პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარბელაშვილის სიმთვრალე სიმთვრალეა და გუბერნატორის მოადგილისა - არა?! - პატრულისთვის "ნაცები" მთვრალები არიან და "ქოცები" - არა?!
კარბელაშვილის სიმთვრალე სიმთვრალეა და გუბერნატორის მოადგილისა - არა?! - პატრულისთვის "ნაცები" მთვრალები არიან და "ქოცები" - არა?!

გუ­შინ სა­ღა­მოს დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც შსს-ს გან­ცხა­დე­ბით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და ავ­ტო­მო­ბილს, ამა­ვე გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, მან პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და მხო­ლოდ იმის გამო არ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­პა­ტიმ­რო­ში, რომ მას დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი იცავ­და. ცალ­სა­ხაა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის გამო ადა­მი­ა­ნი, ვინც არ უნდა იყოს, და­სა­ჯა­რი­მე­ბე­ლია, თუმ­ცა არის ერთი სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ე­ბა - ცოტა ხნის წინ, ქუ­თა­ის­ში, ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­თან, იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს, რო­მე­ლიც რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვილს პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­თხავ­დენ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, გივი ჭი­ჭი­ნა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნაც გა­მოჩ­ნდა. გუ­ბერ­ნა­ტო­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბო­და პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟის თა­ნამ­შრომ­ლებს, შემ­დეგ კი ის იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე სა­ჭეს­თან დაჯ­და და ხა­ხა­ლე­იშ­ვილ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­ვი­და.

სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია| პატ­რულ­მა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გა­ა­ჩე­რა და და­ინ­დო? - თვითმხილ­ვე­ლის მო­ნა­ყო­ლი და ფო­ტო­მა­სა­ლა

რა თქმა უნდა, იბა­დე­ბა კი­თხვა, კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის სი­მათ­ვრა­ლე სიმ­თვრა­ლეა და გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლი­სა - არა?! თუ ისევ წრე­ზე ვტრი­ალ­ბეთ და ის რაც ეპა­ტი­ე­ბა იუ­პი­ტერს, არ ეპა­ტი­ე­ბა ხარს ( 2012 წლამ­დე იუ­პი­ტე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო და ხარი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ახლა პი­რი­ქი­თაა)?!

ასე არა­თუ ვერ გავფრინ­დე­ბით, ნელ-ნელა გა­და­ად­გი­ლე­ბაც გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ხვალ-ზეგ აღარც კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ავან­გარ­დში და აღარც გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე იქ­ნე­ბა ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი, მაგ­რამ მათ მიერ იდე­ო­ლო­გი­ად ქცე­უ­ლი, ორ­მა­გი სტან­დარ­ტის ტყვე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

ისიც ორ­მა­გი სტან­დარ­ტია, რო­დე­საც აგ­რეთ­ვე დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავს "ძაღლს" უწო­დებს. გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, ანა­ლო­გი­უ­რი რომ მე გა­ვა­კე­თო, ასე­თი­ვე ლმო­ბი­ე­რი იქ­ნე­ბა პო­ლი­ცია და მხო­ლოდ მო­მის­მენს, თუ კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით იმოქ­მე­დებს (ეჭვი მაქვს, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­საც გა­და­ა­მე­ტებს და გვა­რი­ა­ნა­დაც მომ­დებს)?! ესეც ორ­მა­გი სტან­დარ­ტია და სხვა არა­ფე­რი.

და­კა­ვე­ბი­სას ბა­ტონ კარ­ბე­ლაშ­ვილს უთ­ქვამს, ქარ­თვე­ლი გმი­რის საფ­ლავ­ზე დავ­ლი­ეო. პა­პა­ჩე­მიც გმი­რი იყო, მარ­თა­ლია არა 2008 წლის მოვ­ლე­ნე­ბის, მაგ­რამ არა მგო­ნია ეს დი­დად ცვლი­დეს მო­ცე­მუ­ლო­ბას, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ყუმ­ბა­რის ნამ­სხვრე­ვე­ბი ჰქონ­და ფეხ­ში. ჰოდა, ერთ დღეს ბა­ბუ­ის საფ­ლავ­ზე დავ­ლიე და სახ­ლში გვი­ან ღა­მით ვბრუნ­დე­ბო­დი, პო­ლი­ცი­ამ და­მა­ჯა­რი­მა, რად­გან ნას­ვა­მი ხარ და დიდი ალ­ბა­თო­ბით წეს­რიგს და­აღ­ვე­ვო, კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე ფე­ხით მოვ­დი­ო­დი. ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ეს ხდე­ბო­და მა­შინ, როცა თქვენ იყა­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მა­შინ რა­ტომ­ღაც არ იყო გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი გმი­რის საფ­ლავ­ზე სას­მე­ლის და­ლე­ვა. თქვენ მი­ი­ღეთ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი კა­ნო­ნი, თუ ისევ ყბა­და­ღე­ბულ ორ­მაგ სტან­დრატს მი­ვა­დე­ქით?!

ქარ­თუ­ლი მულ­ტფილ­მია "კატა და ლომი", სა­დაც კატა ას­წავ­ლის ლომს ხეზე ას­ვლას, აქ ერთი პა­სა­ჟია, სა­დაც ლო­მის ბოკ­ვე­რი და­ა­შა­ვებს, მაგ­რამ სხვას სჯი­ან, ხოლო მეფე ამ­ბობს: "აბა ჩემ შვილს ხომ არ დავ­სჯი?!" სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ფრა­ზა დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია და კი­დევ უფრო სამ­წუ­ხა­რო ისაა, კარ­გა ხანს არ და­კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, ამა­სო­ბა­ში კი ევ­რო­პა არ წყვეტს გან­ვი­თა­რე­ბას და ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბა უფრო და უფრო იზ­რდე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძის სვე­ტი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კარბელაშვილის სიმთვრალე სიმთვრალეა და გუბერნატორის მოადგილისა - არა?! - პატრულისთვის "ნაცები" მთვრალები არიან და "ქოცები" - არა?!

კარბელაშვილის სიმთვრალე სიმთვრალეა და გუბერნატორის მოადგილისა - არა?! - პატრულისთვის "ნაცები" მთვრალები არიან და "ქოცები" - არა?!

გუშინ საღამოს დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი დააკავეს, რომელიც შსს-ს განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, ამავე განცხადების მიხედვით, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ იმის გამო არ გადაიყვანეს საპატიმროში, რომ მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავდა. ცალსახაა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, დასაჯარიმებელია, თუმცა არის ერთი საინტერესო გარემოება - ცოტა ხნის წინ, ქუთაისში, ყინულის მოედანთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს, რომელიც როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, იოსებ ხახალეიშვილს პატრულის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში კითხავდენ. შემთხვევის ადგილას იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ავტომანქანაც გამოჩნდა. გუბერნატორი რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა პატრულის ეკიპაჟის თანამშრომლებს, შემდეგ კი ის იოსებ ხახალეიშვილის ავტომანქანაზე საჭესთან დაჯდა და ხახალეიშვილთან ერთად შემთხვევის ადგილიდან გავიდა.

სრული ინფორმაცია| პატრულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მაღალჩინოსანი გააჩერა და დაინდო? - თვითმხილველის მონაყოლი და ფოტომასალა

რა თქმა უნდა, იბადება კითხვა, კარბელაშვილის სიმათვრალე სიმთვრალეა და გუბერნატორის მოადგილისა - არა?! თუ ისევ წრეზე ვტრიალბეთ და ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს ( 2012 წლამდე იუპიტერი "ნაციონალური მოძრაობა" იყო და ხარი "ქართული ოცნება", ახლა პირიქითაა)?!

ასე არათუ ვერ გავფრინდებით, ნელ-ნელა გადაადგილებაც გაგვიჭირდება. ხვალ-ზეგ აღარც კარბელაშვილი იქნება ქართული პოლიტიკის ავანგარდში და აღარც გუბერნატორის მოადგილე იქნება ხახალეიშვილი, მაგრამ მათ მიერ იდეოლოგიად ქცეული, ორმაგი სტანდარტის ტყვეობიდან თავის დაღწევა ძალიან რთული იქნება.

ისიც ორმაგი სტანდარტია, როდესაც აგრეთვე დეპუტატი გიორგი ბარამიძე, ქართველ სამართალდამცავს "ძაღლს" უწოდებს. გულწრფელად მაინტერესებს, ანალოგიური რომ მე გავაკეთო, ასეთივე ლმობიერი იქნება პოლიცია და მხოლოდ მომისმენს, თუ კანონის სრული დაცვით იმოქმედებს (ეჭვი მაქვს, ჩემს შემთხვევაში, კანონსაც გადაამეტებს და გვარიანადაც მომდებს)?! ესეც ორმაგი სტანდარტია და სხვა არაფერი.

დაკავებისას ბატონ კარბელაშვილს უთქვამს, ქართველი გმირის საფლავზე დავლიეო. პაპაჩემიც გმირი იყო, მართალია არა 2008 წლის მოვლენების, მაგრამ არა მგონია ეს დიდად ცვლიდეს მოცემულობას, სიცოცხლის ბოლომდე ყუმბარის ნამსხვრევები ჰქონდა ფეხში. ჰოდა, ერთ დღეს ბაბუის საფლავზე დავლიე და სახლში გვიან ღამით ვბრუნდებოდი, პოლიციამ დამაჯარიმა, რადგან ნასვამი ხარ და დიდი ალბათობით წესრიგს დააღვევო, კარბელაშვილისაგან განსხვავებით, მე ფეხით მოვდიოდი. ბატონო გიორგი, ეს ხდებოდა მაშინ, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში და მაშინ რატომღაც არ იყო გასამართლებელი გმირის საფლავზე სასმელის დალევა. თქვენ მიიღეთ გამამართლებელი კანონი, თუ ისევ ყბადაღებულ ორმაგ სტანდრატს მივადექით?!

ქართული მულტფილმია "კატა და ლომი", სადაც კატა ასწავლის ლომს ხეზე ასვლას, აქ ერთი პასაჟია, სადაც ლომის ბოკვერი დააშავებს, მაგრამ სხვას სჯიან, ხოლო მეფე ამბობს: "აბა ჩემ შვილს ხომ არ დავსჯი?!" სამწუხაროა, რომ ეს ფრაზა დღემდე აქტუალურია და კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, კარგა ხანს არ დაკარგავს აქტუალობას, ამასობაში კი ევროპა არ წყვეტს განვითარებას და ჩვენს შორის არსებული სხვაობა უფრო და უფრო იზრდება.

ლადო გოგოლაძის სვეტი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია