საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადამყიდველების დოღი" სუპერთასის ფინალის წინ: რა ღირს ბილეთები "ფეხბურთის შავ ბაზარზე"
"გადამყიდველების დოღი" სუპერთასის ფინალის წინ: რა ღირს ბილეთები "ფეხბურთის შავ ბაზარზე"

სულ უფრო მცი­რე დრო რჩე­ბა თბი­ლი­სის სუ­პერ­თა­სის მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე და მღელ­ვა­რე­ბა არა მარ­ტო მო­თა­მა­შე­ებ­ში, არა­მედ ბი­ლე­თე­ბის გა­დამ­ყიდ­ვე­ლებ­შიც მა­ტუ­ლობს. "დი­ნა­მო არე­ნას" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი" საკ­მა­ოდ მრავ­ლად არი­ან და თბი­ლი­სის სუ­პერ­თა­სის ბი­ლე­თებს ყი­დი­ან.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სუ­პერ­თა­სის ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა ვერც სა­ი­ტი­სა და ვერც "ცო­ცხა­ლი რი­გის" მეშ­ვე­ო­ბით ვერ მო­ა­ხერ­ხეთ, მა­შინ ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა "გა­დამ­ყიდ­ვე­ლებ­თან" 100 ლა­რი­დან 500 ლა­რამ­დე ფარ­გლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ. ბი­ლე­თის ფასი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბი­ლე­თის ად­გილ­სა და კა­ტე­გო­რი­ა­ზე. 18 ლა­რი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბი შე­და­რე­ბით ია­ფად, ხოლო 75 ლა­რი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად იყი­დე­ბა.

ბი­ლე­თე­ბის "გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, რომ სუ­პერ­თა­სის მატ­ჩის ბი­ლე­თე­ბის ფას­მა შე­საძ­ლოა, თა­მა­შის და­წყე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტოს (იხი­ლეთ ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი)

რე­დაქ­ცია: მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ თეგი #სუ­პერ­თა­სი

"საქპა­ტენ­ტი" კი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი გა­სა­ყი­დი ობი­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოთხმა­გი ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. "უეფა-ს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია 2015 წლის სუ­პერ­თა­სის მატჩზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის გა­სა­ყი­დად შე­თა­ვა­ზე­ბა ან ნე­ბის­მი­ერ კო­მერ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც უეფა-ს მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად შექ­მნი­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შსს-სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, ახორ­ცი­ლე­ბენ სუ­პერ­თა­სის მატ­ჩის ბი­ლე­თე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­სა­ყი­დად შე­თა­ვა­ზე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და აღ­კვე­თას, მათ შო­რის ინ­ტერ­ნეტ­შიც," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნო­დარ ტუ­რძე­ლა­ძე აცხა­დებს, სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ლე­თე­ბის გა­და­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

"სტა­დი­ო­ნის გარ­შე­მო ამ­ჟა­მად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი, საქპა­ტენ­ტი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. ჩვენ ვცდი­ლობთ არ და­ვუშ­ვათ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ბი­ლე­თე­ბის გა­და­ყიდ­ვის ფაქ­ტებს, მა­გის გა­კონ­ტრო­ლე­ბა საკ­მა­ოდ ძნე­ლია. ჩვენ­თან სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა," - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ტუ­რძე­ლა­ძემ.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"გადამყიდველების დოღი" სუპერთასის ფინალის წინ: რა ღირს ბილეთები "ფეხბურთის შავ ბაზარზე"

"გადამყიდველების დოღი" სუპერთასის ფინალის წინ: რა ღირს ბილეთები "ფეხბურთის შავ ბაზარზე"

სულ უფრო მცირე დრო რჩება თბილისის სუპერთასის მატჩის დაწყებამდე და მღელვარება არა მარტო მოთამაშეებში, არამედ ბილეთების გადამყიდველებშიც მატულობს. "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე "გადამყიდველები" საკმაოდ მრავლად არიან და თბილისის სუპერთასის ბილეთებს ყიდიან.

იმ შემთხვევაში, თუ სუპერთასის ბილეთების ყიდვა ვერც საიტისა და ვერც "ცოცხალი რიგის" მეშვეობით ვერ მოახერხეთ, მაშინ ბილეთების შეძენა "გადამყიდველებთან" 100 ლარიდან 500 ლარამდე ფარგლებში შეგიძლიათ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია ბილეთის ადგილსა და კატეგორიაზე. 18 ლარიანი ბილეთები შედარებით იაფად, ხოლო 75 ლარიანი ბილეთები გაცილებით ძვირად იყიდება.

ბილეთების "გადამყიდველები" ამბობენ, რომ სუპერთასის მატჩის ბილეთების ფასმა შესაძლოა, თამაშის დაწყების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მოიმატოს (იხილეთ ფარულად გადაღებული კადრები)

რედაქცია: მეტი ინფორმაციისთვის გამოიყენეთ თეგი #სუპერთასი

"საქპატენტი" კი აღნიშნავს, რომ გადამყიდველები გასაყიდი ობიექტის ღირებულების ოთხმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. "უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია საქართველოს შსს-სა და თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტშიც," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე აცხადებს, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბილეთების გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

"სტადიონის გარშემო ამჟამად მობილიზებულია ზედამხედველობის სამსახური, საქპატენტი და საპატრულო პოლიცია. ჩვენ ვცდილობთ არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. რაც შეეხება თბილისის მასშტაბით ბილეთების გადაყიდვის ფაქტებს, მაგის გაკონტროლება საკმაოდ ძნელია. ჩვენთან სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა," - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია