ახ­სოვს. სხვა­თა შო­რის, ფა­სის მა­ტე­ბამ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პუ­რის მო­ცუ­ლო­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. სა­ცხო­ბებ­მა ფასი და ხა­რის­ხი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს და პური და­ა­პა­ტა­რა­ვეს", - ამ­ბობს "რე­ზო­ნან­სის" რეს­პონ­დენ­ტი მაკა პირ­მი­საშ­ვი­ლი.

პრო­დუქ­ტე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს თბი­ლი­სე­ლი ნინო ლე­კბო­რაშ­ვი­ლიც. მისი გან­მარ­ტე­ბით, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე სა­ში­ნე­ლი ქა­ო­სია და სწო­რედ ამი­ტომ თავს და­უც­ვე­ლად გრძნობს.

"არ შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სი მხო­ლოდ სა­კუ­თარ მო­გე­ბა­ზე და მყიდ­ვე­ლის მო­ტყუ­ე­ბა­ზე ფიქ­რობ­დეს. მეს­მის, წარ­მო­ე­ბა გა­უძ­ვირ­დათ, ხარ­ჯი მეტი აქვთ, მაგ­რამ ამის გამო პრო­დუქ­ტი ხომ არ უნდა გა­ა­ფუ­ჭონ?

დღეს­დღე­ო­ბით ხა­რის­ხი აქვს და­კარ­გუ­ლი რძის ნა­წარმს, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს, პურს. მა­გა­ლი­თად, ადრე გა­ყი­ნულ ხინ­კალს ხში­რად ვყი­დუ­ლობ­დი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ახლა სა­ში­ნე­ლი გემო აქვს. ჯერ ერთი, ძნე­ლად იხარ­შე­ბა, მერე ვერ მიხ­ვდე­ბი რას ჭამ, სა­ში­ნე­ლი გემო აქვს. გა­უ­ა­რეს­და პუ­რის ხა­რის­ხიც. მალე ხმე­ბა და იფხვნე­ბა. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც არის ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­უ­ლი, რომ ამით ინარ­ჩუ­ნე­ბენ სირ­ბი­ლეს. კარ­გი ხერ­ხი კი გა­მო­ნა­ხეს...

აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­მოწ­მდეს ყვე­ლა სა­წარ­მო. უნდა ინა­ხოს მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორ აკე­თე­ბენ, რა პი­რო­ბებ­ში და რა ნედ­ლე­ულს ურე­ვენ. მხო­ლოდ ამის მერე თუ ეშ­ვე­ლე­ბა ქარ­თულ ბა­ზარს და მომ­ხმა­რე­ბელს.

უკვე აღარ ვიცი, რო­მე­ლი პური ვი­ყი­დო. ამ­ბო­ბენ, თეთ­რი არ ვარ­გაო, შავ სა­ღე­ბავს ურე­ვე­ნო. ასე აღარ შე­იძ­ლე­ბა, პურს ხომ ბავ­შვე­ბიც ჭა­მენ, მათ ჯამ­რთე­ლო­ბას ეხე­ბა საქ­მე", - აღ­ნიშ­ნა ნინო ლე­კბო­რაშ­ვილ­მა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მალე ხმება და იფხვნება. ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, ამით სირბილეს ინარჩუნებენ" - მომხმარებელი პურის ხარისხის გაუარესებას უჩივის

"მალე ხმება და იფხვნება. ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, ამით სირბილეს ინარჩუნებენ" - მომხმარებელი პურის ხარისხის გაუარესებას უჩივის

მომხარებელთა უმეტესობა საკვები პროდუქტების უხარისხობას უჩივის. სხვა პროდუქტებთან ერთად ეს ეხება პურსაც. "რეზონანსის" რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ხარისხის გაფუჭების მთავარი მიზეზი ხარჯის შემცირებაა. მწარმოებლები ზოგიერთ პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას იაფიანი და უხარისხო მინარევების გამოყენებით ახერხებენ.

ლარის გაუფასურებას უამრავი პროდუქტის გაძვირება მოჰყვა. უკვე რამდენიმე კვირაა 37-დან 44 ლარამდე მოიმატა 1 ტომარა ფქვილმაც. მიუხედავად გაზრდილი ხარჯისა, საწარმოების, საცხობების ნაწილი პურზე ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით მაინც ახერხებს. რესპონდენტების აზრით, ეს პროდუქტის ხარისხის დაწევის ხარჯზე ხდება. გამოკითხულთაგან ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ პური, რძის ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები დაბალი ხარისხის ნედლეულით მზადდება.

"ბოლო დროს, რაც ლარის გაუფასურება დაიწყო (არ ვიცი, გაუჭირდათ საცხობებს თუ რა მოხდა), რამდენიმე საცხობმა გააფუჭა ნაწარმი. ის აღარ არის, რაც რამდენიმე თვის წინ იყო. არ ვიცი, რას აკლებენ, მაგრამ ფაქტია - მომხარებელი ამ ცვლილებას გრძნობს.

მწარმოებლებმა, საცხობების ნაწილმა, შესაძლოა, ეს ხრიკი ხალხის შესანარჩუნებლად გამოიყენოს. ასეთ დროს ხარისხი და გემო აღარავის ახსოვს. სხვათა შორის, ფასის მატებამ ზოგიერთ შემთხვევაში პურის მოცულობაზე მოახდინა გავლენა. საცხობებმა ფასი და ხარისხი შეინარჩუნეს და პური დააპატარავეს", - ამბობს "რეზონანსის" რესპონდენტი მაკა პირმისაშვილი.

პროდუქტების რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისელი ნინო ლეკბორაშვილიც. მისი განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე საშინელი ქაოსია და სწორედ ამიტომ თავს დაუცველად გრძნობს.

"არ შეიძლება ბიზნესი მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და მყიდველის მოტყუებაზე ფიქრობდეს. მესმის, წარმოება გაუძვირდათ, ხარჯი მეტი აქვთ, მაგრამ ამის გამო პროდუქტი ხომ არ უნდა გააფუჭონ?

დღესდღეობით ხარისხი აქვს დაკარგული რძის ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებს, პურს. მაგალითად, ადრე გაყინულ ხინკალს ხშირად ვყიდულობდი და ძალიან მომწონდა, ახლა საშინელი გემო აქვს. ჯერ ერთი, ძნელად იხარშება, მერე ვერ მიხვდები რას ჭამ, საშინელი გემო აქვს. გაუარესდა პურის ხარისხიც. მალე ხმება და იფხვნება. ალბათ, ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, რომ ამით ინარჩუნებენ სირბილეს. კარგი ხერხი კი გამონახეს...

აუცილებელია შემოწმდეს ყველა საწარმო. უნდა ინახოს მომზადების პროცესი, როგორ აკეთებენ, რა პირობებში და რა ნედლეულს ურევენ. მხოლოდ ამის მერე თუ ეშველება ქართულ ბაზარს და მომხმარებელს.

უკვე აღარ ვიცი, რომელი პური ვიყიდო. ამბობენ, თეთრი არ ვარგაო, შავ საღებავს ურევენო. ასე აღარ შეიძლება, პურს ხომ ბავშვებიც ჭამენ, მათ ჯამრთელობას ეხება საქმე", - აღნიშნა ნინო ლეკბორაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია