პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ

"რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბი და­ვით დვა­ლი და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან, რო­მელ­საც "ლი­ბე­რა­ლი" სა­კუ­თარ ვებგ­ვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

მათი გან­ცხა­დე­ბით, "რუს­თა­ვი 2" არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მიერ მკაც­რად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, ას­რუ­ლებს მის პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას და სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს და­მო­უ­კე­დე­ბელ მე­დი­ას­თან. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბოლო დროს სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"-ის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გვი­კავ­შირ­დე­ბა, გვთხოვს კო­მენ­ტარს თუ პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით გან­ვა­ცხა­დოთ შემ­დე­გი. სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ერ­თა­დერთ გზას წარ­მო­ად­გენს.

იმე­დი გვაქვს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამჭვირ­ვა­ლე და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი. ის შეძ­ლებს გა­მო­ავ­ლი­ნოს და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს "რუს­თა­ვი2"-ის სა­ხით მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბის და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სის­ტე­მას, რო­მელ­საც 2004 წლი­დან სა­ხელ­მწი­ფო თან­მიმ­დევ­რუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებ­და. ამ პრო­ცეს­მა გა­დამ­ყვე­ტი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა დე­მოკ­რა­ტი­ას და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­დე­გად, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ნაც­ვლად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი პარ­ტი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა მი­ი­ღო. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის და პარ­ტი­უ­ლი ტე­რო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი, რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი, ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით.

ამო­რა­ლო­ბად მიგ­ვაჩ­ნია მცდე­ლო­ბა, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხრი­დან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა მიჩ­ქმა­ლულ იქ­ნას და გა­საღ­დეს რო­გორც თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა. ორ­მა­გად ცი­ნი­კუ­რია ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მოს­მე­ნა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ძალ-ღონე არ და­ი­შუ­რეს, რათა მო­ეს­პოთ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

მივ­მარ­თავთ ყვე­ლას - სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქარ­თულ და უცხო­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს - გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი რე­ა­ლო­ბას - დღეს "რუს­თა­ვი 2" არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მიერ მკაც­რად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზია, ას­რუ­ლებს მის პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას და სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს და­მო­უ­კე­დე­ბელ მე­დი­ას­თან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია აქი­მი­ძი­სა და დვა­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან, რომელსაც "ლიბერალი" საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

მათი განცხადებით, "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან. "ინტერპრესნიუსი" ყოფილი მფლობელების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დროს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გვიკავშირდება, გვთხოვს კომენტარს თუ პოზიციის დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ შემდეგი. სამართლებრივ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ის ჭეშმარიტების დადგენის და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზას წარმოადგენს.

იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს "რუსთავი2"-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით.

ამორალობად მიგვაჩნია მცდელობა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მედიასაშუალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მიჩქმალულ იქნას და გასაღდეს როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ორმაგად ცინიკურია ამგვარი განცხადებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა მოესპოთ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში.

მივმართავთ ყველას - საზოგადოებას, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს - გავუსწოროთ თვალი რეალობას - დღეს "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან", - აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."