საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჭრილი 2 პოლიციელი, ერთი დაკავებული და ერთი გაქცეული დამნაშავე - როგორ დასრულდა სპეცოპერაცია ფონიჭალაში
დაჭრილი 2 პოლიციელი, ერთი დაკავებული და ერთი გაქცეული დამნაშავე - როგორ დასრულდა სპეცოპერაცია ფონიჭალაში

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთი პირი და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რი, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნა­მიკ ფ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით ფო­ნი­ჭა­ლა­ში და­ა­კა­ვეს.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შე­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვეს ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოძ­რა­ვი "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლს, რო­მე­ლიც არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მო­ახ­დი­ნა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სამ­ხუ­რებ­რივ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე შე­ჯა­ხე­ბა, რის შემ­დე­გაც ცივი ია­რა­ღით ორ პო­ლი­ცი­ელს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და მი­მალ­ვა შეძ­ლო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის და­სა­კა­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი", - გან­მარ­ტა­ვენ შსს-ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მჯდომ­მა მე­ო­რე პირ­მა - ნა­მიკ ფ-მ ასე­ვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია პო­ლი­ცი­ე­ლებს, რა დრო­საც ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი და ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, 26 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ფხვი­ე­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა ნა­მიკ ფ-ს მი­მართ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და პო­ლი­ცი­ე­ლი­სათ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 353–ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

დაჭრილი 2 პოლიციელი, ერთი დაკავებული და ერთი გაქცეული დამნაშავე - როგორ დასრულდა სპეცოპერაცია ფონიჭალაში

დაჭრილი 2 პოლიციელი, ერთი დაკავებული და ერთი გაქცეული დამნაშავე - როგორ დასრულდა სპეცოპერაცია ფონიჭალაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, 1995 წელს დაბადებული ნამიკ ფ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა შეჩერება მოსთხოვეს ფონიჭალაში მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანის მძღოლს, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა პოლიციელების სამხურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიმალვა შეძლო. სამართალდამცველების დაჭრაში ბრალდებული პირის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები", - განმარტავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ავტომანქანაში მჯდომმა მეორე პირმა - ნამიკ ფ-მ ასევე წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც ის ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 26 შეკვრად დაფასოებული ფხვიერი ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება ნამიკ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ