კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმეტის გამგებელი გათავისუფლებულ თანამშრომელს ხუთი თვე ხელფასს აძლევდა და პრემიაც ჩაურიცხა
ახმეტის გამგებელი გათავისუფლებულ თანამშრომელს ხუთი თვე ხელფასს აძლევდა და პრემიაც ჩაურიცხა

და­ვით ახალ­კა­ციშ­ვი­ლი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოჟი­ოს თემ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რწმუ­ნე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის ტრანსფორ­მა­ცი­ის გამო, ის გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა იმა­ვე სო­ფელ­ში. გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის ხელ­ფა­სი 970 ლა­რია.

2014 წლის დე­კემ­ბერ­ში გამ­გე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის დროს და­ვით ახალ­კა­ციშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი­ვე ეტა­პი (ტეს­ტი­რე­ბა) ვერ გა­და­ლა­ხა. ამის გამო, 2015 წლის 2 თე­ბერ­ვალს, ოჟი­ო­ში გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლად, გამ­გე­ბელ­მა ბექა ბა­ი­და­ურ­მა სხვა პირი და­ნიშ­ნა. და­ვით ახალ­კა­ციშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე კი გამ­გე­ბელს შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა არ გა­მო­უ­ცია.

ამის შე­დე­გად, გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის ერთ საშ­ტა­ტო ერ­თე­ულ­ზე ფორ­მა­ლუ­რად, ერ­თდრო­უ­ლად ორი პირი აღ­მოჩ­ნდა.

და­ვით ახალ­კა­ციშ­ვილს "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან" ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თე­ბერ­ვლი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ხელ­ფა­სი სრუ­ლად, 970 ლა­რის ოდე­ნო­ბით ერი­ცხე­ბო­და. უფრო მე­ტიც, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის 2015 წლის 6 აპ­რი­ლის N444-ე ბრძა­ნე­ბით, მას სა­აღ­დგო­მო პრე­მი­აც მი­ე­ცა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ხელ­ფა­სი და პრე­მია ერი­ცხე­ბო­და გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლად ლე­გი­ტი­მუ­რად და­ნიშ­ნულ პირს სოსო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­საც.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამ­ჟღავ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ფიქ­რი და­ი­წყეს და გა­მო­სა­ვა­ლიც ერ­თობ მარ­ტი­ვი მო­ი­ფიქ­რეს - 2 თე­ბერ­ვლის თა­რი­ღით შე­ად­გი­ნეს ბრძა­ნე­ბა და­ვით ახალ­კა­ციშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­რე­გის­ტრა­ციო ნო­მე­რიც შე­სა­ბა­მი­სი მი­ა­ნი­ჭეს (№73) და სა­კან­ცე­ლა­რიო ჟურ­ნალ­ში წი­ნას­წარ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლას "ჩა­ა­მა­ტეს", - ამ­ბობს იუ­რის­ტი გელა შა­ში­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ახმეტის გამგებელი გათავისუფლებულ თანამშრომელს ხუთი თვე ხელფასს აძლევდა და პრემიაც ჩაურიცხა

ახმეტის გამგებელი გათავისუფლებულ თანამშრომელს ხუთი თვე ხელფასს აძლევდა და პრემიაც ჩაურიცხა

დავით ახალკაციშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე ოჟიოს თემში წლების განმავლობაში მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რწმუნებულის თანამდებობის ტრანსფორმაციის გამო, ის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა იმავე სოფელში. გამგებლის წარმომადგენლის ხელფასი 970 ლარია.

2014 წლის დეკემბერში გამგეობაში ჩატარებული კონკურსის დროს დავით ახალკაციშვილმა პირველივე ეტაპი (ტესტირება) ვერ გადალახა. ამის გამო, 2015 წლის 2 თებერვალს, ოჟიოში გამგებლის წარმომადგენლად, გამგებელმა ბექა ბაიდაურმა სხვა პირი დანიშნა. დავით ახალკაციშვილის სამსახურიდან გათავისუფლებაზე კი გამგებელს შესაბამისი ბრძანება არ გამოუცია.

ამის შედეგად, გამგებლის წარმომადგენლის ერთ საშტატო ერთეულზე ფორმალურად, ერთდროულად ორი პირი აღმოჩნდა.

დავით ახალკაციშვილს "გათავისუფლებიდან" ხუთი თვის განმავლობაში, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, საბანკო ანგარიშზე ხელფასი სრულად, 970 ლარის ოდენობით ერიცხებოდა. უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 6 აპრილის N444-ე ბრძანებით, მას სააღდგომო პრემიაც მიეცა. ამავე პერიოდში ხელფასი და პრემია ერიცხებოდა გამგებლის წარმომადგენლად ლეგიტიმურად დანიშნულ პირს სოსო ჯავახიშვილსაც.

"აღნიშნული ფაქტის გამჟღავნებისთანავე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაშვებული სამართალდარღვევის გამოსწორებაზე ფიქრი დაიწყეს და გამოსავალიც ერთობ მარტივი მოიფიქრეს - 2 თებერვლის თარიღით შეადგინეს ბრძანება დავით ახალკაციშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სარეგისტრაციო ნომერიც შესაბამისი მიანიჭეს (№73) და საკანცელარიო ჟურნალში წინასწარ სპეციალურად გამოტოვებულ ადგილას "ჩაამატეს", - ამბობს იურისტი გელა შაშიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა