ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ მისი დაცვის ყოფილ ხელმძღვანელთან კობა ხარშილაძესთან ნაფიც მსაჯულებს უპრეცედენტო რაოდენობის შეკითხვები გააჩნიათ.
საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ, სხდომა ნაფიცი მსაჯულების მიერ დასმული შეკითხვებით გაგრძელდება. მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, რომ ნაფიც მსაჯულებს ხარშილაძესთან 75 შეკითხვა გააჩნიათ.
ბრალდებული კობა ხარშილაძე პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა პროცესი გაგრძელდა და ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულების დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.