მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამან გამოიწვია პოლიციის შეხლა-შემოხლა კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან" - რას ყვება გოკა გაბაშვილი სკანდალურ ინციდენტზე
"ამან გამოიწვია პოლიციის შეხლა-შემოხლა კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან" - რას ყვება გოკა გაბაშვილი სკანდალურ ინციდენტზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი დე­პუ­ტატ გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს და­გეგ­მილ პრო­ვო­კა­ცი­ას უწო­დებს.

რო­გორც გა­ბაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რის და­ვით ბლი­ა­ძის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ სა­ღა­მო­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ის, რაც გუ­შინ მოხ­და, ყვე­ლა­ფე­რი ეს გვე­გო­ნე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­პო­ლი­ციო შე­მოწ­მე­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ცხა­დია, რომ ეს იყო და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია, რად­გან პო­ლი­ცია იყო არა უბ­რა­ლოდ შემ­მოწ­მე­ბე­ლი, არა­მედ ხაზ­გას­მით აგ­რე­სი­უ­ლი. რო­გორც ჩანს, მათ იცოდ­ნენ, რომ ეს სა­ღა­მო იმარ­თე­ბო­და და იქ იმ­ყო­ფე­ბო­და ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტი. აგ­რე­სი­უ­ლი იყო პო­ლი­ცია, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია შეხ­ლა-შე­მოხ­ლა გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვილ­სა და გმი­რის ბი­ძაშ­ვილ­თან. ამის შემ­დეგ ისი­ნი და­ა­კა­ვეს, მათ­ზე მო­ახ­დი­ნეს ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა, ძა­ლა­დო­ბა და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვარ­კვევ­დით, რა ხდე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტის ვიცე სპი­კე­რი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და იქ, რო­მე­ლიც არ შე­უშ­ვეს", - გა­ნა­ცხა­და გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტი არის აშ­კა­რა პრო­ვო­კა­ცია, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა.

"ეს არის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ; სა­მარ­ცხვი­ნო პრო­ვო­კა­ცი­აა, როცა საქ­მე ეხე­ბა ასეთ სა­ღა­მოს, როცა სა­უ­ბა­რია ჩვენს მებ­რძო­ლებ­ზე, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე. არა­ვინ არ ითხოვს პრი­ვი­ლე­გი­ებს, არა­ვინ არ ითხოვს, არ იყოს შე­მოწ­მე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, მაგ­რამ იქ აშ­კა­რა პრო­ვო­კა­ცია იყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და გა­ბაშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მო­ი­თხოვს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯას და ელ­გუ­ჯა ბლი­ა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით იხი­ლეთ თეგ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ამან გამოიწვია პოლიციის შეხლა-შემოხლა კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან" - რას ყვება გოკა გაბაშვილი სკანდალურ ინციდენტზე

"ამან გამოიწვია პოლიციის შეხლა-შემოხლა კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან" - რას ყვება გოკა გაბაშვილი სკანდალურ ინციდენტზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ინციდენტს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.

როგორც გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი კარბელაშვილი ომში დაღუპული გმირის დავით ბლიაძის მოსახსენიებელ საღამოზე იმყოფებოდა.

"ის, რაც გუშინ მოხდა, ყველაფერი ეს გვეგონებოდა ჩვეულებრივი საპოლიციო შემოწმება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან პოლიცია იყო არა უბრალოდ შემმოწმებელი, არამედ ხაზგასმით აგრესიული. როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, რომ ეს საღამო იმართებოდა და იქ იმყოფებოდა ჩვენი დეპუტატი. აგრესიული იყო პოლიცია, რომელმაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა გიორგი კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან. ამის შემდეგ ისინი დააკავეს, მათზე მოახდინეს ფიზიკური ზეწოლა, ძალადობა და მთელი ღამის განმავლობაში ვერ ვარკვევდით, რა ხდებოდა. პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ბარამიძე იმყოფებოდა იქ, რომელიც არ შეუშვეს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი არის აშკარა პროვოკაცია, უფლებამოსილების გადამეტება.

"ეს არის პროვოკაციები ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ; სამარცხვინო პროვოკაციაა, როცა საქმე ეხება ასეთ საღამოს, როცა საუბარია ჩვენს მებრძოლებზე, თანამებრძოლებზე. არავინ არ ითხოვს პრივილეგიებს, არავინ არ ითხოვს, არ იყოს შემოწმებული დეპუტატის გადაადგილება, მაგრამ იქ აშკარა პროვოკაცია იყო პოლიციელების მხრიდან", - განაცხადა გაბაშვილმა.

დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს საქმის გამოძიებას, დამნაშავე პოლიციელების დასჯას და ელგუჯა ბლიაძის გათავისუფლებას.

სრული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით იხილეთ თეგზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."