პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სილკნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" გაერთიანების საფრთხე: "იქმნება უზარმაზარი მონოპოლიური მონსტრი, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს უკარნახებს"
"სილკნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" გაერთიანების საფრთხე: "იქმნება უზარმაზარი მონოპოლიური მონსტრი, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს უკარნახებს"

გა­ერ­თი­ან­დე­ბა თუ არა "სილ­ქნე­ტი" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი"? დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც ამ ორი კომ­პა­ნი­ის შერ­წყმის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლე­ბენ. სწო­რედ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ. თუ "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" შერ­წყმის სა­კი­თხი და­დე­ბი­თად გა­და­წყდა, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი არის თუ არა ფა­სე­ბის მა­ტე­ბა? რო­გორც AMBEBI.GE-ს "სილ­ქნე­ტის" პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამა­ზე ჯერ სა­უ­ბა­რი არ არის.

"ეს არის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც შე­ვი­და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში, დღეს უნდა იმ­სჯე­ლოს კო­მი­სი­ამ ამის თა­ო­ბა­ზე. ამი­ტო­მაც ჩვენ ცალ­მხრი­ვად გან­მარ­ტე­ბას ვერ გა­ვა­კე­თებთ", - გა­ნა­ცხა­დეს "სილ­ქნე­ტის" პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ხოლო "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი­სა და სილ­ქნე­ტის შერ­წყმის და­საშ­ვე­ბო­ბი­სა და მისი შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის პო­ზი­ცი­ის წი­ნას­წარ გა­გე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა და მის­მა პარტნი­ო­რებ­მა გა­და­წყვი­ტონ სილ­ქნეტ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით".

ექ­სპერტ ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ი­ას თქმით, "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს წარ­მო­შობს. კერ­ძოდ, ამ დრომ­დე მომ­ხმა­რე­ბელს ჰქონ­და არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მო­მა­ვალ­ში კი არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა.

"ეს არის ორი ძლი­ე­რი კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც ქმნი­და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მოს და რო­მე­ლიც აი­ძუ­ლებ­და ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, დღეს კი ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბი­ან. ეს არის სა­ში­ში მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. იქ­მნე­ბა უზარ­მა­ზა­რი მო­ნო­პო­ლი­უ­რი მონ­სტრი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვის პი­რო­ბებს უკარ­ნა­ხებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნო­პო­ლი­ე­ბი ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა. ეს კი იყო ერ­თა­დერ­თი დარ­გი, სა­დაც ორი ძალა ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბო­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მეტ­ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლი იყო", - ფიქ­რობს ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია.

მი­სი­ვე თქმით, სა­ეჭ­ვოა ის ფაქ­ტი, თუ ვინ შე­მო­დის ბა­ზარ­ზე ამ ორი კომ­პა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად:

"მე არ ვიცი, თუ ვინ არის "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" მე­პატ­რო­ნე. სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი არის, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან და ამით მა­ლა­ვენ სა­კუ­თარ კვალს. ინ­ტერ­ნე­ტი არის მო­მავ­ლის ტე­ლე­ვი­ზია, მო­მავ­ლის იდე­ო­ლო­გია, მო­მავ­ლის არ­ჩევ­ნე­ბი. ამი­ტო­მაც ჩემი აზ­რით, ეს არის ნათ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი თემა. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის საქ­მის კურ­სში, ხომ არ გვე­მუქ­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნო­პო­ლიზ­მი. რა იმა­ლე­ბა ფარ­დის უკან? ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა იყოს სა­ჯა­რო".

"სილ­ქნეტ­მა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა" რამ­დე­ნი­მე თვის წინ ერ­თობ­ლი­ვად გა­ზარ­დეს ფა­სე­ბი. ამის მი­ზე­ზად ერთი მხრივ, ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია და ბა­ზარ­ზე შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და­სა­ხელ­და. გაძ­ვირ­დე­ბა თუ არა ისევ ინ­ტერ­ნე­ტი, ეს მას შემ­დეგ გა­ირ­კე­ვე­ვა, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი კომ­პა­ნია გა­ერ­თი­ან­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით რო­გორც "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, "სილ­ქნეტ­სა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს" შო­რის შერ­წყმის და აქ­ტი­ვე­ბის ნას­ყი­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე რა­ი­მე შე­თან­ხმე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი არ არის.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სილკნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" გაერთიანების საფრთხე: "იქმნება უზარმაზარი მონოპოლიური მონსტრი, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს უკარნახებს"

"სილკნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" გაერთიანების საფრთხე: "იქმნება უზარმაზარი მონოპოლიური მონსტრი, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს უკარნახებს"

გაერთიანდება თუ არა "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი"? დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც ამ ორი კომპანიის შერწყმის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იმსჯელებენ. სწორედ მარეგულირებლის თანხმობაა საჭირო იმისათვის, რომ კომპანიები გაერთიანდნენ. თუ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმის საკითხი დადებითად გადაწყდა, როგორ აისახება ეს ინტერნეტ-მომხმარებელზე და მოსალოდნელი არის თუ არა ფასების მატება? როგორც AMBEBI.GE-ს "სილქნეტის" პრესსამსახურში განუცხადეს, ამაზე ჯერ საუბარი არ არის.

"ეს არის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შევიდა მარეგულირებელში, დღეს უნდა იმსჯელოს კომისიამ ამის თაობაზე. ამიტომაც ჩვენ ცალმხრივად განმარტებას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადეს "სილქნეტის" პრესსამსახურში.

ხოლო "კავკასუს ონლაინის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "კავკასუს ონლაინისა და სილქნეტის შერწყმის დასაშვებობისა და მისი შედეგების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციის წინასწარ გაგება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კავკასუს ონლაინმა და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ სილქნეტთან მოლაპარაკებების დაწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას თქმით, "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" გაერთიანება მომავალში სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. კერძოდ, ამ დრომდე მომხმარებელს ჰქონდა არჩევანის შესაძლებლობა. მომავალში კი არსებობს საშიშროება, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ იქნება.

"ეს არის ორი ძლიერი კომპანია ბაზარზე, რომელიც ქმნიდა საკმაოდ სერიოზულ კონკურენტულ გარემოს და რომელიც აიძულებდა ამ სფეროს განვითარებულიყო, დღეს კი ისინი ერთიანდებიან. ეს არის საშიში მომხმარებლისთვის. იქმნება უზარმაზარი მონოპოლიური მონსტრი, რომელიც მომხმარებელს თავის პირობებს უკარნახებს. საქართველოში მონოპოლიები ძალიან მომრავლდა. ეს კი იყო ერთადერთი დარგი, სადაც ორი ძალა ერთმანეთს უპირისპირდებოდა, მომხმარებელი მეტნაკლებად დაცული იყო", - ფიქრობს ემზარ ჯგერენაია.

მისივე თქმით, საეჭვოა ის ფაქტი, თუ ვინ შემოდის ბაზარზე ამ ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად:

"მე არ ვიცი, თუ ვინ არის "კავკასუს ონლაინის" მეპატრონე. სერიოზული ეჭვი არის, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამით მალავენ საკუთარ კვალს. ინტერნეტი არის მომავლის ტელევიზია, მომავლის იდეოლოგია, მომავლის არჩევნები. ამიტომაც ჩემი აზრით, ეს არის ნათლად პოლიტიკური თემა. იმ შემთხვევაშიც კი თუ დღევანდელი ხელისუფლება არის საქმის კურსში, ხომ არ გვემუქრება პოლიტიკური მონოპოლიზმი. რა იმალება ფარდის უკან? ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო".

"სილქნეტმა" და "კავკასუს ონლაინმა" რამდენიმე თვის წინ ერთობლივად გაზარდეს ფასები. ამის მიზეზად ერთი მხრივ, ლარის დევალვაცია და ბაზარზე შექმნილი ეკონომიკური ვითარება დასახელდა. გაძვირდება თუ არა ისევ ინტერნეტი, ეს მას შემდეგ გაირკევევა, რაც აღნიშნული ორი კომპანია გაერთიანდება. ჯერჯერობით როგორც "კავკასუს ონლაინის" პრესსამსახურში აცხადებენ, "სილქნეტსა" და "კავკასუს ონლაინს" შორის შერწყმის და აქტივების ნასყიდობასთან დაკავშირებით იურიდიული ძალის მქონე რაიმე შეთანხმება გაფორმებული არ არის.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია