პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი კარბელაშვილის შესახებ: სკანდალური დეპუტატის პირადი ცხოვრება და დეკლარირებული ქონება
ყველაფერი კარბელაშვილის შესახებ: სკანდალური დეპუტატის პირადი ცხოვრება და დეკლარირებული ქონება

თე­მის გა­ნახ­ლე­ბა| ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ტალ­ღა გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ: რო­გორ აფა­სე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთვრა­ლი დე­პუ­ტა­ტის სკან­დალს

დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად, მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და. AMBEBI.GE დე­პუ­ტა­ტის პი­რა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­თა და ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­და.

ჰყავს მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე პა­პა­ვა და ორი შვი­ლი - ან­დრია და იავ­ნა­ნა კარ­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბი. დე­პუ­ტატ­მა ქა­ლიშ­ვილს იავ­ნა­ნა დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია რამ­დე­ნი­მე მი­წის ნაკ­ვე­თი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში და ქვიშ­ხეთ­ში. წყვი­ლი ასე­ვე ფლობს ედ­მონდ კა­ლან­და­ძის და ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ძვი­რა­დღი­რე­ბულ ტი­ლო­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ის კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ინ­ჟი­ნე­რია. 1979 წელს ტე­ლე­რა­დი­ო­კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და ელექტრო­მე­ქა­ნი­კო­სად. 1980 წელს თბი­ლი­სის სა­ტე­ლე­ფო­ნო კვან­ძში გა­და­ვი­და, 1983 წლი­დან რა­დი­ო­ფი­კა­ცი­ის რეს­პუბ­ლი­კურ კვან­ძში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე, ელექტრო­მე­ქა­ნი­კო­სად, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, უფ­რო­სი ინ­ჟინ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც მი­აღ­წია.

1990-1992 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ვი­და ელექტრო­კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სად. მუ­შა­ო­ბა 1996 წელს გა­ნა­ახ­ლა და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ტე­ლე­ნე­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტიც ეკა­ვა. 1998 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ფოს­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც გახ­და. 2002 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო; 2004 წლის თე­ბერ­ვლი­დან "სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­და. 2008 წლის ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, 2009 წლის მარ­ტი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც გახ­და; 2009 წლის სექ­ტემ­ბრი­დან კი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო. 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ის კენ­ჭს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიით ვა­კის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად იყ­რი­და, თუმ­ცა არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ცი­ხის კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბამ მისი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ცი­ხე­ში ყოფ­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ყველაფერი კარბელაშვილის შესახებ: სკანდალური დეპუტატის პირადი ცხოვრება და დეკლარირებული ქონება

ყველაფერი კარბელაშვილის შესახებ: სკანდალური დეპუტატის პირადი ცხოვრება და დეკლარირებული ქონება

თემის განახლება| ნეგატიური კომენტარების ტალღა გიორგი კარბელაშვილის წინააღმდეგ: როგორ აფასებენ მოქალაქეები მთვრალი დეპუტატის სკანდალს

დეპუტატი გიორგი კარბელაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად, მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. AMBEBI.GE დეპუტატის პირადი, პროფესიული ცხოვრებითა და ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.

ჰყავს მეუღლე ეკატერინე პაპავა და ორი შვილი - ანდრია და იავნანა კარბელაშვილები. დეპუტატმა ქალიშვილს იავნანა დედის პატივსაცემად დაარქვა. კარბელაშვილის მეუღლის საკუთრებაშია რამდენიმე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თბილისში და ქვიშხეთში. წყვილი ასევე ფლობს ედმონდ კალანდაძის და ლადო გუდიაშვილის ძვირადღირებულ ტილოებს.

რაც შეეხება მის პროფესიულ საქმიანობას, ის კავშირგაბმულობის ინჟინერია. 1979 წელს ტელერადიოკომიტეტში მუშაობდა ელექტრომექანიკოსად. 1980 წელს თბილისის სატელეფონო კვანძში გადავიდა, 1983 წლიდან რადიოფიკაციის რესპუბლიკურ კვანძში დაიწყო მუშაობა, ასევე, ელექტრომექანიკოსად, თუმცა, საბოლოოდ, უფროსი ინჟინრის თანამდებობასაც მიაღწია.

1990-1992 წლებში საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროში გადავიდა ელექტროკავშირგაბმულობის ინსპექციის უფროსად. მუშაობა 1996 წელს განაახლა და ორი წლის განმავლობაში „ტელენეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტიც ეკავა. 1998 წელს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილეც გახდა. 2002 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე იყო; 2004 წლის თებერვლიდან „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2008 წლის ივლისიდან დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2009 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც გახდა; 2009 წლის სექტემბრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. 2012 წლის არჩევნებზე ის კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სიით ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა, თუმცა არჩევნებში დამარცხდა. წინასაარჩევნოდ ციხის კადრების გასაჯაროვებამ მისი აღშფოთება გამოიწვია, საქმის გამოძიება და სოლიდარობის ნიშნად გამოძიების დასრულებამდე ციხეში ყოფნის სურვილი გამოთქვა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს