პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და ამან აიძულა, ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს" - ხათუნა ხოფერია კობა ხარშილაძეზე
"დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და ამან აიძულა, ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს" - ხათუნა ხოფერია კობა ხარშილაძეზე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­გობ­რის, ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას თქმით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი კობა ხარ­ში­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი და­ნა­შა­უ­ლის და­სა­ფა­რად ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბია.

"ადა­მი­ანს ბევ­რად დიდი და­ნა­შა­უ­ლი აქვს და­სა­ფა­რი და მხო­ლო და მხო­ლოდ ამან შე­იძ­ლე­ბა აი­ძუ­ლოს კაცი, რომ ასე­თი ჩირ­ქი მოს­ცხოს პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს. ძა­ლი­ან დიდი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, თო­რემ სხვა არა­ნა­ი­რი ლო­გი­კა მის სი­ტყვებ­ში არ არ­სე­ბობს და სი­მარ­თლე რომ არ არ­სე­ბობს, ეს უკვე ყვე­ლამ ვი­ცით", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ამ AMBEBI.GE-სთან ხარ­ში­ლა­ძის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი და მის­გან შე­თა­ვა­ზე­ბაც მქონ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კობა ხარ­ში­ლა­ძემ ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და­კი­თხვის დროს გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხარ­ში­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან იმ მო­ტი­ვით არ წა­მო­ვი­და, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მას­ზე ბევ­რი ამა­გი ჰქონ­და. "ზუ­რას ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, რა არის და­სა­მა­ლი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მქონ­და", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

კობა ხარ­ში­ლა­ძეს ად­ვო­კატ­მა ჰკი­თხა, თუკი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო ჟვა­ნი­ას მხრი­დან, რა­ტომ დარ­ჩა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში. "18 წლის გლ­და­ნე­ლი ბიჭი ვი­ყა­ვი. ზუ­რამ მი­თხრა, იმე­დია, არ შე­გა­ში­ნეო და სი­სუ­ლე­ლეს არ იზა­მო. ორი-სამი დღის შემ­დეგ კვლავ მკი­თხა, შე­ვიც­ვა­ლე თუ არა აზრი და ვუ­თხა­რი, რომ არ შე­მიც­ვლია", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

მისი თქმით, ამ პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა სურ­და, თუმ­ცა ვერ მო­ა­ხერ­ხა და შემ­დეგ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ აკა­დე­მი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­რე­კა, რის შემ­დე­გაც მან პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში შეძ­ლო ჩა­ბა­რე­ბა. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხარ­ში­ლა­ძე აცხა­დებს, რომ გარ­კვე­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და და სამ­სა­ხუ­რი­დან ვერ წა­მო­ვი­დო­და.

მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ჟვა­ნია კონ­სპი­რა­ცი­ულ შეხ­ვედ­რებ­ზე ხში­რად და­დი­ო­და, ნა­წი­ლი საქ­მი­ა­ნი იყო, ნა­წი­ლი კი პი­რა­დი. დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ბი­ნის სა­დარ­ბა­ზოს­თან არ ჩერ­დე­ბოდ­ნენ, რათა ეჭვი არ გა­მო­ეწ­ვი­ათ მე­ზობ­ლებ­ში.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და ამან აიძულა, ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს" - ხათუნა ხოფერია კობა ხარშილაძეზე

"დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და ამან აიძულა, ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს" - ხათუნა ხოფერია კობა ხარშილაძეზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ჟვანიას მეგობრის, ხათუნა ხოფერიას თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძის განცხადება ზურაბ ჟვანიას ორიენტაციასთან დაკავშირებით დიდი დანაშაულის დასაფარად ნათქვამი სიტყვებია.

"ადამიანს ბევრად დიდი დანაშაული აქვს დასაფარი და მხოლო და მხოლოდ ამან შეიძლება აიძულოს კაცი, რომ ასეთი ჩირქი მოსცხოს პირველ რიგში საკუთარ თავს. ძალიან დიდი დანაშაულის დაფარვის მიზნით, თორემ სხვა არანაირი ლოგიკა მის სიტყვებში არ არსებობს და სიმართლე რომ არ არსებობს, ეს უკვე ყველამ ვიცით", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ AMBEBI.GE-სთან ხარშილაძის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შეთავაზებაც მქონდა, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის დროს განაცხადა.

როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, ამ შეთავაზების შემდეგ სამსახურიდან იმ მოტივით არ წამოვიდა, რომ ზურაბ ჟვანიას მასზე ბევრი ამაგი ჰქონდა. "ზურას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

კობა ხარშილაძეს ადვოკატმა ჰკითხა, თუკი შეთავაზება იყო ჟვანიას მხრიდან, რატომ დარჩა დაცვის სამსახურში. "18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი, რომ არ შემიცვლია", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

მისი თქმით, ამ პერიოდში პოლიციის აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ ზურაბ ჟვანიამ აკადემიის ხელმძღვანელობასთან დარეკა, რის შემდეგაც მან პოლიციის აკადემიაში შეძლო ჩაბარება. სწორედ აქედან გამომდინარე, ხარშილაძე აცხადებს, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სამსახურიდან ვერ წამოვიდოდა.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა, ნაწილი საქმიანი იყო, ნაწილი კი პირადი. დაცვის წარმომადგენლები კონსპირაციული ბინის სადარბაზოსთან არ ჩერდებოდნენ, რათა ეჭვი არ გამოეწვიათ მეზობლებში.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE