პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 4 ქართველი ბავშვი, რომელთა შესრულებული "Imagine" სუპერთასზე მილიარდამდე ადამიანმა მოისმინა
ვინ არის 4 ქართველი ბავშვი, რომელთა შესრულებული "Imagine" სუპერთასზე მილიარდამდე ადამიანმა მოისმინა

გუ­შინ­დელ სა­ო­ცარ მატჩზე ("ბარ­სე­ლო­ნა" - "სე­ვი­ლია"), რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ჩა­ტარ­და და რო­მელ­საც გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუ უძღო­და წინ, ოთხმა ნი­ჭი­ერ­მა ქარ­თველ­მა ბავ­შვმა ჯონ ლე­ნო­ნის "Imagine" შე­ას­რუ­ლა (ნა­ხეთ ვი­დეო). მათი ასა­კი 10-13 წე­ლია და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ისი­ნი პირ­და­პირ ეთერ­ში თით­ქმის მი­ლი­არ­დმა ადა­მი­ან­მა ნახა, ასე­თი ნახ­ვა ალ­ბათ, არც ერთ ქარ­თველ მომ­ღე­რალს არ ჰქო­ნია. ისი­ნი დათო ფორჩხი­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დი­ის აღ­საზ­რდე­ლე­ბი არი­ან.

დათო ფორჩხი­ძე:

- სტუ­დია მე და დათო ხუ­ჯა­ძეს გვე­კუთ­ვნის. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ გავ­ხსე­ნით და ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი გვყავს. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში უეფა-ს დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რე­ბი, სცე­ნა­რის­ტე­ბი ახ­ლდნენ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და, გა­ირ­კვა, რომ მომ­ღე­რალ ბავ­შვებს ეძებ­დნენ. ვი­საც ეს საქ­მე ება­რა (ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში), ამა თუ იმ ტე­ლეპ­რო­ეტ­ში ნამ­ღე­რი ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი აჩ­ვე­ნეს. მოკ­ლედ, მა­თით და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუმ­ცა შე­მოწ­მე­ბა ორი კვი­რა მა­ინც გაგ­რძელ­და.

- სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა შენი იყო?

- კი და როცა არან­ჟი­რე­ბა გა­ვუ­კე­თე, ჩემს ვა­რი­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ერთ-ერთ ფრა­ზა­ზე 4 ნოტი მქონ­და. ორი­გი­ნალ­ში კი ის ერთი ფრა­ზა სამ­ნო­ტი­ა­ნია (ეს ამ აუ­დი­ოტ­რე­კის მე­ექ­ვსე წა­მია). მთხო­ვეს, იქ­ნებ ის ერთი ნოტი, რო­გორც ორი­გი­ნალ­შია, ისე და­ვაბ­რუ­ნო­თო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ მუ­შა­ო­ბას არ ვარ მიჩ­ვე­უ­ლი, ამი­ტომ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ეს ჩემი ვერ­სი­აა და მგო­ნი, ცუდი არ არის-მეთ­ქი. კარ­გია, მაგ­რამ ასე ვერ დარ­ჩე­ბაო.

- და ნა­მუ­შევ­რის გა­და­კე­თე­ბამ მო­გი­წია?

- კი, რა თქმა უნდა. ბევ­რი ჩემ გარ­შე­მო მე­კი­თხე­ბო­და, სიმ­ღე­რა "Imagine" რა­ტომ უნდა შეს­რულ­დეს, ჰიმ­ნი­აო? და რა­ტომ არა-მეთ­ქი? - ვპა­სუ­ხობ­დი. ქარ­თვე­ლებს ხომ ყვე­ლა­ფერ­ზე პრე­ტენ­ზია გვაქვს. ჩვენ ხომ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა გვაქვს სამ­ყა­რო­სა და მის ცენ­ტრზე?..

სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ უნდა მე­მუ­შა­ვა და ყვე­ლა მათი დი­რექ­ტი­ვა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ისე, რო­გორც უნ­დო­დათ. თუ არა­და, მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თუ ისე არ აკე­თებ, რო­გორც მათ უნ­დათ, ე.ი. არ გა­მოგ­დის. ჰოდა, არ მინ­დო­და, რომ ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა შეჰ­ქმნო­დათ, რომ რა­ღაც არ შეგ­ვიძ­ლია.

თა­ვი­დან არან­ჟი­რე­ბა, რო­გორც ორი­გი­ნალ­შია, რო­ი­ა­ლით არ და­მი­წყია, ჩავ­რთე ორ­ღა­ნი და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ ის­მი­ნე­ბო­და. ამა­ზეც მათი აზრი ორად გა­ი­ყო - სა­ბო­ლო­ოდ კი მი­თხრეს, ჩვენ მოგ­ვწონს, მაგ­რამ შვე­ი­ცა­რი­ი­დან გვე­უბ­ნე­ბი­ან, რო­ი­ა­ლის ხმით უნდა და­ი­წყო­სო. გა­და­კე­თე­ბა­ში 6-7 ღამე არ მძი­ნე­ბია. თი­თო­ე­ულ ფრა­ზა­სა და ნოტს დას­დევ­ნენ.

მერე მი­თხრეს, რომ კი­დევ რომ დაგ­ვჭირ­დეს ასე­თი პა­ტა­რე­ბი, გვი­პო­ვიო? ერთს კი არა, 100 ბავ­შვს ვუ­პო­ვი. ოღონ­დაც, დას­ჭირ­დეთ. ჩვენ­თან უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია.

- გაგ­ვა­ცა­ნი ის ოთხე­უ­ლი, ვისაც გუ­შინ მსოფ­ლი­ომ მო­უს­მი­ნა.

- გი­ორ­გი ქალ­და­ნი შარ­შან ზუგ­დიდ­ში ვი­პო­ვე, რომ­ლის მშობ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თბი­ლის­ში სამ­სა­ხუ­რი და სახ­ლი არ ჰქონ­დათ, რომ გი­ორ­გის აქ, სტუ­დი­ა­ში ევლო. მერე იმ­დე­ნი ვეხ­ვე­წე, ვუხ­სნი­დი, რომ უნი­კა­ლუ­რი ხმის პატ­რო­ნია-მეთ­ქი და მთე­ლი სა­ნა­თე­საო და­ეხ­მა­რა, რომ თბი­ლის­ში ერთი წელი, ჩემს სტუ­დი­ა­ში ემე­ცა­დი­ნა. გი­ორ­გი პა­პოშ­ვი­ლი რუს­თა­ვი­დან და­დის, ნა­ტა­ლი მა­ქა­ცა­რია აფხა­ზე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ერთ ბავ­შვზე კი ნე­პო­ტიზმს მივ­მარ­თე, თუმ­ცა ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ის ჩემი შვი­ლია, ნა­ნუ­კა ფორჩხი­ძე. მაგ­რად მღე­რის და ცოტა ხან­ში სა­ქარ­თვე­ლო დარ­წმუნ­დე­ბა, რომ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ გრან­დი­ო­ზულ შო­უ­ში.

- ისე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე, მათი ნამ­ღე­რი ასინ­ქრო­ნით გა­ვი­და. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ ემ­თხვე­ო­და აუ­დი­ო­ვერ­სი­ას.

- ჩარ­თუ­ლი მყავ­და ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა არხზე თვალ­ყურს ადევ­ნებ­და ტრანსლა­ცი­ას და ყველ­გან ხა­რის­ხი­ა­ნი სიგ­ნა­ლი მი­დი­ო­და, ვი­დე­ოც და აუ­დი­ოც სრულ სინ­ქრონ­ში იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს არხზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე ასე, - ვი­ზუ­ა­ლი აუ­დი­ოს არ ემ­თხვე­ვა. ამი­ტომ იქ­მნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბავ­შვე­ბი ცალ­კე პირს აღებ­დნენ. მუ­სი­კა დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დი­დო­და, ამ ტექ­ნი­კურ გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე მათ ბევ­რი ინერ­ვი­უ­ლეს. ვი­მე­ო­რებ, ასე­თი რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა. თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში უკვე გა­ვას­წო­რე­ბი­ნე ის ჩა­ნა­წე­რი და ყვე­ლა­ფე­რი სინ­ქრონ­ში დაჯ­და. მოკ­ლედ, სტა­დი­ო­ნის დე­ფექ­ტი იყო.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ვი­გე, რომ ბავ­შვებ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

- მათ ისე იმუ­შა­ვეს, რომ ყვე­ლა გა­ა­ო­ცეს. წა­ვი­კი­თხე და მო­ვის­მი­ნე კი­დეც კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ მათი მი­სა­მარ­თით მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ის­მა. ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისეა, რო­გორც ქარ­თვე­ლებს შეჰ­ფე­რი­სო. რუს­მა კო­მენ­ტა­ტორ­მა нтв-ზე თქვა, ეს პა­ტა­რე­ბი ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ხმე­ბია და დროა სე­რი­ო­ზუ­ლი კა­რი­ე­რით და­კავ­დნე­ნო. ეს­პა­ნე­თი­დან, ინ­გლი­სი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლებ­მა და­მი­რე­კეს...

არა, მარ­თლა ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი ვართ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვდის. შეგ­ვიძ­ლია ინ­გლი­სე­ლებს მა­თი­ვე სიმ­ღე­რა მო­ვა­წო­ნოთ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ვინ არის 4 ქართველი ბავშვი, რომელთა შესრულებული "Imagine" სუპერთასზე მილიარდამდე ადამიანმა მოისმინა

ვინ არის 4 ქართველი ბავშვი, რომელთა შესრულებული "Imagine" სუპერთასზე მილიარდამდე ადამიანმა მოისმინა

გუშინდელ საოცარ მატჩზე ("ბარსელონა" - "სევილია"), რომელიც თბილისში ჩატარდა და რომელსაც გრანდიოზული შოუ უძღოდა წინ, ოთხმა ნიჭიერმა ქართველმა ბავშვმა ჯონ ლენონის "Imagine" შეასრულა (ნახეთ ვიდეო). მათი ასაკი 10-13 წელია და საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. მსოფლიოს მასშტაბით ისინი პირდაპირ ეთერში თითქმის მილიარდმა ადამიანმა ნახა, ასეთი ნახვა ალბათ, არც ერთ ქართველ მომღერალს არ ჰქონია. ისინი დათო ფორჩხიძის მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელები არიან.

დათო ფორჩხიძე:

- სტუდია მე და დათო ხუჯაძეს გვეკუთვნის. დაახლოებით ერთი წლის წინ გავხსენით და ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს. როდესაც საქართველოში უეფა-ს დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც რეჟისორები, სცენარისტები ახლდნენ, ვისაც ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, გაირკვა, რომ მომღერალ ბავშვებს ეძებდნენ. ვისაც ეს საქმე ებარა (ფეხბურთის ფედერაციაში), ამა თუ იმ ტელეპროეტში ნამღერი ჩვენი ბავშვების ჩანაწერები აჩვენეს. მოკლედ, მათით დაინტერესდნენ, თუმცა შემოწმება ორი კვირა მაინც გაგრძელდა.

- სიმღერის არანჟირება შენი იყო?

- კი და როცა არანჟირება გავუკეთე, ჩემს ვარიაციაში აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ ფრაზაზე 4 ნოტი მქონდა. ორიგინალში კი ის ერთი ფრაზა სამნოტიანია (ეს ამ აუდიოტრეკის მეექვსე წამია). მთხოვეს, იქნებ ის ერთი ნოტი, როგორც ორიგინალშია, ისე დავაბრუნოთო. საქართველოში ასეთ მუშაობას არ ვარ მიჩვეული, ამიტომ ვეუბნებოდი, ეს ჩემი ვერსიაა და მგონი, ცუდი არ არის-მეთქი. კარგია, მაგრამ ასე ვერ დარჩებაო.

- და ნამუშევრის გადაკეთებამ მოგიწია?

- კი, რა თქმა უნდა. ბევრი ჩემ გარშემო მეკითხებოდა, სიმღერა "Imagine" რატომ უნდა შესრულდეს, ჰიმნიაო? და რატომ არა-მეთქი? - ვპასუხობდი. ქართველებს ხომ ყველაფერზე პრეტენზია გვაქვს. ჩვენ ხომ საკუთარი შეხედულება გვაქვს სამყაროსა და მის ცენტრზე?..

საბოლოოდ მივხვდი, რომ უნდა მემუშავა და ყველა მათი დირექტივა შემესრულებინა ისე, როგორც უნდოდათ. თუ არადა, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თუ ისე არ აკეთებ, როგორც მათ უნდათ, ე.ი. არ გამოგდის. ჰოდა, არ მინდოდა, რომ ისეთი წარმოდგენა შეჰქმნოდათ, რომ რაღაც არ შეგვიძლია.

თავიდან არანჟირება, როგორც ორიგინალშია, როიალით არ დამიწყია, ჩავრთე ორღანი და საკმაოდ საინტერესოდ ისმინებოდა. ამაზეც მათი აზრი ორად გაიყო - საბოლოოდ კი მითხრეს, ჩვენ მოგვწონს, მაგრამ შვეიცარიიდან გვეუბნებიან, როიალის ხმით უნდა დაიწყოსო. გადაკეთებაში 6-7 ღამე არ მძინებია. თითოეულ ფრაზასა და ნოტს დასდევნენ.

მერე მითხრეს, რომ კიდევ რომ დაგვჭირდეს ასეთი პატარები, გვიპოვიო? ერთს კი არა, 100 ბავშვს ვუპოვი. ოღონდაც, დასჭირდეთ. ჩვენთან უამრავი ნიჭიერი ბავშვია.

- გაგვაცანი ის ოთხეული, ვისაც გუშინ მსოფლიომ მოუსმინა.

- გიორგი ქალდანი შარშან ზუგდიდში ვიპოვე, რომლის მშობლებიც მეუბნებოდნენ, რომ თბილისში სამსახური და სახლი არ ჰქონდათ, რომ გიორგის აქ, სტუდიაში ევლო. მერე იმდენი ვეხვეწე, ვუხსნიდი, რომ უნიკალური ხმის პატრონია-მეთქი და მთელი სანათესაო დაეხმარა, რომ თბილისში ერთი წელი, ჩემს სტუდიაში ემეცადინა. გიორგი პაპოშვილი რუსთავიდან დადის, ნატალი მაქაცარია აფხაზეთის წარმომადგენელია, ერთ ბავშვზე კი ნეპოტიზმს მივმართე, თუმცა ძალიან ვნერვიულობდი, ის ჩემი შვილია, ნანუკა ფორჩხიძე. მაგრად მღერის და ცოტა ხანში საქართველო დარწმუნდება, რომ დამსახურებულად მონაწილეობდა ამ გრანდიოზულ შოუში.

- ისე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მათი ნამღერი ასინქრონით გავიდა. გამოსახულება არ ემთხვეოდა აუდიოვერსიას.

- ჩართული მყავდა ხალხი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა არხზე თვალყურს ადევნებდა ტრანსლაციას და ყველგან ხარისხიანი სიგნალი მიდიოდა, ვიდეოც და აუდიოც სრულ სინქრონში იყო. სამწუხაროდ, ჩვენს არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხშირად ხდება ხოლმე ასე, - ვიზუალი აუდიოს არ ემთხვევა. ამიტომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბავშვები ცალკე პირს აღებდნენ. მუსიკა დაგვიანებით მოდიდოდა, ამ ტექნიკურ გაუმართაობაზე მათ ბევრი ინერვიულეს. ვიმეორებ, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში პირველად არ ხდება. თუმცა ინტერნეტში უკვე გავასწორებინე ის ჩანაწერი და ყველაფერი სინქრონში დაჯდა. მოკლედ, სტადიონის დეფექტი იყო.

- მიუხედავად ამისა, გავიგე, რომ ბავშვებმა მაღალი შეფასებები მიიღეს.

- მათ ისე იმუშავეს, რომ ყველა გააოცეს. წავიკითხე და მოვისმინე კიდეც კომენტარები, რომ მათი მისამართით მაღალი შეფასებები გაისმა. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ქართველებს შეჰფერისო. რუსმა კომენტატორმა нтв-ზე თქვა, ეს პატარები ნამდვილი ქართული ხმებია და დროა სერიოზული კარიერით დაკავდნენო. ესპანეთიდან, ინგლისიდან აღფრთოვანებულებმა დამირეკეს...

არა, მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ და ყველაფერი გამოგვდის. შეგვიძლია ინგლისელებს მათივე სიმღერა მოვაწონოთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია