"რუსთავი 2" ნაგავია, მაგრამ სატელევიზიო სივრცეში მაინც უნდა იყოს, - ეს განცხადება "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში გააკეთა. ბერძენიშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გავრამია პასუხობს.
"ნამდვილად, ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში. ამიტომაც ყოველთვის ვწერთ თქვენს კომენტარებსაც", - დაწერს გვარამიამ.
გვარამიას პოსტს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი გამოეხმაურა.
თენგო გოგოტიშვილი: არ მივესალმოთ ამ კაცს? დავუმახსოვროთ მაინც
ნიკა გვარამია: არც მივესალმოთ და არც დავუმახსოვროთ. თავისი ეყოფა მაგ კაცს. დეგრადირ-დემითოლოგიზირებულია
თენგო გოგოტიშვილი: я не злопамятный отомщу и забуду - იქნებ ასე გვეცადა?
ნიკა გვარამია: კარგი დაანებე თავი. ეგეთი მეასე ვიოლინო მაგ უმრავლესობაში იმდენია და ყველა ერთი და იგივე სისულელეს ბოდავს, მაგათ პასუხებზე თუ ავეწყვეთ, საქმე როდისღა ვაკეთოთ...
მაპატიეთ და ასეთი განდონიც არ მეგონა. (პატიებას იმაზე ვითხოვ, რომ არ მეგონა) :))
"რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა "რუსთავი 2"-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება "რეზონანსთან" ინტერვიუში შეაფასა.
"დიახ, დასავლეთისგან იქნება შენიშვნები, ეს კი ბუნებრივია. "ნაცმოძრაობაც" იტყვის, რომ ვართმევთ ტელევიზიას და დეპუტატების ლიკვიდაციას ვაპირებთ, მაგრამ მთავარია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.
თქვენ იგრძენით რაიმე ცვლილება "რუსთავი 2"-სგან? მე - არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნაგავიც უნდა იყოს ქართულ სატელევიზო სივრცეში",- განაცხადა ბერძენიშვილმა.