სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს გიორგი მარგველაშვილი - ცვლილებები პრეზიდენტის დეკლარაციაში
რა ქონებას ფლობს გიორგი მარგველაშვილი - ცვლილებები პრეზიდენტის დეკლარაციაში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ვებ-გვერ­დზე 7 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

დეკ­ლა­ცა­რი­ა­ში, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი, კერ­ძოდ, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღარ წე­რია მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. ახალ დეკ­ლა­რა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე მაკა ჩი­ჩუა და ვაჟი, თე­ი­მუ­რაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ე­მა­ტა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას, ის 2014 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით არ შეც­ვლი­ლა. დეკ­ლა­რა­ცი­ას მხო­ლოდ მაკა ჩი­ჩუ­ას თბი­ლის­ში, ლერ­მონ­ტო­ვი-ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 70 კვ,მ-ის ფარ­თო­ბის ბინა და­ე­მა­ტა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი ფლობს ხუთ მი­წის ნაკ­ვეთს, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და ბი­ნას.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 775.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შეთ­ში, სა­ა­კა­ძის ქუ­ჩა­ზე და ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, რო­მელ­თა ფარ­თო­ბი 946.00 კვ.მ., 541.00 კვ.მ., 1000.00 კვ.მ.-ია.

ასე­ვე, მის სა­კუთ­რე­ბა­შია ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 200.00 კვ.მ.-ის ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფლობს ბი­ნას თბი­ლის­ში, პა­უ­ლო იაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 120.00 კვ.მ-ია. ხოლო, მა­მის, თე­ი­მუ­რაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია თბი­ლის­ში, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 165.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბინა.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას მათი სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი ასე­თი იყო:

პრე­ზი­დენტს სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე "თი-ბი-სი" ბან­კში მხო­ლოდ 685.00 ლარი ჰქონ­და, ხოლო მის მე­უღ­ლეს, მაკა ჩი­ჩუ­ას მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ბანკ "ქარ­თუ­ში" 46 ლარი.

პრე­ზი­დენ­ტის მა­მის, თე­ი­მუ­რაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე "ლი­ბერ­თი ბან­კში" ირი­ცხე­ბო­და 150.00 ლარი. დე­დის, მზე­ა­ნა გო­მე­ლა­უ­რის სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე ამა­ვე ბან­კში კი - 650.00 ლარი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ქონებას ფლობს გიორგი მარგველაშვილი - ცვლილებები პრეზიდენტის დეკლარაციაში

რა ქონებას ფლობს გიორგი მარგველაშვილი - ცვლილებები პრეზიდენტის დეკლარაციაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის ახალი ფინანსური დეკლარაცია შეავსო, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დეკლაცარიაში, წინა წელთან შედარებით, მცირე ცვლილებებია ასახული, კერძოდ, მარგველაშვილის დეკლარაციაში აღარ წერია მისი უფროსი ქალიშვილი ანა მარგველაშვილი. ახალ დეკლარაციას პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა და ვაჟი, თეიმურაზ მარგველაშვილი დაემატა.

რაც შეეხება პრეზიდენტის უძრავ-მოძრავ ქონებას, ის 2014 წლის დეკლარაციასთან შედარებით არ შეცვლილა. დეკლარაციას მხოლოდ მაკა ჩიჩუას თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ,მ-ის ფართობის ბინა დაემატა.

დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს ხუთ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას.

მარგველაშვილის საკუთრებაშია 775.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე და ამავე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი 946.00 კვ.მ., 541.00 კვ.მ., 1000.00 კვ.მ.-ია.

ასევე, მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 200.00 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი.

გიორგი მარგველაშვილი ფლობს ბინას თბილისში, პაულო იაშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 120.00 კვ.მ-ია. ხოლო, მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საკუთრებაშია თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე 165.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა.

რაც შეეხება მარგველაშვილების ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას მათი საბანკო ანგარიშები ასეთი იყო:

პრეზიდენტს სახელფასო ანგარიშზე "თი-ბი-სი" ბანკში მხოლოდ 685.00 ლარი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას მიმდინარე ანგარიშზე ბანკ "ქართუში" 46 ლარი.

პრეზიდენტის მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საპენსიო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" ირიცხებოდა 150.00 ლარი. დედის, მზეანა გომელაურის საპენსიო ანგარიშზე ამავე ბანკში კი - 650.00 ლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."