საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს ხარჯავდით ჭამა-სმასა და ჩაცმაში 1 წლის წინ და რამდენს ხარჯავთ ახლა
რამდენს ხარჯავდით ჭამა-სმასა და ჩაცმაში 1 წლის წინ და რამდენს ხარჯავთ ახლა

სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ში შე­მა­ვა­ლი პრო­დუქ­ცი­ის ფას­მა 4.9 პრო­ცენ­ტით მო­ი­მა­ტა. სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლი­სა და ტრან­სპორ­ტის გარ­და, ყვე­ლა პრო­დუქ­ცი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი გა­ი­ზარ­და.

წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე იქო­ნია:

სურ­სათ­სა და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლებ­ზე, რო­მელ­თა ფასი 7.1 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სფე­რო­ზე, რომ­ლის ფა­სებ­მაც 7,3 პრო­ცენ­ტით იმა­ტა და ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­სა და თამ­ბა­ქო­ზე, რო­მელ­ზეც 11,7-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა და­ფიქ­სირ­და.

2014 წლის ივ­ლი­სი­დან 2015 წლის ივ­ლი­სამ­დე ყვე­ლა­ზე მე­ტად ფა­სებ­მა ხილ­სა და ყუ­რძენ­ზე მო­ი­მა­ტა (31,7 პრო­ცენ­ტით), ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის, აპა­რა­ტუ­რი­სა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ქვეჯ­გუფ­ზე (16,6 პრო­ცენ­ტით).

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­და, ეს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

"ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის, იქ­ნე­ბა ეს და­ბალ, სა­შუ­ა­ლო თუ მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, ზო­გა­დად ინფლა­ცი­ის მა­ღა­ლი ტემ­პი ბუ­ნებ­რი­ვია ნიშ­ნავს კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას. 4,9 პრო­ცენ­ტი არ არის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი. მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის ორ­ნიშ­ნა ციფ­რი, თუმ­ცა, თა­ვის­თა­ვად ინფლა­ცი­ის ფაქ­ტი არის არა­სა­სურ­ვე­ლი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე ფა­სე­ბის დო­ნემ კი­დევ მო­ი­მა­ტოს, ვი­ნა­ი­დან ტა­რი­ფე­ბი საწ­ვავ­ზე და ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე ძვირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მის­ტმა აკა­კი ცო­მა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ფა­სე­ბის მა­ტე­ბა პრო­დუქ­ცი­ა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

"ფა­სე­ბის მა­ტე­ბა ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ამ, იმ­პორ­ტის გაძ­ვი­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ჩვე­ნი სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სი არის მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და მა­ღა­ლია იმ­პორ­ტის წილი. ამან იქო­ნია გავ­ლე­ნა სა­ერ­თო ჯამ­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად სხვა სა­ქო­ნელ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზეც ფა­სებ­მა მო­ი­მა­ტა".

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ფა­სე­ბის სტა­ტის­ტი­კის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ლე­ვან ქარ­სა­უ­ლი­ძის თქმით, დღეს­დღე­ო­ბით სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა­ში 295 და­სა­ხე­ლე­ბის სა­ქო­ნე­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბაა:

"სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის გა­ნახ­ლე­ბა და წო­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა ბო­ლოს მოხ­და გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში. ყო­ველ წელს ასე ხდე­ბა. დე­კემ­ბერ­ში ახ­ლდე­ბა კა­ლა­თა, იან­ვარ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კა­ლა­თა­ში შე­მა­ვალ პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ხდე­ბა. მო­მა­ვალ წელს თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­მე­ლი­მე პრო­დუქ­ტი ან მომ­სა­ხუ­რე­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია ან მო­სახ­ლე­ო­ბა აღარ გა­მო­ი­ყე­ნებს ისე ინ­ტენ­სი­უ­რად, რო­გორც ადრე, ის ამო­ვარ­დე­ბა და ჩა­ე­ნაც­ვლე­ბა მას ახა­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის".

ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, თუ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­და, დე­კემ­ბერ­ში შე­საძ­ლოა, მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დეს. ინფლა­ცი­ის დო­ნის მა­ტე­ბა კი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ფა­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

ფოტო| ტა­ბუ­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რამდენს ხარჯავდით ჭამა-სმასა და ჩაცმაში 1 წლის წინ და რამდენს ხარჯავთ ახლა

რამდენს ხარჯავდით ჭამა-სმასა და ჩაცმაში 1 წლის წინ და რამდენს ხარჯავთ ახლა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასმა 4.9 პროცენტით მოიმატა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტრანსპორტის გარდა, ყველა პროდუქციისა და მომსახურების ფასი გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე იქონია:

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, რომელთა ფასი 7.1 პროცენტით გაიზარდა, ასევე ჯანდაცვის სფეროზე, რომლის ფასებმაც 7,3 პროცენტით იმატა და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, რომელზეც 11,7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისამდე ყველაზე მეტად ფასებმა ხილსა და ყურძენზე მოიმატა (31,7 პროცენტით), ასევე სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (16,6 პროცენტით).

AMBEBI.GE-სთან საუბრისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ  აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდა, ეს ნებისმიერი მოქალაქისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

"ნებისმიერი მოქალაქისთვის, იქნება ეს დაბალ, საშუალო თუ მაღალშემოსავლიანი მოქალაქე, ზოგადად ინფლაციის მაღალი ტემპი ბუნებრივია ნიშნავს კეთილდღეობის გაუარესებას. 4,9 პროცენტი არ არის მაღალი მაჩვენებლი. მაღალი მაჩვენებელი არის ორნიშნა ციფრი, თუმცა, თავისთავად ინფლაციის ფაქტი არის არასასურველი. არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე ფასების დონემ კიდევ მოიმატოს, ვინაიდან ტარიფები საწვავზე და ენერგომატარებლებზე ძვირდება", - აღნიშნა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.

მისივე თქმით, ფასების მატება პროდუქციასა და მომსახურებაზე რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული.

"ფასების მატება ლარის დევალვაციამ, იმპორტის გაძვირებამ გამოიწვია. ჩვენი სავაჭრო ბალანსი არის მკვეთრად უარყოფითი და მაღალია იმპორტის წილი. ამან იქონია გავლენა საერთო ჯამში სამომხმარებლო კალათაზე. შესაბამისად სხვა საქონელსა და მომსახურებაზეც ფასებმა მოიმატა".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის, ლევან ქარსაულიძის თქმით, დღესდღეობით სამომხმარებლო კალათაში 295 დასახელების საქონელი და მომსახურებაა:

"სამომხმარებლო კალათის განახლება და წონების ცვლილება ბოლოს მოხდა გასული წლის დეკემბერში. ყოველ წელს ასე ხდება. დეკემბერში ახლდება კალათა, იანვარში განახლებული კალათაში შემავალ პროდუქტების ფასებზე დაკვირვება ხდება. მომავალ წელს თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე პროდუქტი ან მომსახურება მოძველებულია ან მოსახლეობა აღარ გამოიყენებს ისე ინტენსიურად, როგორც ადრე, ის ამოვარდება და ჩაენაცვლება მას ახალი პროდუქტი, რომელიც უფრო აქტუალურია მოსახლეობისთვის".

ექსპერტების მოსაზრებით, თუ ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდა, დეკემბერში შესაძლოა, მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდეს. ინფლაციის დონის მატება კი განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ყოფაზე იქონიებს გავლენას.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ფოტო| ტაბულა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია