ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში პოლიციელი დაჭრეს. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინიტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გამოძახებაზე პოლიცია სოფელში გამოცხადდა. პოლიციელს ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა, რის შედეგადაც დაჭრილი თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ წუთებში კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ალვანში სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსი" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.