პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი" - რა დეტალებს ამხელს აგვისტოს ომის დღეებზე დიმიტრი შაშკინი
"ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი" - რა დეტალებს ამხელს აგვისტოს ომის დღეებზე დიმიტრი შაშკინი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე დე­ტალ­ზე წერს.

"არა­სო­დეს არ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ 2008 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ხალ­ხი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ ეც­დე­ბა რუ­სე­თის გა­მარ­თლე­ბას ამ ომის­თვის. მაგ­რამ, მარ­თალს ამ­ბო­ბენ: არა­სო­დეს არ თქვა არა­სო­დეს. ჭკვი­ა­ნუ­რი სა­ხე­ე­ბით ეს ნა­ძირ­ლე­ბი ქა­და­გე­ბენ, რომ თურ­მე რუ­სეთ­მა გა­მო­ა­ჩი­ნა კე­თი­ლი ნება და 2008 წელს არ აიღო თბი­ლი­სი და ამის­თვის თურ­მე ჩვენ მუდ­მი­ვად მად­ლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ.

რუ­სე­თი გა­ა­ჩე­რა ქარ­თულ­მა ჯარ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რამ და აშშ-ს გა­დად­გმულ­მა კონ­კრე­ტულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა.

ბევ­რმა არ იცის, მაგ­რამ ერაყ­ში მყო­ფი ჩვე­ნი ბრი­გა­და თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო თვითფრი­ნა­ვე­ბით, რაც ომის პი­რო­ბებ­ში იყო პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა ამე­რი­კის მხრი­დან.

ბევ­რმა არ იცის, რომ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი რუ­სეთ­მა ვერ და­ბომ­ბა იმი­ტომ, რომ ასაფ­რენ ბი­ლი­კებ­ზე იდ­გნენ ამე­რი­კუ­ლი ჰერ­კუ­ლე­სე­ბი (სატ­ვირ­თო თვითფრი­ნა­ვე­ბი).

ბევ­რმა არ იცის, რომ მე-5 ფლო­ტის ფლაგ­მან­მა, რო­მე­ლიც შავ ზღვა­ში შე­მო­ვი­და, თა­ვი­სი რა­და­რე­ბით გა­ა­კონ­ტრო­ლა სა­ჰა­ე­რო სივ­რცე სამ­კუ­თხე­დით თბი­ლი­სი-მოს­კო­ვი-ვოლ­გოგ­რა­დი. და მის მიერ კონ­ტრო­ლე­ბა­დი სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი 8 ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის პო­ტენ­ცი­ალს.

ბევ­რმა არ იცის, რომ 14.08.08 იორ­და­ნი­ი­დან გა­მოფ­რე­ნილ ჰერ­კუ­ლე­სებს მოყ­ვე­ბო­და ავია გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი.

ბევ­რმა არ იცის, რომ ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის მე­თა­უ­რის ფრა­ზამ, რომ რუ­სუ­ლი თვითფრი­ნა­ვე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­უ­რო­ბა ქარ­თულ ცაში იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი რო­გორც იე­რი­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე, ჩა­კე­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე რუ­სუ­ლი თვითფრი­ნა­ვე­ბის­თვის.

ბევ­რმა არ იცის, რომ "აშშ-ს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მი­სი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში" ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აშშ-ს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გე­ი­ცი.

ამ დროს ისიც ბევ­რმა არ იცის, რომ რუ­სუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რა­ზე და ქარ­თვე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ზე და­ლო­ცა "ერ­თმორ­წმუ­ნე" ქვეყ­ნის პატ­რი­არ­ქმა...", - წერს შაშ­კი­ნი.

"ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი" - რა დეტალებს ამხელს აგვისტოს ომის დღეებზე დიმიტრი შაშკინი

"ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი" - რა დეტალებს ამხელს აგვისტოს ომის დღეებზე დიმიტრი შაშკინი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რამდენიმე დეტალზე წერს.

"არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში იქნება ხალხი, რომელიც საჯაროდ ეცდება რუსეთის გამართლებას ამ ომისთვის. მაგრამ, მართალს ამბობენ: არასოდეს არ თქვა არასოდეს. ჭკვიანური სახეებით ეს ნაძირლები ქადაგებენ, რომ თურმე რუსეთმა გამოაჩინა კეთილი ნება და 2008 წელს არ აიღო თბილისი და ამისთვის თურმე ჩვენ მუდმივად მადლიერები უნდა ვიყოთ.

რუსეთი გააჩერა ქართულმა ჯარმა, საერთაშორისო მხარდაჭერამ და აშშ-ს გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა.

ბევრმა არ იცის, მაგრამ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.

ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები).

ბევრმა არ იცის, რომ მე-5 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8 ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.

ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოყვებოდა ავია გამანადგურებლები.

ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.

ბევრმა არ იცის, რომ "აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში" ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიცი.

ამ დროს ისიც ბევრმა არ იცის, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოჭრაზე და ქართველების მკვლელობაზე დალოცა "ერთმორწმუნე" ქვეყნის პატრიარქმა...", - წერს შაშკინი.