საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პატიობს და რას არ პატიობს კონსტიტუცია პარლამენტის წევრებს: იმუნიტეტი, გარანტიები და აკრძალვები
რას პატიობს და რას არ პატიობს კონსტიტუცია პარლამენტის წევრებს: იმუნიტეტი, გარანტიები და აკრძალვები

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის, თუ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის არა­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გას­ჩე­ნია და დღემ­დე უჩ­ნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­თხვა, არ­სე­ბობს თუ არა დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ქმე­დე­ბას აკონ­ტრო­ლებს, და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვერ და­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს იმუ­ნი­ტე­ტი.

გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის პატ­რულ­თან ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დე­პუ­ტა­ტი ქვიშ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გა­ა­ჩე­რეს, თუმ­ცა იმუ­ნი­ტე­ტის გამო ვერ და­ა­კა­ვეს, AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა წე­რია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­მარ­თალ­ში დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტის შე­სა­ხებ. ამა­ვე სტა­ტი­ა­ში იხი­ლავთ, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი აქვთ ქვეყ­ნის სა­კო­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს დე­პუ­ტა­ტებს.

დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი

დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტის არსი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ დე­პუ­ტა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ არ შე­იძ­ლე­ბა აღიძ­რას სა­სა­მარ­თლო საქ­მე მა­ში­ნაც კი, როცა მან ჩა­ი­დი­ნა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა, არა­თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დე­პუ­ტა­ტის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა, და­კა­ვე­ბა ან და­პა­ტიმ­რე­ბა, მისი ბი­ნის, მან­ქა­ნის, სა­მუ­შაო ად­გი­ლის და პი­რა­დი გა­ჩხრე­კა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბით. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მა დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტის მიღ­მა ტო­ვებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა მას წა­ას­წრე­ბენ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა ეც­ნო­ბოს პარ­ლა­მენტს. თუ პარ­ლა­მენ­ტი არ მის­ცემს თან­ხმო­ბას, პარ­ლა­მენ­ტის და­კა­ვე­ბუ­ლი ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი წევ­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს (მუხ­ლი 52).

ინ­დემ­ნი­ტე­ტი

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი­აა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ინ­დემ­ნი­ტე­ტი, რომ­ლის ში­ნა­არსში გუ­ლის­ხმო­ბენ:

1. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას იმ აზ­რე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც იგი გა­მოთ­ქვამს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს უფ­ლე­ბა აქვს ჩვე­ნე­ბა არ მის­ცეს იმ ფაქ­ტის გამო, რო­მე­ლიც მას გა­ან­დეს, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­ე­ცე­მა თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას პარ­ლა­მენ­ტში, თუ მის გა­რეთ გა­მოთ­ქმუ­ლი აზ­რე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის. რა თქმა უნდა, ინ­დემ­ნი­ტე­ტი არ მოქ­მე­დებს სა­ჯა­რო შე­უ­რა­ცხყო­ფის, ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დას­ჯა­დად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სხვა ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

2. ინ­დემ­ნი­ტე­ტის ში­ნა­არ­სი გუ­ლის­ხმობს დე­პუ­ტა­ტის გა­სამ­რჯე­ლოს. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ღე­ბუ­ლობს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ყო­ველ­თვი­ურ გა­სამ­რჯე­ლო­საც, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ხელ­ფას­სა და კა­ნო­ნით დად­გე­ნილ და­ნა­მა­ტებს. დე­პუ­ტატს აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბა ასე­ვე ხარ­ჯე­ბი, რო­მელ­საც იგი გა­ი­ღებს სა­დე­პუ­ტა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის გა­რან­ტი­ე­ბი

თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ეძ­ლე­ვა ცალ­კე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სა­თავ­სო. უფ­ლე­ბა აქვს უფა­სოდ ისარ­გებ­ლოს სხვა­დას­ხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, სამ­თავ­რო­ბო და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი და კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რან­ტი­ას ქმნის ზო­გა­დი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, "უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­თა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მის პი­რად უსაფრ­თხო­ე­ბას. დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის დაბ­რკო­ლე­ბა­თა შექ­მნა ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით" (მუხ­ლი 52.5-6).

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 53-ე მუხ­ლში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს უფ­ლე­ბა არა აქვს ეკა­ვოს რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ან ეწე­ო­დეს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვე­ლია. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს უფრო დე­ტა­ლუ­რად ეხე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის მე-9 მუხ­ლი, რო­მე­ლიც იმე­ო­რებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის აღ­ნიშ­ნულ დე­ბუ­ლე­ბას. ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი­სათ­ვის შე­თავ­სე­ბად საქ­მი­ა­ნო­ბად მი­იჩ­ნევს პარ­ტი­ულ, სა­მეც­ნი­ე­რო, პე­და­გო­გი­ურ და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას, თუ ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ფუნ­ქცი­ებს. ამ მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვი­სას მას შე­უ­წყდე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. კა­ნო­ნი, შე­უ­თავ­სებ­ლო­ბას­თან ერ­თად, ით­ვა­ლის­წი­ნებს ასე­ვე აურ­ჩევ­ლო­ბა­საც, რაც რე­გუ­ლირ­დე­ბა კა­ნო­ნის 36-ე მუხ­ლით.

1999 წლის 25 ივ­ნი­სის ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც ამ მუხლსაც შე­ე­ხო გა­ფარ­თოვ­და იმ პირ­თა წრე, რომ­ლე­ბიც არ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ულ იქ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ასე­თია:

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სამ­თავ­რო­ბო და სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რე­ბი, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, რა­ი­ო­ნის, ქა­ლა­ქის, ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის, რა­ი­ო­ნის ქა­ლა­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­სა და მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი (მდივ­ნე­ბი), სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა, თავ­დაც­ვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის დაზ­ვერ­ვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის ოფიც­რე­ბი, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და მათი თა­ნა­შემ­წე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს წევ­რე­ბი, (რომ­ლე­ბიც არ არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი), სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე­ე­ბი, აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის საბ­ჭოს, სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის სტან­დარ­ტე­ბის კო­მი­სი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი და სა­ფი­ნან­სო მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­როს თავ­მჯდო­მა­რე და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, თა­ნა­შემ­წე­ე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. ჩა­მოთ­ვლი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა წარ­დგე­ნილ იქ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად, თუ რე­გის­ტრა­ცი­ამ­დე არ და­ტო­ვე­ბენ და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას.

პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს კო­მი­ტე­ტის სხდო­მის გაც­დე­ნა შე­უძ­ლია მხო­ლოდ სა­პა­ტიო მი­ზე­ზით. თუ მას არ შე­უძ­ლია და­ეს­წროს სხდო­მას, ამის შე­სა­ხებ უნდა აც­ნო­ბოს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ან მო­ად­გი­ლეს. უფრო მე­ტიც, არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით სხდო­მის გაც­დე­ნი­სათ­ვის მის მი­მართ დგე­ბა დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. კერ­ძოდ, თუ იგი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გა­აც­დენს კო­მი­ტე­ტის ორ სხდო­მას, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის წარ­დგი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უცხა­დებს გაფრ­თხი­ლე­ბას. თუ გაფრ­თხი­ლე­ბი­დან ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ გა­აც­დენს ორ სხდო­მას, ამ შემ­თხვე­ვა­ში წევ­რს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ბრძა­ნე­ბით მო­ეხ­სნე­ბა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი კუთ­ვნი­ლი ერთი თვის თან­ხა.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას სა­დე­პუ­ტა­ტო ეთი­კა, ანუ მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი ნორ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლე­ბი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ში­და­სა­პარ­ლა­მენ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ამ მო­ვა­ლე­ო­ბის იუ­რი­დი­ულ ხა­სი­ათ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­თან ერ­თად, მე­ტყვე­ლებს მათი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა. კერ­ძოდ, მათი დარ­ღვე­ვი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა და­წეს­დეს დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტის ეთი­კის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რე აფრ­თხი­ლებს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, გაფრ­თხი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხდო­მის ოქ­მში შე­ტა­ნით, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი.

პარ­ლა­მენ­ტის რო­ლი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის, მისი გა­და­სა­წყვე­ტი სა­კი­თხე­ბის, ხოლო შე­სა­ბა­მი­სად დე­პუ­ტა­ტის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რას პატიობს და რას არ პატიობს კონსტიტუცია პარლამენტის წევრებს: იმუნიტეტი, გარანტიები და აკრძალვები

რას პატიობს და რას არ პატიობს კონსტიტუცია პარლამენტის წევრებს: იმუნიტეტი, გარანტიები და აკრძალვები

საქართველოს პარლამენტის წევრების პოლიტიკური მოღვაწეობის, თუ პირადი ცხოვრების არაერთ შემთხვევაში გასჩენია და დღემდე უჩნდება საზოგადოებას კითხვა, არსებობს თუ არა დეპუტატებისთვის კონსტიტუციით  განსაზღვრული ბარიერები, რომლებიც მათ ქმედებას აკონტროლებს, და რა სიტუაციაში ვერ დაიცავს საქართველოს პარლამენტის წევრს იმუნიტეტი.

გიორგი კარბელაშვილის პატრულთან ინციდენტის შემდეგ, როდესაც შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დეპუტატი ქვიშხეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს, თუმცა იმუნიტეტის გამო ვერ დააკავეს, AMBEBI.GE დაინტერესდა, რა წერია საქართველოს კონსტიტუციურ სამართალში დეპუტატის იმუნიტეტის შესახებ. ამავე სტატიაში იხილავთ, რა პრივილეგიები და აკრძალვები აქვთ ქვეყნის საკონონმდებლო ორგანოს დეპუტატებს.

დეპუტატის იმუნიტეტი

დეპუტატის იმუნიტეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეპუტატის წინააღმდეგ არ შეიძლება აღიძრას სასამართლო საქმე მაშინაც კი, როცა მან ჩაიდინა დასჯადი ქმედება, არათანამდებობრივი მოვალეობების შესრულების დროს. სხვადასხვა ქვეყანაში დეპუტატის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური მოცულობა განსხვავებულია.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის და პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. კონსტიტუციური ნორმა დეპუტატს იმუნიტეტის მიღმა ტოვებს იმ შემთხვევაში, როცა მას წაასწრებენ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამ შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს (მუხლი 52).

ინდემნიტეტი

პარლამენტის წევრის სტატუსის რეალიზაციის მნიშვნელოვანი გარანტიაა ეგრეთ წოდებული ინდემნიტეტი, რომლის შინაარსში გულისხმობენ:

1. პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას იმ აზრებისა და შეხედულებისათვის, რომელსაც იგი გამოთქვამს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დროს. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში, თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის. რა თქმა უნდა, ინდემნიტეტი არ მოქმედებს საჯარო შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადად გამოცხადებული სხვა ქმედებების ჩადენის შემთხვევაში.

2. ინდემნიტეტის შინაარსი გულისხმობს დეპუტატის გასამრჯელოს. პარლამენტის წევრი ღებულობს კანონით დადგენილ ყოველთვიურ გასამრჯელოსაც, რომელიც გულისხმობს ხელფასსა და კანონით დადგენილ დანამატებს. დეპუტატს აუნაზღაურდება ასევე ხარჯები, რომელსაც იგი გაიღებს სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებისას.

პარლამენტის წევრის გარანტიები

თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად პარლამენტის წევრს პარლამენტის შენობაში ეძლევა ცალკე სამსახურებრივი სათავსო. უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით, სამთავრობო და კავშირგაბმულობის სხვა სახეობებით. აღნიშნული და კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის ზოგადი კონსტიტუციური დებულებები, რომელთა მიხედვით, „უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებლად განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. დეპუტატის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“ (მუხლი 52.5-6).

პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. ამ კონსტიტუციური მოთხოვნების შეუსრულებლობა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. აღნიშნულ საკითხს უფრო დეტალურად ეხება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი, რომელიც იმეორებს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებას. ამასთან, პარლამენტის წევრისათვის შეთავსებად საქმიანობად მიიჩნევს პარტიულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ამ მოთხოვნათა დარღვევისას მას შეუწყდება უფლებამოსილება. კანონი, შეუთავსებლობასთან ერთად, ითვალისწინებს ასევე აურჩევლობასაც, რაც რეგულირდება კანონის 36-ე მუხლით.

1999 წლის 25 ივნისის ცვლილებებით, რომელიც ამ მუხლსაც შეეხო გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება არჩეულ იქნენ საქართველოს პარლამენტში, ასეთია:

საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის, რაიონის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (მდივნები), საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრები, მოსამართლეები და მათი თანაშემწეები, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები, (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები), საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები. ჩამოთვლილი თანამდებობის პირები არ შეიძლება წარდგენილ იქნენ პარლამენტის წევრობის კანდიდატად, თუ რეგისტრაციამდე არ დატოვებენ დაკავებულ თანამდებობას.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს კომიტეტის სხდომის გაცდენა შეუძლია მხოლოდ საპატიო მიზეზით. თუ მას არ შეუძლია დაესწროს სხდომას, ამის შესახებ უნდა აცნობოს კომიტეტის თავმჯდომარეს ან მოადგილეს. უფრო მეტიც, არასაპატიო მიზეზით სხდომის გაცდენისათვის მის მიმართ დგება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ, თუ იგი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს კომიტეტის ორ სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, უცხადებს გაფრთხილებას. თუ გაფრთხილებიდან ერთი თვის განმავლობაში კვლავ გააცდენს ორ სხდომას, ამ შემთხვევაში წევრს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მოეხსნება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის დადგენილი კუთვნილი ერთი თვის თანხა.

პარლამენტის წევრი ვალდებულია დაიცვას სადეპუტატო ეთიკა, ანუ მორალურ-ზნეობრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებითაც განისაზღვრება პარლამენტის წევრების შიდასაპარლამენტო ურთიერთობები. ამ მოვალეობის იურიდიულ ხასიათზე, საზოგადოებრივთან ერთად, მეტყველებს მათი უზრუნველყოფის სამართლებრივი ღონისძიებების არსებობა. კერძოდ, მათი დარღვევისათვის შეიძლება დაწესდეს დისციპლინური პასუხისმგებლობა. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატის ეთიკის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრს, გაფრთხილება შეიძლება სხდომის ოქმში შეტანით, განმეორების შემთხვევაში, მას შესაძლებელია დაატოვებინონ სხდომათა დარბაზი.

პარლამენტის როლისა და მნიშვნელობის, მისი გადასაწყვეტი საკითხების, ხოლო შესაბამისად დეპუტატის საპასუხისმგებლო საქმიანობის უზრუნველყოფისათვის დაწესებულია გარკვეული გარანტიები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."