"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზურაბ ჟვანიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.
"მე მიყვარს ზურაბ ჟვანია.
ისტორია არ იმახსოვრებს სკაბრეზულ და ვულგარულ დეტალებს. ზურა დარჩება ქართული პარლამენტარიზმის დამფუძნებელ მამად და დიდ ქართველ მოღვაწედ, მასშტაბურ ისტრიულ ფიგურად, რომელმაც შეცვალა საქართველო.
p.s. ზურას კომპლექსით შეპყრობილი მისი ძმა, რომელმაც, ამ მთავრობასთან ერთად, ბნელების საჯიჯგნად გაიმეტა ზურა და მისი პირადი ცხოვრება, რა არარაობაც იყო, იმ არარაობად დარჩება. ისტორია ასეთებს ეგრევე სანაგვეზე აგდებს", - წერს გვარამია.
იხილეთ ასევე: ხარშილაძე: ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა