პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ურთულესი მეტოქე გვყავს" - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის წინასწარი შეფასებები ხვალინდელი მატჩის შესახებ
"ურთულესი მეტოქე გვყავს"  - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის წინასწარი შეფასებები ხვალინდელი მატჩის შესახებ

ურ­თუ­ლე­სი მე­ტო­ქე გვყავს, ვნა­ხოთ, რო­გორ ვი­თა­მა­შებთ და და­ვიმ­სა­ხუ­რებთ თუ არა გა­მარ­ჯვე­ბას შემ­დეგ მატჩში, - ამის შე­სა­ხებ დღეს, ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სის წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ბარ­სე­ლო­ნას" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ლუის ენ­რი­კემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ არის ფა­ვო­რი­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ვინ რას გა­ა­კე­თებს მო­ე­დან­ზე. "ხვალ რომ ამ თა­მაშს ვი­თა­მა­შებთ, იმის ნი­შა­ნია, რომ გა­სულ სე­ზონ­ში ბევ­რს მი­ვაღ­წი­ეთ. სუ­პერ­თა­სის მატჩში უძ­ლი­ე­რე­სი მე­ტო­ქე გვყავს. ვნა­ხოთ, რო­გორ ვი­თა­მა­შებთ და და­ვიმ­სა­ხუ­რებთ თუ არა გა­მარ­ჯვე­ბას. ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ არის ფა­ვო­რი­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ რას გა­ვა­კე­თებთ მო­ე­დან­ზე", - გა­ნა­ცხა­და ლუის ენ­რი­კემ.

კლუ­ბის კა­პიტ­ნის, ან­დრეს ინი­ეს­ტას თქმით, ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­ში "ბარ­სე­ლო­ნას­თვის" იქ­ნე­ბა რთუ­ლი. თუმ­ცა გუნდს საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

"ბევ­რს ჰგო­ნია, რომ იო­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ. მაგ­რამ ჩვენ ასე არ ვფიქ­რობთ. ხვალ ძლი­ე­რი მე­ტო­ქე გვყავს. ჩვენ მე­ტო­ქეს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობთ. ვი­ცით, რომ რთუ­ლი თა­მა­ში გვე­ლის, თუმ­ცა საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად", - გა­ნა­ცხა­და ინი­ეს­ტამ.

მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­თხვა და­უს­ვეს მე­სის­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინი­ეს­ტას თქმით, მე­სის გუნდში ყოფ­ნა წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი­აა და ამის წყა­ლო­ბით გუნდს ბოლო წლებ­ში ბევ­რი დიდი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და. ინი­ეს­ტა იმე­დოვ­ნებს, რომ ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში.

ინი­ეს­ტამ რჩე­ვა ქარ­თველ დამ­წყებ ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც მის­ცა. მისი თქმით, მონ­დო­მე­ბა, წარ­მა­ტე­ბის სურ­ვი­ლი არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის. "სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და­ჯე­რე­ბა, მონ­დო­მე­ბა, წარ­მა­ტე­ბის სურ­ვი­ლი, რაც არ უნდა რთუ­ლი იყოს, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა არის, მაგ­რამ მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა უნდა იყოს მათი გა­და­ლახ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ინი­ეს­ტამ.

კლუ­ბის კი­დევ ერთი ფეხ­ბურ­თე­ლის, დანი ალ­ვე­შის თქმით კი, კლუ­ბი მზად არის ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­შის­თვის. "მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, რომ კლუბს ახა­ლი თასი შევ­მა­ტოთ", - აღ­ნიშ­ნა ალ­ვე­შიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"ურთულესი მეტოქე გვყავს" - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის წინასწარი შეფასებები ხვალინდელი მატჩის შესახებ

"ურთულესი მეტოქე გვყავს"  - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის წინასწარი შეფასებები ხვალინდელი მატჩის შესახებ

ურთულესი მეტოქე გვყავს, ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ და დავიმსახურებთ თუ არა გამარჯვებას შემდეგ მატჩში, - ამის შესახებ დღეს, ევროპის სუპერთასის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ფავორიტი. მნიშვნელოვანია, თუ ვინ რას გააკეთებს მოედანზე. "ხვალ რომ ამ თამაშს ვითამაშებთ, იმის ნიშანია, რომ გასულ სეზონში ბევრს მივაღწიეთ. სუპერთასის მატჩში უძლიერესი მეტოქე გვყავს. ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ და დავიმსახურებთ თუ არა გამარჯვებას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი. მნიშვნელოვანია თუ რას გავაკეთებთ მოედანზე", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

კლუბის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას თქმით, ხვალინდელი თამაში "ბარსელონასთვის" იქნება რთული. თუმცა გუნდს საკმარისი გამოცდილება აქვს წარმატების მისაღწევად.

"ბევრს ჰგონია, რომ იოლად გავიმარჯვებთ. მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ხვალ ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენ მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცით, რომ რთული თამაში გველის, თუმცა საკმარისი გამოცდილება გვაქვს წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ინიესტამ.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მესისთან დაკავშირებით. ინიესტას თქმით, მესის გუნდში ყოფნა წარმატების გარანტიაა და ამის წყალობით გუნდს ბოლო წლებში ბევრი დიდი წარმატება ჰქონდა. ინიესტა იმედოვნებს, რომ ასევე გაგრძელდება მომავალში.

ინიესტამ რჩევა ქართველ დამწყებ ფეხბურთელებსაც მისცა. მისი თქმით, მონდომება, წარმატების სურვილი არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელისთვის. "საკუთარ შესაძლებლობებში დაჯერება, მონდომება, წარმატების სურვილი, რაც არ უნდა რთული იყოს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელისთვის. ბევრი დაბრკოლება არის, მაგრამ მთავარი გამოწვევა უნდა იყოს მათი გადალახვა", - განაცხადა ინიესტამ.

კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელის, დანი ალვეშის თქმით კი, კლუბი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. "მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კლუბს ახალი თასი შევმატოთ", - აღნიშნა ალვეშიმ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია