ესპანეთში ტრადიციული, სადღესასწაულო ხარების რბოლის დროს ქალაქ ვილიასეკა და პა საგრაში მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ცდილობდა მორბენალი ცხოველების ფონზე სელფი გადაეღო. ტრაგიკული ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. 32 წლის მამაკაცი ცდილობდა ვიდეოზე გადაეღო, თუ როგორ გაურბოდა ხარებს, თუმცა ვერ შენიშნა, რომ ერთ-ერთი განრისხებული ცხოველი მას უახლოვდებოდა.
ხარმა მამაკაცს რქები კისერსა და მხარში გაუყარა, რამდენჯერმე ააგდო მაღლა და შემდეგ სიკვდილამდე ურტყამდა რქებს. დაზარალებული უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. როგორც გაირკვა, ხარმა რქებით მამაკაცს არტერია დაუზიანა. მომხდარის შემდეგ ქალაქში ყველა სადღესასწაულო ღონისძიება შეაჩერეს, რომელთა გამართვაც მთელი კვირის განმავლობაში იყო დაგეგმილი.