სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
XX საუკუნის რჩეული ქართველი გამომგონებელი
XX საუკუნის რჩეული ქართველი გამომგონებელი

ბო­რის რჩე­უ­ლო­ვი (რჩე­უ­ლი) - ამ უც­ნა­უ­რი გვა­რით შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ჩამ­წე­რის სის­ტე­მა შექ­მნა და 1924 წლის 15 სექ­ტემ­ბერს და­ა­პა­ტენ­ტა. მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

ბო­რი­სი 1899 წელს, ტიფ­ლის­ში პირ­ვე­ლი კავ­კა­სი­უ­რი სა­სან­გრე ბა­ტა­ლი­ო­ნის შტაბს-კა­პი­ტან ალექ­სან­დრე გრი­გო­ლის ძე რჩე­უ­ლო­ვის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი ნათ­ლია ოპე­რის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, ფე­ო­დორ შა­ლი­ა­პი­ნი გახ­ლდათ. რჩე­უ­ლო­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ცნო­ბი­ლია, რომ შა­ლი­ა­პი­ნი ნათ­ლულს არ ივი­წყებ­და და სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და სა­ჩუქ­რებს და პორ­ტრე­ტებს თა­ვი­სი ავ­ტოგ­რა­ფით. სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო სფე­რო­ში მი­ღე­ბულ­მა კარ­გმა გა­ნათ­ლე­ბამ გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­ნე­ბის მქო­ნე ყმაწ­ვილ­ში გა­მომ­გო­ნებ­ლის ნიჭი გა­აღ­ვი­ვა და ბო­რის­მა თა­ვის მო­მა­ვალ სპე­ცი­ა­ლო­ბად ფი­ზი­კა აირ­ჩია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­რის­მა სწავ­ლა პე­ტერ­ბურ­გის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­ნაგ­რძო, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბის გამო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვი­ეს. 1918-1920 წლებ­ში ის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, ამა­ვე დროს ფო­ტო­კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ბი­უ­რო­საც უძღვე­ბო­და. ამ პე­რი­ოდს ეკუთ­ვნის მისი პირ­ვე­ლი გა­მო­გო­ნე­ბა - "მო­ლა­პა­რა­კე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი". შე­მო­ნა­ხუ­ლია გა­მო­გო­ნე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბა, რო­მე­ლიც 1919 წლის 10 დე­კემ­ბრი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პირ­ვე­ლი ხმო­ვა­ნი კი­ნო­თე­ატ­რი ლე­ნინ­გრად­ში, პრო­ფე­სორ ა. შო­რი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლი აპა­რა­ტუ­რით, მხო­ლოდ 1929 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­იხ­სნა.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

XX საუკუნის რჩეული ქართველი გამომგონებელი

XX საუკუნის რჩეული ქართველი გამომგონებელი

ბორის რჩეულოვი (რჩეული) - ამ უცნაური გვარით შევიდა ისტორიაში გამომგონებელი, რომელმაც პირველი ვიდეომაგნიტური ჩამწერის სისტემა შექმნა და 1924 წლის 15 სექტემბერს დააპატენტა. მისი ნამდვილი გვარი რჩეულიშვილი გახლდათ.

ბორისი 1899 წელს, ტიფლისში პირველი კავკასიური სასანგრე ბატალიონის შტაბს-კაპიტან ალექსანდრე გრიგოლის ძე რჩეულოვის ოჯახში დაიბადა. მისი ნათლია ოპერის ცნობილი მომღერალი, ფეოდორ შალიაპინი გახლდათ. რჩეულოვის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ შალიაპინი ნათლულს არ ივიწყებდა და სისტემატურად უგზავნიდა საჩუქრებს და პორტრეტებს თავისი ავტოგრაფით. საბუნებისმეტყველო სფეროში მიღებულმა კარგმა განათლებამ გამორჩეული გონების მქონე ყმაწვილში გამომგონებლის ნიჭი გააღვივა და ბორისმა თავის მომავალ სპეციალობად ფიზიკა აირჩია.

მოგვიანებით ბორისმა სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო, მაგრამ სამოქალაქო ომის დაწყების გამო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1918-1920 წლებში ის სახელოსნოების უფროსის მოვალეობას ასრულებდა, ამავე დროს ფოტოკინემატოგრაფიის ბიუროსაც უძღვებოდა. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი გამოგონება - "მოლაპარაკე კინემატოგრაფი". შემონახულია გამოგონების აღწერილობა, რომელიც 1919 წლის 10 დეკემბრითაა დათარიღებული. მიუხედავად ამისა, პირველი ხმოვანი კინოთეატრი ლენინგრადში, პროფესორ ა. შორინის ხელმძღვანელობით შექმნილი აპარატურით, მხოლოდ 1929 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია