მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის სანაპიროზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა
აფხაზეთის სანაპიროზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­რო­ზე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ abaza.tv-მ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და. რო­გორც სი­უ­ჟე­ტი­დან ირ­კვე­ვა, სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბი გა­ურ­კვევ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო ჩი­ვი­ან. ხში­რია მო­წამ­ვლის სიმპტო­მე­ბი, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, დი­ა­რეა, რაც სო­ხუ­მის სტუმ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. გა­მო­დის, რომ რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან და ქა­ლა­ქე­ბი­დან ზღვა­ზე გა­სა­რუ­ჯად ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი ზოგ­ჯერ მთელ შვე­ბუ­ლე­ბას სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ატა­რე­ბენ.

სო­ხუ­მის სა­ნი­ტა­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი ექი­მი ალა ბე­ლი­ა­ე­ვა აცხა­დებს, რომ სა­გან­გა­შო არა­ფე­რია და დამ­სვე­ნებ­ლებს გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მიჩ­ვე­უ­ლი არი­ან წყალს, რო­მელ­საც მო­იხ­მა­რენ, ხოლო სტუმ­რე­ბი, რო­მელ­თა კუჭ-ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რა სხვა პი­რო­ბებ­საა შეჩ­ვე­უ­ლი, ახალ გა­რე­მოს და წყლის სხვა შე­მად­გენ­ლო­ბას ვერ ეგუ­ე­ბა და ასე რე­ა­გი­რებს. ამას­თან, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ცურ­ვის დროს ზღვის წყალს ყლა­პა­ვენ. ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, სო­ხუმ­ში ხდე­ბა შიდა დი­ნე­ბე­ბით ზღვის წყლის შე­რე­ვა იმ წყალ­თან, რომ­ლი­თაც ქა­ლა­ქი მა­რაგ­დე­ბა, თუმ­ცა, სა­ნი­ტა­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რი წყლის ხა­რისხს რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებს და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი ჯერ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა. მისი თქმით, ბავ­შვე­ბი ხში­რად მზის დაკ­ვრას იღე­ბენ, რისი სიმპტო­მე­ბიც ძა­ლი­ან ჰგავს მო­წამ­ვლის სიმპტო­მებს.

"ზღვის წყლის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ იგი ჭუ­ჭყი­ა­ნია ან უგე­მუ­რი, არა­მედ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მაგ­ნი­უ­მის მა­რი­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის გამო ნაწ­ლავ­ში მოხ­ვედ­რის დროს იგი მოქ­მე­დებს, რო­გორც სა­ფა­ღა­რა­თო სა­შუ­ა­ლე­ბა. ამი­ტომ სა­ნა­პი­როს დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ზღვის წყა­ლი გა­დაყ­ლა­პეს, ხში­რად კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბებს უჩი­ვი­ან, რომ­ლის სიმპტო­მე­ბი თა­ვის­თა­ვად სწრა­ფად გა­დის. მაგ­რამ თუ სა­ნა­პი­რო წყალ­ში არის ვირუ­სი ან მიკ­რო­ბი, სა­ჭი­როა სე­რი­ო­ზუ­ლი მკურნ­ლო­ბა", - ამ­ბობს abaza.tv-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი მა­რი­ა­ნა კო­ტო­ვა.

მისი თქმით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუ მო­წამ­ვლის სიმპტო­მე­ბი 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­დის და თან ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა ახ­ლავს. მსგავ­სი ჩი­ვი­ლე­ბით ათო­ბით ტუ­რის­ტი პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით ხელ­ში სო­ხუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­დის - ყვე­ლა მათ­გან ამ დღე­ებ­ში ქა­ლა­ქის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე ბა­ნა­ობ­და.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

აფხაზეთის სანაპიროზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

აფხაზეთის სანაპიროზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

აფხაზეთის სანაპიროზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ abaza.tv-მ სიუჟეტი მოამზადა. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, სოხუმის სანაპიროზე დამსვენებლები გაურკვევლი ინფექციური დაავადებების გამო ჩივიან. ხშირია მოწამვლის სიმპტომები, მაღალი ცხელება, დიარეა, რაც სოხუმის სტუმრების უკმაყოფილებას იწვევს. გამოდის, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან ზღვაზე გასარუჯად ჩამოსული ტურისტები ზოგჯერ მთელ შვებულებას სოხუმის საავადმყოფოში ატარებენ.

სოხუმის სანიტარული სამსახურის მთავარი ექიმი ალა ბელიაევა აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია და დამსვენებლებს გადადუღებული წყლის მოხმარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ადგილობრივები მიჩვეული არიან წყალს, რომელსაც მოიხმარენ, ხოლო სტუმრები, რომელთა კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა სხვა პირობებსაა შეჩვეული, ახალ გარემოს და წყლის სხვა შემადგენლობას ვერ ეგუება და ასე რეაგირებს. ამასთან, დამსვენებლები ცურვის დროს ზღვის წყალს ყლაპავენ. ექიმის განმარტებით, სოხუმში ხდება შიდა დინებებით ზღვის წყლის შერევა იმ წყალთან, რომლითაც ქალაქი მარაგდება, თუმცა, სანიტარული სამსახური წყლის ხარისხს რეგულარულად ამოწმებს და ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები ჯერ არ აღმოჩენილა. მისი თქმით, ბავშვები ხშირად მზის დაკვრას იღებენ, რისი სიმპტომებიც ძალიან ჰგავს მოწამვლის სიმპტომებს.

"ზღვის წყლის დალევა არ შეიძლება არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჭუჭყიანია ან უგემური, არამედ დიდი რაოდენობით მაგნიუმის მარილების შემცველობის გამო ნაწლავში მოხვედრის დროს იგი მოქმედებს, როგორც საფაღარათო საშუალება. ამიტომ სანაპიროს დამსვენებლები, რომელთაც ზღვის წყალი გადაყლაპეს, ხშირად კუჭ-ნაწლავის დაავადებებს უჩივიან, რომლის სიმპტომები თავისთავად სწრაფად გადის. მაგრამ თუ სანაპირო წყალში არის ვირუსი ან მიკრობი, საჭიროა სერიოზული მკურნლობა", - ამბობს abaza.tv-ის კორესპონდენტი მარიანა კოტოვა.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მოწამვლის სიმპტომები 12 საათის განმავლობაში არ გადის და თან ტემპერატურის ზრდა ახლავს. მსგავსი ჩივილებით ათობით ტურისტი პატარა ბავშვებით ხელში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მიდის - ყველა მათგან ამ დღეებში ქალაქის სანაპიროებზე ბანაობდა.

იხილეთ სიუჟეტი

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს

Ebg.ge, hotsale.ge, allwine.ge, readersland.ge და aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ