პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება ხელისუფლების 3-წლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი?
როგორ გამოიყურება ხელისუფლების 3-წლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი?

სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს ჟურ­ნა­ლის­ტი კობა ბენ­დე­ლი­ა­ნი ფი­ლო­სო­ფოს ზაზა ფი­რა­ლიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ზაზა, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტობს, ყვე­ლა­ფერ­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის სიმ­რავ­ლის, მნიშ­ვნე­ლო­ვან თუ სუ­ლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო, ან სკან­და­ლურ თე­მებ­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ხილ­ვე­ბის ფონ­ზე ხში­რად მთა­ვა­რი გვერ­დზე გვრჩე­ბა და სა­ერ­თოდ, ძნე­ლი და­სად­გე­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ აი­სა­ხე­ბა ერთი მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე და მე­ო­რე მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე. სულ უფრო აშ­კა­რაა, რომ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის დი­ნა­მი­კა და პრობ­ლე­მა­ტი­კა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. თქვენ რას მი­იჩ­ნევ­დით ჩვენს სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მურ სა­კი­თხად, რო­მე­ლიც, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა?

- ასეთ კი­თხვა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ზოგი რამ კი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ნიშ­ნოს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ბოლ­შე­ვი­კუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის 70-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის შემ­დეგ მყი­სი­ე­რად ნორ­მა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბად ვქცე­უ­ლი­ყა­ვით. მუდ­მი­ვი ცივი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გა­რე­მოც­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბის ძი­ე­ბის, ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად რი­გი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ხილ­ვა სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის სა­ბო­ლოო შე­ჯა­ხე­ბად, აზ­როვ­ნე­ბის, მო­რა­ლი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის პლე­ბე­იზ­მი - სამ­მა თა­ო­ბამ ყო­ვე­ლი­ვე ამის ძა­ლა­დობ­რი­ვი და­კა­ნო­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რა.

გა­ნად­გურ­დნენ ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქცე­ვი­სა და აზ­როვ­ნე­ბის პირ­ველ­ნი­მუ­შე­ბი უნდა შე­ექ­მნათ. აშ­კა­რა იყო, რომ მთე­ლი პრობ­ლე­მა ქცე­ვი­სა და აზ­როვ­ნე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის აღ­დგე­ნა იყო. ამის გა­რე­შე ნორ­მა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მხო­ლოდ იმი­ტი­რე­ბას თუ მო­ვა­ხერ­ხებ­დით და რამ­დე­ნა­დაც ეს მხო­ლოდ იმი­ტა­ცია იქ­ნე­ბო­და, მუდ­მი­ვად ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბის სურ­ვი­ლი გვექ­ნე­ბო­და. ამ უწყვეტ რე­ვო­ლუ­ცი­ურ რე­ჟიმს ხში­რად ეწი­რე­ბა ის მცი­რე­დიც კი, რის­თვი­საც მიგ­ვიღ­წე­ვია.

რას ნიშ­ნავს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის იმი­ტა­ცია: ესაა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რე­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ად­გილს ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა რა­ღაც თე­ატ­რა­ლუ­რი ბუ­ფო­ნა­და იკა­ვებს. ცალ­კე­ულ ადა­მი­ა­ნებ­სა და მოვ­ლე­ნებს გუ­ლუბ­რყვი­ლო და ცალ­სა­ხა სიმ­ბო­ლო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ცი­ე­ბი უმალ რა­ღა­ცის სიმ­ბო­ლუ­რად აღმნიშ­ვნე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ქმე­დე­ბის სა­ხეს იღებს. რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა კი სა­დღაც გან­ზე რჩე­ბა. გა­სა­ქა­ნი ეძ­ლე­ვა ათას­გვარ უტო­პი­ებს, რო­მე­ლიც კი ჩვენს ტვი­ნებ­ში საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში მომ­წი­ფე­ბუ­ლა და რო­მელ­თაც არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს იმ სამ­ყა­როს­თან, რო­მელ­შიც ვართ: ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­მო­თხის იდეა, რო­მე­ლიც, მო­ვა­ხერ­ხეთ და თვი­თუ­არ­ყო­ფად ვაქ­ცი­ეთ, მო­ნარ­ქი­ის იდეა, რო­მელ­საც რა­ღაც მან­ქა­ნე­ბით რუ­სო­ფი­ლუ­რი ძა­ლე­ბი ამო­ე­ფარ­ნენ და ა.შ.

თით­ქოს ვი­ღაც სა­გან­გე­ბოდ ზრუ­ნავს, რომ ის­ტო­რი­ი­დან ამო­ვარ­დნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბად დავ­რჩეთ, არ ვი­ყოთ იქ, სა­დაც ვართ და სა­კუ­თა­რი უმ­წე­ო­ბით სა­სო­წარ­კვე­თი­ლებ­მა მუდ­მი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ცივი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის რე­ჟიმ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა გუ­ლის­ხმობს სუ­ლის არის­ტოკ­რა­ტიზ­მის რა­ღაც მი­ნი­მუმს, გავ­ლე­ნის მქო­ნე უმ­ცი­რე­სო­ბას, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი არის­ტოკ­რა­ტიზ­მის მა­ტა­რე­ბე­ლია და რომ­ლის­თვი­საც ცო­ცხა­ლია პრინ­ცი­პე­ბი – "არ იკად­რო" და "არაფ­რის შე­გე­შინ­დეს", ვი­საც შე­უძ­ლია სამ­ყა­როს კე­თილ ძა­ლებს მი­ან­დოს ბედი და წვრილ­ფე­ხა მტა­ცებ­ლის მო­რა­ლით არ იარ­სე­ბოს. ხოლო სა­ნამ ასე­თი უმ­ცი­რე­სო­ბა სუს­ტია, მუდ­მი­ვად "უხერ­ხუ­ლად" ვიგ­რძნობთ თავს ის­ტო­რი­ა­ში.

ჩვენ­ში ახლა იბა­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი, ვის­თვი­საც უცხოა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აბ­სტრაქ­ტუ­ლი იდეა და ეს უკა­ნას­კნე­ლი სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. ჩვენ­ში ახლა იბა­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ენ­დო­ბა სა­კუ­თარ გო­ნე­ბას და შრო­მას და ვი­საც არ ესა­ჭი­რო­ე­ბა მი­თო­ლო­გი­უ­რი მხსნე­ლე­ბის მიერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა პი­რა­დი ღირ­სე­ბაა და არა რა­ღა­ცე­ე­ბის შან­სი და ვი­საც ეს­მის, რომ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა თა­ვის­თა­ვად ან ვი­ღაც ძლე­ვა­მო­სი­ლი­სა და ყოვ­ლის­შემ­ძლეს მო­სა­ტა­ნი კი არ არის, არა­მედ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა შევ­ქმნათ. სამი თა­ო­ბის მიერ გა­და­ტა­ნილ უწყვეტ ტრავ­მას საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და ამი­ტო­მაც არის ყვე­ლა, თუნ­დაც სულ მცი­რე სი­კე­თე, რო­მე­ლიც კი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში თავს იჩენს, და­სა­ფა­სე­ბე­ლია თუ გვინ­და იგი მო­მა­ვა­ლი სი­კე­თის სა­ფუძ­ვლად იქ­ცეს. ასე ნელ-ნელა შრო­მით და ძა­ლის­ხმე­ვით, სა­კუ­თარ თავ­ში საბ­ჭო­თა ნაშ­თე­ბის და­მარ­ცხე­ბით უნდა შევ­ქმნათ ჩვე­ნი სა­არ­სე­ბო გა­რე­მო - თუ ჩვენ­თვის არა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის მა­ინც. პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა მათ­ზე ზრუნ­ვა.

უნე­ბუ­რად მი­ვა­დე­ქით პი­რო­ბი­თო­ბა­თა იმ სის­ტე­მას, რომ­ლის გა­რე­შეც, რო­გორც ვფიქ­რობ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი ქა­ო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა. თუნ­დაც ის, რომ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის მცი­რე­დი, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ და სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბის ბარ­ბა­რო­სუ­ლი ჟინი უნდა დავძლი­ოთ, ასე­თი პი­რო­ბი­თო­ბაა. ასე­თი­ვე პი­რო­ბი­თო­ბაა ისიც, რომ ბო­რო­ტე­ბა ყვე­ლა ჩვენ­გან­შია და არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბა­ში, ხოლო თუ ვინ­მე ასა­ხი­ე­რებს ბო­რო­ტე­ბას, მხო­ლოდ იმის წყა­ლო­ბით, რომ მას ჩვე­ნი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბი­თა და თავ­ქა­რი­ა­ნო­ბით მი­ვე­ცით გა­სა­ქა­ნი. ასე­თი პი­რო­ბი­თო­ბაა რწმე­ნა, რომ ჩვენ ისევ უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ ის­ტო­რი­ას, სა­კუ­თა­რი თვი­თო­ბაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და არც სამ­ყა­როს გა­ვექ­ცეთ. წარ­სუ­ლის უტო­პი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლებ­მა შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რივ გა­ლავ­ნებს არ უნდა შე­ვა­ფა­როთ თავი. ჩვენ საკ­მაო ძა­ლე­ბი გვაქვს სა­ი­მი­სოდ, რომ ამ სამ­ყა­როს ღირ­სე­უ­ლი ნა­წი­ლი ვი­ყოთ, უფრო მე­ტიც, დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც ამ სამ­ყა­როს ჩვენს ხმა­საც მი­ვაწ­ვდენთ. ჩვე­ნი ძალა და ეროვ­ნუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ამის სრუ­ლი გა­რან­ტი­აა. თუ გნე­ბავთ, კი­დევ ერთი პი­რო­ბი­თო­ბა: ის­ტო­რია დრო­ში გა­ჭი­მუ­ლი პრო­ცე­სია.

სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა დრო­ში იქ­მნე­ბა და შე­უძ­ლე­ბე­ლია ისე­თი ერთჯე­რა­დი აქტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ - იქ­ნე­ბა ეს მო­ძუ­ლე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა თუ ვინ­მე სას­წა­ულთმოქ­მე­დის არ­ჩე­ვა - რომ ამან ჩვენს მიერ გა­სა­ღე­ბი ძა­ლის­ხმე­ვი­სა­გან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლოს. ყვე­ლა­ფე­რი ეს ვი­ცით, მაგ­რამ ვი­ცით ცალ-ცალ­კე და ჯე­რაც არ ჩა­მო­ყა­ლი­ბუ­ლა პი­რო­ბი­თო­ბა­თა ერ­თი­ან სის­ტე­მად. არა­და, პრო­ცე­სი აშ­კა­რად მი­დის და დღეს ჩვენ აღარ ვართ ისე­თი ინ­ფან­ტი­ლუ­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც ამ ოცი­ო­დე წლის წინ ვი­ყა­ვით, თუმ­ცა კი არ­სე­ბო­ბენ ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, რომ კვლავ იმ ინ­ფან­ტი­ლიზ­მში მიგ­ვაბ­რუ­ნონ.

კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ შორს წა­ვი­დო­დით და სა­უბ­რის თე­მას ავ­ცდე­ბო­დით. მთა­ვა­რია, რომ ჩვენ გვქო­ნია ნება, ვის­წავ­ლოთ ის სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც აღ­მოვ­ჩნდით. თა­ნაც, ას­პა­რეზ­ზე გა­მო­დის თა­ო­ბა, რომ­ლის სულ­ზეც საბ­ჭო­ეთს მძი­მე კვა­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია - თუ ცხა­დია, ჩვენ არ ვა­ი­ძუ­ლებთ, დაგ­ვემ­სგავ­სონ და ეს კვა­ლი გა­ი­ზი­ა­რონ.

- ასეთ ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბის თემა სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. დამ­კვირ­ვე­ბელ­თა აზ­რით, ამის მი­ზე­ზი მრა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ევ­რო­პუ­ლი და სა­ერ­თოდ და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის მი­მართ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი, ის, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ ქვეყ­ნის ვერც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შეს­თა­ვა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგრა­დი, პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გათ­ვლი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტუ­რი და ხელ­შე­სა­ხე­ბი არა მარ­ტო გეგ­მე­ბი, არა­მედ რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში საბ­ჭო­თა ნოს­ტალ­გი­ის ელე­მენ­ტე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ამის მი­ზე­ზად ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს მიჩ­ნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში და სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბე­ბის, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ნა­წი­ლის ზრით, შე­საძ­ლოა, ახლა ქვეყ­ნის უსაფრ­ხო­ე­ბი­სათ­ვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­დეს არა უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­სა და ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რუ­სე­თი, არა­მედ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის შე­სამ­ჩნე­ვი ზრდა. რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბა და თუ ამ­გვარ რა­მეს­თან რე­ა­ლუ­რად გვაქვს საქ­მე, თქვე­ნი აზ­რით, ამ­გვა­რი გან­წყო­ბე­ბის თქვე­ნე­უ­ლი ახ­სნა რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხში­რად ვერ სა­ზღვრა­ვენ, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მათ მიერ აღ­ძრულ გა­და­ჭარ­ბე­ბულ მო­ლო­დი­ნებს. მე­ო­რე მხრივ, თა­ვად ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მიდ­რე­კი­ლია, ამ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბის ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბას მი­ე­ცეს. ამ ჩა­კე­ტი­ლი წრი­დან, თა­ვის დაღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი გზა არ­სე­ბობს: ის­ტო­რი­უ­ლი პრაქ­ტი­კა.

ბოლო წლე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის უნა­რის მქო­ნე ერი ვართ და რომ, თურ­მე, ნელა, მაგ­რამ მა­ინც მდიდ­რდე­ბა ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ეხე­ბა და­სავ­ლეთ­საც. ის ზღაპ­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და­სავ­ლე­თის შე­სა­ხებ ბევრ ჩვენ­განს გულ­გა­ტე­ხი­ლო­ბად მი­უბ­რუნ­და. და­სავ­ლე­თი არის ის, რაც არის. მას აქვს იდე­ა­ლე­ბი, რო­მელ­თაც, ავად თუ კარ­გად, შეც­დო­მე­ბით თუ შეც­დო­მე­ბის გა­რე­შე, ში­ნა­გა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით და ა.შ. ემ­სა­ხუ­რე­ბა.

არ­სე­ბობს პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­თაც და­სავ­ლელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი აღი­ა­რებს: ასე­თია, ვთქვათ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, რა­ცი­ოს პრი­მა­ტი ემო­ცი­ის მი­მართ, შრო­მა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­გორც სიქ­ვე­ლის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ფორ­მა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრობ­ლე­მებ­ზე დი­ა­ლო­გი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გარ­დუ­ვა­ლო­ბა და სხვე­ბი. ყვე­ლა­ფერ ამას და­სავ­ლე­თი საკ­მა­ოდ დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბით ინარ­ჩუ­ნებს - მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო და თა­ვად და­სავ­ლე­თის გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბიც ყო­ვე­ლი­ვეE ამის გა­ნად­გუ­რე­ბას ან კა­რი­კა­ტუ­რად ქცე­ვას ცდი­ლო­ბენ.

ყალბ მო­ლო­დი­ნებს ამ სამ­ყა­როს არ­ცოდ­ნა იწ­ვევს. უმეც­რე­ბა კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბო­რო­ტე­ბის სა­შე­ნი მა­სა­ლაა. დღე­ვან­დე­ლი პუ­ტი­ნიზ­მის მო­ძა­ლე­ბა ამ უმეც­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. და­სავ­ლეთს ჩვენ­გან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი კი არ უნდა, არა­მედ ის, რომ ჩვენ თა­ვა­დაც ამ პი­რო­ბი­თო­ბე­ბის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი, უფრო მე­ტიც, მწარ­მო­ებ­ლე­ბი გავ­ხდეთ.

ამის გა­აზ­რე­ბა დროს მო­ი­თხოვ­და და მო­ი­თხოვს. ში­შის, ცხოვ­რე­ბის წე­სად ქცე­უ­ლი ბა­ცა­ცო­ბი­სა და ყალ­ბი ის­ტო­რი­უ­ლი მიზ­ნე­ბის გა­რე­მო­ში გაზ­რდი­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის ეს გზა რთუ­ლია. მაგ­რამ მა­ინც გავ­დი­ვართ მას, მა­ინც აღ­მოგ­ვაჩ­ნდა ძალა, რომ გზად და­გე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი მა­ხი­სათ­ვის თავი აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა. სულ ათი­ო­დე წე­ლი­წად­ში ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი თა­ო­ბა გა­მო­ვა და პუ­ტი­ნის­ტუ­რი პრო­პა­გან­და დაჰ­კარ­გავს თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ბა­ზას. მთა­ვა­რი ამ ათი­ო­დე წლის გაძ­ლე­ბაა.

სხვი­სი არ ვიცი და მე უკი­დუ­რე­სად მა­წუ­ხებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ინ­ტე­რაქ­ტი­ვებ­ში ჩა­თე­სი­ლი პუ­ტი­ნის­ტი მე­დი­ა­ზონ­დერე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გა­ჩე­ნა. მიჩ­ნდე­ბა ეჭვი, რომ მათი მეშ­ვე­ო­ბით გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი ქა­ო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვამ­ყო­ფონ. რა კე­თილ მიზ­ნებ­საც არ უნდა ისა­ხავ­დნენ თა­ვად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მათი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი ცუდი იქ­ნე­ბა. უწყვეტ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბა მე არ მე­გუ­ლე­ბა. ეს მოვ­ლე­ნა - და, ცხა­დია, არა მხო­ლოდ ის - ან­გრევს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში იმ მცი­რედ­საც, რა­საც ამ ორი-სამი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვაღ­წი­ეთ. დღე­ვან­დელ რუ­სულ პო­ლი­ტი­კას სწო­რედ ასე­თე­ბი სურს, გვი­ხი­ლოს - თავ­გზა­ა­რე­უ­ლე­ბი, გუ­ლუბ­რყვი­ლოდ ემო­ცი­უ­რე­ბი, ერ­თმა­ნეთ­ზე გა­ა­ვე­ბუ­ლე­ბი, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი, რათა შემ­დეგ მხსნე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნოს.

- რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ­გვარ გან­წყო­ბებს ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ხე­ლიც კი ეწყო­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ მოლ­დო­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სულ აშ­კა­რად პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებს პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნი­ათ...

- ცხა­დია, გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბი ზრუ­ნა­ვენ ამ გან­წყო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბი­სათ­ვის. და­სავ­ლეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა და შემ­დგომ გუ­ლის გა­ტეხ­ვა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღია.

რა­ღაც ეტა­პამ­დე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა - მისი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფია ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გული გა­უ­ტყდა, ცხოვ­რე­ბა და­ენგრა, ვინც ტკი­ვი­ლად ატა­რებს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვას და მო­სა­ლოდ­ნელ რე­გი­ო­ნა­ლურ გარ­თუ­ლე­ბებს, ვინც, საბ­ჭო­თა გა­გე­ბით, სრულ­ფა­სოვ­ნად იყო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში. მაგ­რამ, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი რუ­სე­თის, მო­ნარ­ქი­ი­სა და სხვა­თა რა მომ­ხიბ­ლა­ვი სუ­რა­თე­ბიც არ უნდა და­უ­ხა­ტონ ადა­მი­ა­ნებს, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა პი­როვ­ნუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღირ­სე­ბის სა­კი­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იმ კი­თხვის წი­ნა­შე, თუ რა სამ­ყა­როს და­უ­ტო­ვე­ბენ თა­ვის შვი­ლებს. ამის გა­და­ლახ­ვა ძა­ლი­ან ბევ­რს გა­უ­ჭირ­დე­ბა და პუ­ტი­ნის­ტუ­რი პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნაც, იმე­დი მაქვს, შე­სამ­ჩნე­ვად შემ­ცირ­დე­ბა.

- ზა­ფხუ­ლი მალე დას­რულ­დე­ბა და შე­მოდ­გო­მა­ზე სამი წელი შეს­რულ­დე­ბა, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" მშვი­დო­ბი­ა­ნად, არ­ჩევ­ნე­ბის გზით ჩა­ა­ნაც­ვლა. უნდა ეს ვინ­მეს თუ არა, კო­ა­ლი­ცი­ას ოქ­ტომ­ბერ­ში მო­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მისი სამ­წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყო­ველ წელს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის და­პი­რე­ბებს, აგუ­გუ­ნე­ბულ ქარ­ხნებ­სა და და­უ­საქ­მე­ბულ ხალ­ხს შე­ახ­სე­ნებს. არა­და, რო­გორც უკვე ვი­ცით, სწო­რედ წლე­ვან­დე­ლი შე­მოდ­გო­მი­დან გა­უძ­ვირ­დე­ბა ხალ­ხს დე­ნის ტა­რი­ფი, რაც სხვა ბევრ რა­მე­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლოა, ნა­ად­რე­ვიც იყოს, მაგ­რამ 2015 წლის 1 ოქ­ტომ­ბე­რი შორს ნამ­დვი­ლად არაა. თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბი­სა და შეც­დო­მე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი? მცი­რე იმი­ტომ, რომ ალ­ბათ 1 ოქ­ტომ­ბრის­თვის ამ თე­მა­ზე უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად სა­უ­ბა­რი უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა...

- ასე მგო­ნია, "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სად­მი" მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ერ­თა­დერ­თს მო­ი­თხოვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან - არ გა­ფუჭ­დეს ის, რაც უკვე გა­კეთ­და და თუნ­დაც ნელი პროგ­რე­სის ნიშ­ნე­ბი ჩან­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორც მგო­ნია, ვერ შეძ­ლო მთა­ვა­რი - იმ მა­სობ­რი­ვი ენ­თუ­ზი­აზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­მელ­საც იგი 2011-12 წლებ­ში აღ­ძრავ­და. სა­კად­რო შეც­დო­მებ­მა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბამ, პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის გა­ი­გი­ვე­ბამ ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტთან, მორ­ჩი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­მა და ასე შემ­დეგ, საკ­მა­ოდ ავნო იგი.

იყო დრო, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას მარ­თლა ჰქონ­და სა­არ­ჩევ­ნო ეფექ­ტი. დღეს სრუ­ლი­ად ნათ­ლად ვხე­დავთ, ამ სტრა­ტე­გი­ას რა შე­დე­გიც მოს­დევს და რა ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ ჩვენს კა­ნონ­მდე­ბელ­თა შო­რის. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ისე­თებ­ზე, რო­მელ­თა გა­ცო­ცხლე­ბაც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რბი­ლად რომ ვთქვათ, გა­უ­გებ­რო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა­ფერ ამი­სა, "ოც­ნე­ბა" მა­ინც ინარ­ჩუ­ნებს გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ებს. ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მელ­საც იგი წა­ა­წყდა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის დროს, იმის ნი­შა­ნია, რომ კი­დევ უფრო დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი ელის მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში.

სრუ­ლი ტექ­სტი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე"

როგორ გამოიყურება ხელისუფლების 3-წლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი?

როგორ გამოიყურება ხელისუფლების 3-წლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი?

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი"-ს ჟურნალისტი კობა ბენდელიანი ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, ქართული პოლიტიკა ტრადიციას არ ღალატობს, ყველაფერზე აზრთა სხვადასხვაობის სიმრავლის, მნიშვნელოვან თუ სულაც უმნიშვნელო, ან სკანდალურ თემებზე ხმაურიანი განხილვების ფონზე ხშირად მთავარი გვერდზე გვრჩება და საერთოდ, ძნელი დასადგენია, ეს ყველაფერი როგორ აისახება ერთი მხრივ, ხელისუფლების პოლიტიკაზე და მეორე მხრივ, საზოგადოების ცნობიერებაზე. სულ უფრო აშკარაა, რომ საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკა და პრობლემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. თქვენ რას მიიჩნევდით ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ყველაზე პრობლემურ საკითხად, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება?

- ასეთ კითხვაზე შეუძლებელია საბოლოო პასუხის გაცემა. ზოგი რამ კი შეიძლება მოინიშნოს. წარმოუდგენელია, ბოლშევიკური სოციალური ინჟინერიის 70-წლიანი ისტორიის შემდეგ მყისიერად ნორმალურ საზოგადოებად ვქცეულიყავით. მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის გარემოცვაში აბსოლუტური ბოროტების ძიების, ზოგჯერ სრულიად რიგითი პოლიტიკური მოვლენების განხილვა სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახებად, აზროვნების, მორალისა და სოციალური ქცევის პლებეიზმი - სამმა თაობამ ყოველივე ამის ძალადობრივი დაკანონების პირობებში იცხოვრა.

განადგურდნენ ის საზოგადოებრივი ფენები, რომლებსაც მაღალი სოციალური და სახელმწიფოებრივი ქცევისა და აზროვნების პირველნიმუშები უნდა შეექმნათ. აშკარა იყო, რომ მთელი პრობლემა ქცევისა და აზროვნების კრიტერიუმების აღდგენა იყო. ამის გარეშე ნორმალური საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ იმიტირებას თუ მოვახერხებდით და რამდენადაც ეს მხოლოდ იმიტაცია იქნებოდა, მუდმივად ყველაფრის ხელახლა დაწყების სურვილი გვექნებოდა. ამ უწყვეტ რევოლუციურ რეჟიმს ხშირად ეწირება ის მცირედიც კი, რისთვისაც მიგვიღწევია.

რას ნიშნავს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების იმიტაცია: ესაა შემთხვევა, როდესაც რეალური საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ადგილს ამ ურთიერთობათა რაღაც თეატრალური ბუფონადა იკავებს. ცალკეულ ადამიანებსა და მოვლენებს გულუბრყვილო და ცალსახა სიმბოლოების მნიშვნელობას ვანიჭებთ, როდესაც პოლიტიკური აქციები უმალ რაღაცის სიმბოლურად აღმნიშვნელი თეატრალური ქმედების სახეს იღებს. რეალური ისტორიული ცხოვრება კი სადღაც განზე რჩება. გასაქანი ეძლევა ათასგვარ უტოპიებს, რომელიც კი ჩვენს ტვინებში საბჭოთა ეპოქაში მომწიფებულა და რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვს იმ სამყაროსთან, რომელშიც ვართ: ლიბერალური სამოთხის იდეა, რომელიც, მოვახერხეთ და თვითუარყოფად ვაქციეთ, მონარქიის იდეა, რომელსაც რაღაც მანქანებით რუსოფილური ძალები ამოეფარნენ და ა.შ.

თითქოს ვიღაც საგანგებოდ ზრუნავს, რომ ისტორიიდან ამოვარდნილ საზოგადოებად დავრჩეთ, არ ვიყოთ იქ, სადაც ვართ და საკუთარი უმწეობით სასოწარკვეთილებმა მუდმივი რევოლუციური დაპირისპირებისა და ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება. სახელმწიფოებრიობა გულისხმობს სულის არისტოკრატიზმის რაღაც მინიმუმს, გავლენის მქონე უმცირესობას, რომელიც ამგვარი არისტოკრატიზმის მატარებელია და რომლისთვისაც ცოცხალია პრინციპები – "არ იკადრო" და "არაფრის შეგეშინდეს", ვისაც შეუძლია სამყაროს კეთილ ძალებს მიანდოს ბედი და წვრილფეხა მტაცებლის მორალით არ იარსებოს. ხოლო სანამ ასეთი უმცირესობა სუსტია, მუდმივად "უხერხულად" ვიგრძნობთ თავს ისტორიაში.

ჩვენში ახლა იბადება თავისუფალი ადამიანი, ვისთვისაც უცხოა თავისუფლების აბსტრაქტული იდეა და ეს უკანასკნელი სამყაროსა და ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ჩვენში ახლა იბადება ადამიანი, რომელიც ენდობა საკუთარ გონებას და შრომას და ვისაც არ ესაჭიროება მითოლოგიური მხსნელების მიერ უზრუნველყოფილი ბედნიერება, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებაა და არა რაღაცეების შანსი და ვისაც ესმის, რომ ნორმალური ცხოვრება თავისთავად ან ვიღაც ძლევამოსილისა და ყოვლისშემძლეს მოსატანი კი არ არის, არამედ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. სამი თაობის მიერ გადატანილ უწყვეტ ტრავმას საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და ამიტომაც არის ყველა, თუნდაც სულ მცირე სიკეთე, რომელიც კი ჩვენს ცხოვრებაში თავს იჩენს, დასაფასებელია თუ გვინდა იგი მომავალი სიკეთის საფუძვლად იქცეს. ასე ნელ-ნელა შრომით და ძალისხმევით, საკუთარ თავში საბჭოთა ნაშთების დამარცხებით უნდა შევქმნათ ჩვენი საარსებო გარემო - თუ ჩვენთვის არა, ჩვენი შვილებისთვის მაინც. პირველ რიგში, სწორედ ეს იქნება მათზე ზრუნვა.

უნებურად მივადექით პირობითობათა იმ სისტემას, რომლის გარეშეც, როგორც ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება მუდმივი ქაოსის მდგომარეობაში იქნება. თუნდაც ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ ის მცირედი, რასაც მივაღწიეთ და საკუთარ თავში ყველაფრის ხელახლა დაწყების ბარბაროსული ჟინი უნდა დავძლიოთ, ასეთი პირობითობაა. ასეთივე პირობითობაა ისიც, რომ ბოროტება ყველა ჩვენგანშია და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაში, ხოლო თუ ვინმე ასახიერებს ბოროტებას, მხოლოდ იმის წყალობით, რომ მას ჩვენი გულუბრყვილობითა და თავქარიანობით მივეცით გასაქანი. ასეთი პირობითობაა რწმენა, რომ ჩვენ ისევ უნდა დავუბრუნდეთ ისტორიას, საკუთარი თვითობაც შევინარჩუნოთ და არც სამყაროს გავექცეთ. წარსულის უტოპიებით აღჭურვილებმა შუასაუკუნეობრივ გალავნებს არ უნდა შევაფაროთ თავი. ჩვენ საკმაო ძალები გვაქვს საიმისოდ, რომ ამ სამყაროს ღირსეული ნაწილი ვიყოთ, უფრო მეტიც, დადგება მომენტი, როდესაც ამ სამყაროს ჩვენს ხმასაც მივაწვდენთ. ჩვენი ძალა და ეროვნული თავმოყვარეობა ამის სრული გარანტიაა. თუ გნებავთ, კიდევ ერთი პირობითობა: ისტორია დროში გაჭიმული პროცესია.

სახელმწიფო და საზოგადოება დროში იქმნება და შეუძლებელია ისეთი ერთჯერადი აქტი განვახორციელოთ - იქნება ეს მოძულებული მმართველის თავიდან მოშორება თუ ვინმე სასწაულთმოქმედის არჩევა - რომ ამან ჩვენს მიერ გასაღები ძალისხმევისაგან გაგვათავისუფლოს. ყველაფერი ეს ვიცით, მაგრამ ვიცით ცალ-ცალკე და ჯერაც არ ჩამოყალიბულა პირობითობათა ერთიან სისტემად. არადა, პროცესი აშკარად მიდის და დღეს ჩვენ აღარ ვართ ისეთი ინფანტილურები, როგორებიც ამ ოციოდე წლის წინ ვიყავით, თუმცა კი არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ კვლავ იმ ინფანტილიზმში მიგვაბრუნონ.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ შორს წავიდოდით და საუბრის თემას ავცდებოდით. მთავარია, რომ ჩვენ გვქონია ნება, ვისწავლოთ ის სამყარო, რომელშიც აღმოვჩნდით. თანაც, ასპარეზზე გამოდის თაობა, რომლის სულზეც საბჭოეთს მძიმე კვალი არ დაუტოვებია - თუ ცხადია, ჩვენ არ ვაიძულებთ, დაგვემსგავსონ და ეს კვალი გაიზიარონ.

- ასეთ ფონზე საზოგადოებაში პოლიტიკური განწყობების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. დამკვირვებელთა აზრით, ამის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, ევროპული და საერთოდ დასავლური არჩევანის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები, ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შესთავაზა საზოგადოებას ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადი, პერსპექტივაზე გათვლილი განვითარების ეფექტური და ხელშესახები არა მარტო გეგმები, არამედ რეალური პოლიტიკა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საბჭოთა ნოსტალგიის ელემენტები გააჩინა. ამის მიზეზად ასევე შეიძლება იყოს მიჩნეული საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში და საინფორმაციო სივრცეში პრორუსული პარტიებისა და მოძრაობების, რუსული პროპაგანდისტული რესურსების გააქტიურება. დამკვირვებელთა ნაწილის ზრით, შესაძლოა, ახლა ქვეყნის უსაფრხოებისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს არა უკრაინის კრიზისსა და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩენილი რუსეთი, არამედ ქართულ საზოგადოებაში პრორუსული განწყობების შესამჩნევი ზრდა. რამდენად მართებულია ამგვარი მოსაზრება და თუ ამგვარ რამესთან რეალურად გვაქვს საქმე, თქვენი აზრით, ამგვარი განწყობების თქვენეული ახსნა როგორი შეიძლება იყოს?

- პოლიტიკოსები ხშირად ვერ საზღვრავენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ აღძრულ გადაჭარბებულ მოლოდინებს. მეორე მხრივ, თავად ჩვენი საზოგადოებაც მიდრეკილია, ამგვარი გადაჭარბებული მოლოდინების ნარკოტიკულ თრობას მიეცეს. ამ ჩაკეტილი წრიდან, თავის დაღწევის ერთადერთი გზა არსებობს: ისტორიული პრაქტიკა.

ბოლო წლები გვიჩვენებს, რომ ჩვენ გამოცდილების შეძენის უნარის მქონე ერი ვართ და რომ, თურმე, ნელა, მაგრამ მაინც მდიდრდება ჩვენი ერთობლივი გამოცდილება. ეს ეხება დასავლეთსაც. ის ზღაპრული წარმოდგენები დასავლეთის შესახებ ბევრ ჩვენგანს გულგატეხილობად მიუბრუნდა. დასავლეთი არის ის, რაც არის. მას აქვს იდეალები, რომელთაც, ავად თუ კარგად, შეცდომებით თუ შეცდომების გარეშე, შინაგანი წინააღმდეგობებით და ა.შ. ემსახურება.

არსებობს პრინციპები, რომელთაც დასავლელთა უდიდესი ნაწილი აღიარებს: ასეთია, ვთქვათ, ადამიანის უფლებები, რაციოს პრიმატი ემოციის მიმართ, შრომა და პროფესიონალიზმი, როგორც სიქველის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა, საზოგადოებრივ პრობლემებზე დიალოგისა და თანამშრომლობის გარდუვალობა და სხვები. ყველაფერ ამას დასავლეთი საკმაოდ დიდი დაძაბულობით ინარჩუნებს - მაშინ, როდესაც მთელი დანარჩენი სამყარო და თავად დასავლეთის გარკვეული წრეებიც ყოველივეE ამის განადგურებას ან კარიკატურად ქცევას ცდილობენ.

ყალბ მოლოდინებს ამ სამყაროს არცოდნა იწვევს. უმეცრება კი, მოგეხსენებათ, ბოროტების საშენი მასალაა. დღევანდელი პუტინიზმის მოძალება ამ უმეცრებამ გამოიწვია. დასავლეთს ჩვენგან საკანონმდებლო ცვლილებები კი არ უნდა, არამედ ის, რომ ჩვენ თავადაც ამ პირობითობების გამზიარებლები, უფრო მეტიც, მწარმოებლები გავხდეთ.

ამის გააზრება დროს მოითხოვდა და მოითხოვს. შიშის, ცხოვრების წესად ქცეული ბაცაცობისა და ყალბი ისტორიული მიზნების გარემოში გაზრდილი თაობებისათვის ეს გზა რთულია. მაგრამ მაინც გავდივართ მას, მაინც აღმოგვაჩნდა ძალა, რომ გზად დაგებული მრავალი მახისათვის თავი აგვერიდებინა. სულ ათიოდე წელიწადში ასპარეზზე ახალი თაობა გამოვა და პუტინისტური პროპაგანდა დაჰკარგავს თავის სოციალურ ბაზას. მთავარი ამ ათიოდე წლის გაძლებაა.

სხვისი არ ვიცი და მე უკიდურესად მაწუხებს სოციალურ ქსელებსა და ინტერაქტივებში ჩათესილი პუტინისტი მედიაზონდერების ინსტიტუტის გაჩენა. მიჩნდება ეჭვი, რომ მათი მეშვეობით გარკვეული ძალები ცდილობენ, მუდმივი დაძაბულობისა და მსოფლმხედველობრივი ქაოსის მდგომარეობაში გვამყოფონ. რა კეთილ მიზნებსაც არ უნდა ისახავდნენ თავად ეს ადამიანები, მათი მოქმედების შედეგი ცუდი იქნება. უწყვეტ სამოქალაქო დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრებაზე დიდი ბოროტება მე არ მეგულება. ეს მოვლენა - და, ცხადია, არა მხოლოდ ის - ანგრევს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმ მცირედსაც, რასაც ამ ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში მივაღწიეთ. დღევანდელ რუსულ პოლიტიკას სწორედ ასეთები სურს, გვიხილოს - თავგზაარეულები, გულუბრყვილოდ ემოციურები, ერთმანეთზე გაავებულები, სასოწარკვეთილები, რათა შემდეგ მხსნელად მოგვევლინოს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამგვარ განწყობებს ნებსით თუ უნებლიეთ ხელიც კი ეწყობა. მხედველობაში მაქვს ის, რომ მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად საქართველოში რუსულ აშკარად პროპაგანდისტულ არხებს პრობლემები არ შექმნიათ...

- ცხადია, გარკვეული წრეები ზრუნავენ ამ განწყობების გაღრმავებისათვის. დასავლეთთან დაკავშირებული გადაჭარბებული მოლოდინების გაღვივება და შემდგომ გულის გატეხვა საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური იარაღია.

რაღაც ეტაპამდე რუსული პროპაგანდა ეფექტური იქნება - მისი სამიზნე ჯგუფია ადამიანები, ვისაც გული გაუტყდა, ცხოვრება დაენგრა, ვინც ტკივილად ატარებს ტერიტორიების დაკარგვას და მოსალოდნელ რეგიონალურ გართულებებს, ვინც, საბჭოთა გაგებით, სრულფასოვნად იყო რეალიზებული საბჭოთა ეპოქაში. მაგრამ, მართლმადიდებელი რუსეთის, მონარქიისა და სხვათა რა მომხიბლავი სურათებიც არ უნდა დაუხატონ ადამიანებს, კრიტიკულ მომენტში მათი უმრავლესობა პიროვნული და საზოგადოებრივი ღირსების საკითხის წინაშე აღმოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, იმ კითხვის წინაშე, თუ რა სამყაროს დაუტოვებენ თავის შვილებს. ამის გადალახვა ძალიან ბევრს გაუჭირდება და პუტინისტური პროპაგანდის გავლენაც, იმედი მაქვს, შესამჩნევად შემცირდება.

- ზაფხული მალე დასრულდება და შემოდგომაზე სამი წელი შესრულდება, რაც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩაანაცვლა. უნდა ეს ვინმეს თუ არა, კოალიციას ოქტომბერში მოუწევს ხელისუფლებაში მისი სამწლიანი საქმიანობის შედეგებზე საუბარი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ყოველ წელს გაუმჯობესებული ცხოვრების დაპირებებს, აგუგუნებულ ქარხნებსა და დაუსაქმებულ ხალხს შეახსენებს. არადა, როგორც უკვე ვიცით, სწორედ წლევანდელი შემოდგომიდან გაუძვირდება ხალხს დენის ტარიფი, რაც სხვა ბევრ რამეზეც უარყოფითად აისახება. ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობის შედეგებზე საუბარი შესაძლოა, ნაადრევიც იყოს, მაგრამ 2015 წლის 1 ოქტომბერი შორს ნამდვილად არაა. თქვენი დაკვირვებით, როგორ გამოიყურება დღევანდელი გადასახედიდან ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობის შედეგებისა და შეცდომების მცირე ჩამონათვალი? მცირე იმიტომ, რომ ალბათ 1 ოქტომბრისთვის ამ თემაზე უფრო სიღრმისეულად საუბარი უპრიანი იქნება...

- ასე მგონია, "ნაცმოძრაობისადმი" მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო საზოგადოების დიდი ნაწილი ერთადერთს მოითხოვს ხელისუფლებისაგან - არ გაფუჭდეს ის, რაც უკვე გაკეთდა და თუნდაც ნელი პროგრესის ნიშნები ჩანდეს. ხელისუფლებამ, როგორც მგონია, ვერ შეძლო მთავარი - იმ მასობრივი ენთუზიაზმის შენარჩუნება, რომელსაც იგი 2011-12 წლებში აღძრავდა. საკადრო შეცდომებმა, გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმების გაუმართაობამ, პოლიტიკური მენეჯმენტის გაიგივებამ ბიზნესის მენეჯმენტთან, მორჩილი შემსრულებლების სიყვარულმა და ასე შემდეგ, საკმაოდ ავნო იგი.

იყო დრო, როდესაც მსახიობებისა და სპორტსმენების მობილიზებას მართლა ჰქონდა საარჩევნო ეფექტი. დღეს სრულიად ნათლად ვხედავთ, ამ სტრატეგიას რა შედეგიც მოსდევს და რა ადამიანები აღმოჩნდნენ ჩვენს კანონმდებელთა შორის. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომელთა გაცოცხლებაც ქართულ პოლიტიკაში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა. მიუხედავად ყველაფერ ამისა, "ოცნება" მაინც ინარჩუნებს გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციებს. ის სირთულეები, რომელსაც იგი წააწყდა ადგილობრივი არჩევნების დროს, იმის ნიშანია, რომ კიდევ უფრო დიდი სირთულეები ელის მომავალ არჩევნებში.

სრული ტექსტი "ინტერპრესნიუსზე"

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია

გიგი უგულავა "გირჩს" "ქლიავების პარტიას" უწოდებს