ეკონომიკის ექსპერტ რომან გოცირიძის იუმორისტული პოსტი "ფეისბუქზე" პოპულარობით სარგებლობს.
"ეს განცხადება, რომელიც ახლახან თბილისის აეროპორტში გაკეთდა, შოკისმომგვრელი იქნება საქართველოს ხელისუფლებისათვის:
"ჩვენ, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს რუსთავი 2-ის მიმართ განხორციელებული დევნის პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს სიტყვის თავისუფლებას.
ვუცხადებთ რა სოლიდარობას, ხვალინდელ გამარჯვებას ვუძღვნით რუსთავი 2-ს და დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვალთ მისი ლოგოთი გამოსახული მაისურებით.
ვთხოვთ ჩვენს გულშემატკივარს ყველა ქვეყნიდან, ყოველი გატანილი გოლი აღნიშნოს შეძახილით " რუს-თა-ვი", "რუს-თა-ვი"!
ჩვენს მოწოდებას უერთდება ნეიმარიც, რომელიც ყბაყურის გამო ვერ ჩამოვიდა თბილისში. იგი "ჩემი ცოლის დაქალების" მუდმივი მაყურებელია, რომლის პორტუგალიურ ენაზე თარგმნას უზრუნველყოფს საქართველოს საელჩო ლისაბონში.
საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სახელით:
ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში", - წერს რომან გოცირიძე.