საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს "დინამო არენაზე" : შსს ასობით პოლიციელის მობილიზებას ახდენს
რამდენი პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს "დინამო არენაზე" : შსს ასობით პოლიციელის მობილიზებას ახდენს

დღე­ვან­დელ სუ­პერ­თას­ზე უსაფრ­თხო­ე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს. რო­გორც AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სტა­დი­ონ­სა და სტა­დი­ო­ნის ირ­გვლივ გან­ლაგ­დე­ბი­ან. სულ მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1000-მდე პო­ლი­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და­ა­რე­გუ­ლი­რებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც, რო­მე­ლიც მატჩთან და­კავ­ში­რე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა.

11 აგ­ვის­ტოს, 18:00 სა­ა­თი­დან, თბი­ლის­ში, უეფა-ს სუ­პერ­თა­სის მატჩთან და­კავ­ში­რე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა იკ­რძა­ლე­ბა შემ­დეგ ქუ­ჩებ­ზე:

• მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს და ცა­ბა­ძის ქუ­ჩის კვე­თი­დან ცა­ბა­ძი­სა და თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩე­ბის კვე­თამ­დე (ცა­ბა­ძის ქუჩა სრუ­ლად და­ი­კე­ტე­ბა);

• წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის და­სა­წყი­სი­დან (N1-დან) ვა­ხუშ­ტის ქუ­ჩის კვე­თამ­დე;

• და­ი­კე­ტე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი. კერ­ძოდ, თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რი­სა და დ.აღა­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის კვე­თი­დან დ.აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი­სა და ცა­ბა­ძის ქუ­ჩის კვე­თამ­დე;

• ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ვერ იმოძ­რა­ვე­ბენ და­ვით ყი­ფი­ა­ნი­სა და მეტ­რე­ვე­ლის ქუ­ჩებ­ზე;

• მოძ­რა­ო­ბა იკ­რძა­ლე­ბა თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რი­სა და მ.წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩის კვე­თი­დან წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­სა და წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის კვე­თამ­დე;

• მძღო­ლე­ბი ვერ იმოძ­რა­ვე­ბენ აბას­თუმ­ნის ქუ­ჩა­ზე.

შე­დე­გად, სრუ­ლად და­ი­კე­ტე­ბა პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნის - "დი­ნა­მო არე­ნას" მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა ქუ­ჩე­ბის გა­და­კეტვის დროს ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­სა და თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე.

უე­ფას გა­აჩ­ნია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა დაც­ვა და შეს­რუ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ში კი მკაც­რი წე­სე­ბი იმოქ­მე­დებს: მა­გა­ლი­თად, სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლა მხო­ლოდ ბი­ლეთ­ზე მი­თი­თე­ბულ სა­ა­თებ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გარ­და ამი­სა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა იმ შე­ზღუდ­ვე­ბის ნუს­ხა, რო­მე­ლიც გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს:

სტა­დი­ონ­ზე შეს­ვლი­სას, გულ­შე­მატ­კივ­რებს, შე­საძ­ლოა, მოს­თხო­ვონ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი (პას­პორ­ტი ან პი­რა­დო­ბის ბა­რა­თი). სტა­დი­ო­ნი­დან გა­სუ­ლი ბი­ლე­თე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არე­ნა­ზე აღარ და­იშ­ვე­ბი­ან;

დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, თა­მაშ­ზე დას­წრე­ბის დროს, თუ მა­ყუ­რე­ბელს მატ­ჩის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პირი (სტი­უ­არ­დი, დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი და ა.შ.) მოს­თხოვს ბი­ლეთს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა წარ­მო­ად­გი­ნოს ბი­ლე­თი სუ­რა­თის და ხელ­მო­წე­რის მქო­ნე პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთ­თან ერ­თად (პას­პორ­ტი ან პი­რა­დო­ბის ბა­რა­თი);

დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი, სტი­უ­არ­დე­ბი ან პო­ლი­ცია, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­ჩხრი­კოს ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის ტან­საც­მე­ლი და ნივ­თე­ბი, ტრი­ბუ­ნა­ზე რომ არ მოხ­ვდეს სა­ში­ში, აკ­რძა­ლუ­ლი ან არა­ნე­ბა­დარ­თუ­ლი სა­გა­ნი, რაც ბი­ლეთ­ზეც იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლი. ესე­ნია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ცივი ია­რა­ღი, შუ­შის და თუ­ნუ­ქის ჭურ­ჭე­ლი (ბოთ­ლი, ქილა და ა.შ.), ზო­მა­ზე დიდი (2მX1.5მ) ბა­ნე­რე­ბი და დრო­შე­ბი; მე­გა­ფო­ნი ან გა­ზის საყ­ვი­რე­ბი; პი­რო­ტექ­ნი­კა და სხვა სა­ხის აა­ლე­ბა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი; ლა­ზე­რუ­ლი სა­ნა­თე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის და ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყოს;

სტა­დი­ო­ნის შიგ­ნით მკაც­რად იკ­რძა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი ან ბი­ლე­თის სხვა კა­ტე­გო­რი­ის ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა და ამ ად­გი­ლებ­ზე შეს­ვლა/შეღ­წე­ვა. ასე­ვე, არ შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუდ­ვა ან უსაქ­მოდ დგო­მა მა­ყუ­რებ­ლის ზო­ნებ­ში, სა­ა­ვა­რიო გა­მო­სას­ვლე­ლე­ბის ბი­ლი­კებ­ზე და გზებ­ზე, შე­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლებ­ში და საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც, შე­საძ­ლოა, ვინ­მეს საფრ­თხე შე­უქ­მნას. რაც შე­ე­ხე­ბა ხალ­ხის გა­სას­ვლელ ზო­ნებ­ში შეჯ­გუ­ფე­ბას, ამა­ზე მი­ნი­მუმ სას­ტიკ შე­ნიშ­ვნას და­იმ­სა­ხუ­რებთ;

კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა სკამ­ზე დგო­მა და, რაც მთა­ვა­რია, პო­ლი­ტი­კუ­რი, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ან სხვა სა­ხის გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა თუ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ატ­რი­ბუ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, მო­ე­დან­ზე ან სარ­ბენ ბი­ლი­კებ­ზე შეს­ვლა (და ძვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, ვინ­მეს ფე­ხებ­ზე მთხვე­ვა, მო­ფე­რე­ბა და ასე შემ­დეგ);

დღეს, თბი­ლი­სის დრო­ით 22:45 სა­ათ­ზე, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე", ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სის მატჩში "ბარ­სე­ლო­ნა" და "სე­ვი­ლია" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

რამდენი პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს "დინამო არენაზე" : შსს ასობით პოლიციელის მობილიზებას ახდენს

რამდენი პოლიციელი დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს "დინამო არენაზე" : შსს ასობით პოლიციელის მობილიზებას ახდენს

დღევანდელ სუპერთასზე უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, პოლიციელები სტადიონსა და სტადიონის ირგვლივ განლაგდებიან. სულ მთელ ტერიტორიაზე 1000-მდე პოლიციელი იქნება მობილიზებული. გარდა ამისა, თბილისის ქუჩებში საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს საავტომობილო გადაადგილებასაც, რომელიც მატჩთან დაკავშირებით შეიზღუდება.

11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:

• მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);

• წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

• დაიკეტება აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

• ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

• მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

• მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

შედეგად, სრულად დაიკეტება პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - "დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

უეფას გააჩნია რეგულაციები, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა. დღევანდელ შეხვედრაში კი მკაცრი წესები იმოქმედებს: მაგალითად, სტადიონზე შესვლა მხოლოდ ბილეთზე მითითებულ საათებში იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა იმ შეზღუდვების ნუსხა, რომელიც გულშემატკივარმა უნდა გაითვალისწინოს:

სტადიონზე შესვლისას, გულშემატკივრებს, შესაძლოა, მოსთხოვონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პასპორტი ან პირადობის ბარათი). სტადიონიდან გასული ბილეთების მფლობელები არენაზე აღარ დაიშვებიან;

დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, თამაშზე დასწრების დროს, თუ მაყურებელს მატჩის ორგანიზატორთა წარმომადგენელი ნებისმიერი პირი (სტიუარდი, დაცვის პერსონალი და ა.შ.) მოსთხოვს ბილეთს, ვალდებულებაა წარმოადგინოს ბილეთი სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (პასპორტი ან პირადობის ბარათი);

დაცვის პერსონალი, სტიუარდები ან პოლიცია, უფლებამოსილია გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და ნივთები, ტრიბუნაზე რომ არ მოხვდეს საშიში, აკრძალული ან არანებადართული საგანი, რაც ბილეთზეც იქნება გამოსახული. ესენია ნებისმიერი სახის ცივი იარაღი, შუშის და თუნუქის ჭურჭელი (ბოთლი, ქილა და ა.შ.), ზომაზე დიდი (2მX1.5მ) ბანერები და დროშები; მეგაფონი ან გაზის საყვირები; პიროტექნიკა და სხვა სახის აალებადი საშუალებები; ლაზერული სანათები და ნებისმიერი საგანი, რომელიც მაყურებლის და ღონისძიების მონაწილეთათვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს;

სტადიონის შიგნით მკაცრად იკრძალება საზოგადოებისთვის დახურული ან ბილეთის სხვა კატეგორიის ადგილების დაკავება და ამ ადგილებზე შესვლა/შეღწევა. ასევე, არ შეიძლება შეზღუდვა ან უსაქმოდ დგომა მაყურებლის ზონებში, საავარიო გამოსასვლელების ბილიკებზე და გზებზე, შესასვლელ-გამოსასვლელებში და საქციელი, რომელმაც, შესაძლოა, ვინმეს საფრთხე შეუქმნას. რაც შეეხება ხალხის გასასვლელ ზონებში შეჯგუფებას, ამაზე მინიმუმ სასტიკ შენიშვნას დაიმსახურებთ;

კატეგორიულად არ შეიძლება სკამზე დგომა და, რაც მთავარია, პოლიტიკური, დისკრიმინაციული ან სხვა სახის განცხადებებისა თუ შეურაცხმყოფელი ატრიბუტიკის გამოყენება, მოედანზე ან სარბენ ბილიკებზე შესვლა (და ძველი გამოცდილებიდან, ვინმეს ფეხებზე მთხვევა, მოფერება და ასე შემდეგ);

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "დინამო არენაზე", ევროპის სუპერთასის მატჩში "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია