კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დინამო არენა" 20 მლნ-იანი რეაბილიტაციის შემდეგ - როგორ გამოიყურება სტადიონი, სადაც ხვალ მსოფლიო დონის მატჩი გაიმართება
"დინამო არენა" 20 მლნ-იანი რეაბილიტაციის შემდეგ - როგორ გამოიყურება სტადიონი, სადაც ხვალ მსოფლიო დონის მატჩი გაიმართება

თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "დი­ნა­მო არე­ნა" და­ათ­ვა­ლი­ე­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, სტა­დი­ო­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 20 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის სსიპ "ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით, სტა­დი­ონ­ზე სრუ­ლად შე­იც­ვა­ლა ტურ­ნი­კე­ტე­ბის, ტაბ­ლოს, გა­ნა­თე­ბის, გახ­მო­ვა­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი, პლასტმა­სის სკა­მე­ბი და ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­რე­მონტდა და კე­თილ­მო­ე­წყო მატჩზე უეფა-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი 3 ოფი­სი, გა­ნახ­ლდა მატ­ჩის მო­ნა­წი­ლე­თა გა­სახ­დე­ლე­ბი, დო­პინგ-კონ­ტრო­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ოთა­ხე­ბი და 52 ე.წ. "სკაი-ბოქ­სი" (პრი­ვა­ტუ­ლი ლოჟა). სტა­დი­ონ­ზე და­მონ­ტაჟ­და შშმ პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ლიფ­ტი, ასე­ვე პან­დუ­სი და გა­კეთ­და სკა­მე­ბი მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის­თვის. გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ "დი­ნა­მო არე­ნა" ისეა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თვის, რომ მას რე­გი­ონ­ში ანა­ლო­გი არ ჰყავს.

თბი­ლი­სის მე­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხდე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ყვე­ლა­ნა­ი­რი კე­თილ­მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­სი­ვე თქმით, სტა­დი­ო­ნი მო­მა­ვალ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და სხვა­დას­ხვა მატ­ჩის მას­პინ­ძლო­ბას.

"მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან გა­ვა­კე­თეთ რო­გორც სტა­დი­ო­ნის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ასე­ვე მთლი­ა­ნად გა­მო­იც­ვა­ლა და გა­კეთ­და ახა­ლი გა­ნა­თე­ბის, გახ­მო­ვა­ნე­ბის სის­ტე­მა, გა­კეთ­და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი IT სის­ტე­მა იმი­სათ­ვის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბა იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი. სტა­დი­ონ­ზე ასე­ვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ის ელე­მენ­ტე­ბი, რაც ადრე არ იყო. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სტა­დი­ო­ნის ადაპ­ტა­ცია შშმ პი­რე­ბის­თვის. ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რე­ბის­თვის ცალ­კე მი­სა­ღე­ბი ზონა, გა­კეთ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტრი­ბუ­ნა მე­დი­ის­თვის, სა­დაც აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან. ასე­ვე კო­მი­სი­ის ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ვას­რუ­ლეთ სტა­დი­ო­ნის ფა­სა­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და და კარ­გად ჯდე­ბა ამ უბ­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ნა­წილ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთლი­ა­ნად პა­სუ­ხობს დღეს სტა­დი­ო­ნი უეფა-ს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს და სტან­დარ­ტებს. მი­ხა­რია, რომ უეფა-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­და სტა­დი­ონ­თან მი­მარ­თე­ბით და ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ჩვენ შე­ვას­რუ­ლეთ, ხა­რის­ხი­ა­ნა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი. მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი თა­მა­შის მას­პინ­ძლო­ბას შევ­ძლებთ ამ სტა­დი­ონ­ზე. მი­ხა­რია, რომ სწო­რედ ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო და ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნი გვაქვს თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­დი­ო­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ასე­ვე, სრუ­ლად გა­მო­იც­ვა­ლა პლასტმა­სის სკა­მე­ბი. "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" და­მონ­ტაჟ­და იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია OMSI-ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი პლასტმა­სის სკა­მე­ბი, მოწ­ვე­უ­ლი (5000) და VIP-ლო­ჟის (500) სტუმ­რე­ბის­თვის ეს­პა­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის "DAPLAST"-ის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სკა­მე­ბი (სულ 53000) გა­კეთ­და. ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ჩვე­ულ ად­გილ­ზე მო­ე­წყო 130 პერ­სო­ნა­ზე გან­კუთ­ვნი­ლი გა­და­ხუ­რუ­ლი მე­დია-ზონა, ხოლო ტელე და რა­დიო-კო­მენ­ტა­ტო­რე­ბის­თვის მე­ო­რე ია­რუს­ზე 80 მა­გი­და გან­თავ­სდა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დინამო არენა" 20 მლნ-იანი რეაბილიტაციის შემდეგ - როგორ გამოიყურება სტადიონი, სადაც ხვალ მსოფლიო დონის მატჩი გაიმართება

"დინამო არენა" 20 მლნ-იანი რეაბილიტაციის შემდეგ - როგორ გამოიყურება სტადიონი, სადაც ხვალ მსოფლიო დონის მატჩი გაიმართება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული "დინამო არენა" დაათვალიერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მიერ შემუშავებული პროექტებით, სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.

"დინამო არენაზე" გარემონტდა და კეთილმოეწყო მატჩზე უეფა-ს წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. "სკაი-ბოქსი" (პრივატული ლოჟა). სტადიონზე დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე პანდუსი და გაკეთდა სკამები მათი თანმხლები პირებისთვის. განახლების შემდეგ "დინამო არენა" ისეა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ მას რეგიონში ანალოგი არ ჰყავს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხდებით, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, "დინამო არენაზე" ყველანაირი კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. მისივე თქმით, სტადიონი მომავალში თანამედროვე, განახლებული ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას და სხვადასხვა მატჩის მასპინძლობას.

"მიმდინარე წლის იანვრიდან გავაკეთეთ როგორც სტადიონის კონსტრუქციული მდგრადობის სამუშაოები, ასევე მთლიანად გამოიცვალა და გაკეთდა ახალი განათების, გახმოვანების სისტემა, გაკეთდა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი IT სისტემა იმისათვის, რომ თანამედროვე გადაცემის საშუალებებით მუშაობა იყოს შესაძლებელი. სტადიონზე ასევე გავითვალისწინეთ ის ელემენტები, რაც ადრე არ იყო. პირველ რიგში, ეს არის სტადიონის ადაპტაცია შშმ პირებისთვის. ასევე გავაკეთეთ სპეციალური სტუმრებისთვის ცალკე მისაღები ზონა, გაკეთდა თანამედროვე ტრიბუნა მედიისთვის, სადაც აკრედიტებული მედია საშუალებები მოხვდებიან. ასევე კომისიის ბოლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დავასრულეთ სტადიონის ფასადის სამუშაოები, რაც ძალიან ლამაზი გამოვიდა და კარგად ჯდება ამ უბნის განაშენიანების ნაწილში. აქედან გამომდინარე, მთლიანად პასუხობს დღეს სტადიონი უეფა-ს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს. მიხარია, რომ უეფა-ს წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ პოზიტიური შეფასებები გაკეთდა სტადიონთან მიმართებით და ის სამუშაოები, რაც ჩვენ შევასრულეთ, ხარისხიანადაა გაკეთებული. მომავალში ძალიან ბევრი თამაშის მასპინძლობას შევძლებთ ამ სტადიონზე. მიხარია, რომ სწორედ ჩვენი მმართველობის პერიოდში მოვახერხეთ ის, რომ საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია ჩაიდო და ამ ინვესტიციის ფარგლებში ჩვენ აბსოლუტურად განახლებული სტადიონი გვაქვს თავისი ისტორიული ღირებულების შენარჩუნებით", - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სტადიონის რეაბილიტაციის პროცესში, ასევე, სრულად გამოიცვალა პლასტმასის სკამები. "დინამო არენაზე" დამონტაჟდა იტალიური კომპანია OMSI-ის მიერ მოწოდებული პლასტმასის სკამები, მოწვეული (5000) და VIP-ლოჟის (500) სტუმრებისთვის ესპანური კომპანიის ''DAPLAST''-ის მიერ დამზადებული სკამები (სულ 53000) გაკეთდა. ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის ჩვეულ ადგილზე მოეწყო 130 პერსონაზე განკუთვნილი გადახურული მედია-ზონა, ხოლო ტელე და რადიო-კომენტატორებისთვის მეორე იარუსზე 80 მაგიდა განთავსდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია