პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადადიოდა "რუსთავი 2" ხელიდან-ხელში: ტელევიზიის მფლობელების დავებისა და "გარჩევების" ქრონიკა
როგორ გადადიოდა "რუსთავი 2" ხელიდან-ხელში:  ტელევიზიის მფლობელების დავებისა და "გარჩევების" ქრონიკა

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ "რუს­თა­ვი2" ქი­ბარ ხალ­ვაშს მი­ა­კუთ­ვნა.

ვინ იყ­ვნენ ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლე­ბი, რო­დის და­ი­წყო პირ­ვე­ლი დავა ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­კუთ­რე­ბის­თვის და რო­გორ და რა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით გა­და­დი­ო­და ქვე­ყა­ნა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხი ხე­ლი­დან-ხელ­ში, - ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთ სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ა­ში პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ადრე, 90-ია­ნე­ბის შუ­ა­ხა­ნებ­ში, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის გამო ჯერ ერო­სის, აქი­მი­ძეს და დვალს ჰქონ­და დავა ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე­სა და ნიკო ნი­კო­ლო­ზიშ­ვილ­თან. ამის გამო ერთი წლით შე­ჩე­რე­ბუ­ლიც იყო "რუს­თა­ვი 2"-ის მა­უ­წყებ­ლო­ბა. თუმ­ცა, მა­შინ ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ რე­ა­ლუ­რად, სა­კუთ­რე­ბით­ვის დავა იყო მხო­ლოდ სა­ბა­ბი და შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ებ­რძო­და და­მო­უ­კი­დებლ მე­დი­ას. მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც მაქვს მი­ღე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დაც­ვის მიზ­ნით მო­წყო­ბილ აქ­ცი­ებ­ში. ვა­კის პარკში როკ-კონ­ცერ­ტიც კი გა­ი­მარ­თა "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­და­სა­ჭე­რად, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც დი­ლა­ნის Knockin" on Heaven"s Door-ის გუნ­დუ­რი შეს­რუ­ლე­ბით დას­რულ­და. მახ­სოვს ვხუმ­რობ­დი კი­დეც, რა იყო, გა­მო­ვი­ტი­რეთ უკვე თუ რა­შია საქ­მე თქო.

ერთი წელი გაგ­რძელ­და ეს დავა და ბო­ლოს ერო­სიმ და კომ­პა­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. ეს გა­მარ­ჯვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სე­რი­ო­ზულ­მა მხარ­და­ჭე­რამ.

ამის შემ­დეგ, ერო­სიმ ნელ-ნელა და­ი­წყო პარტნი­ო­რე­ბის ჩა­მო­ცი­ლე­ბა და ჯერ ჯარ­ჯი აქი­მი­ძე მო­ტე­ხა, მერე დვა­ლიც (მთლი­ა­ნად არა, მაგ­რამ ნა­წი­ლობ­რივ) და ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თპი­როვ­ნულ მფლო­ბე­ლად იქცა.

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ჩა­ით­ვა­ლა, რომ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ფლო­ბა ერო­სის პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებს ნა­მეტ­ნა­ვად ზრდის და და­ი­წყო მას­თან ვაჭ­რო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­ყიდ­ვა­ზე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერო­სიმ ქი­ბარ ხალ­ვაშს (ანუ ოქ­რუ­აშ­ვილს, ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას) კაი გემ­რი­ელ ფა­სად და­უთ­მო ტე­ლე­ვი­ზია და პლუს კი­დევ ნავ­თო­ბის სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­ზი­ტის წილ­შიც ჩაჯ­და.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გა­ო­პო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის შემ­დეგ, ეს ტე­ლე­ვი­ზია, მას მარ­თლაც სა­ტა­ბე­ლო ია­რა­ღი­ვით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს და ქი­ბარ ხალ­ვა­შის წილი აღარ მახ­სოვს ახლა ვის გა­და­ე­ცა, მაგ­რამ ასე­ვე გა­და­ე­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად. ხალ­ვაშ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­ყიდ­ვის სა­ფა­სუ­რიც მი­ი­ღო და ერთხანს აგ­რძე­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­ნამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მთლად არ გა­რა­დი­კალ­და.

ამის მერე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბი კი­დევ გა­და­ფორმ-გად­მო­ფორმ­და და თუ არ ვცდე­ბი არა­ერ­თხელ.

მოკ­ლედ იმის თქმა მინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის რიჟა ბა­ზა­რი. აქი­მი­ძეს და დვალს არა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა აქვთ. ისე­ვე რო­გორც ხალ­ვაშს, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ იუ­რი­დი­უ­ლა­დაც და ფაქ­ტობ­რი­ვა­დაც ეს გა­და­ფორ­მე­ბა-გად­მო­ფორ­მე­ბე­ბი ხდე­ბო­და გა­რი­გე­ბის მეჩ­ვე­ო­ბით და ვინც წილს თმობ­და, რა­ღა­ცას სა­ნაც­ვლო­დაც ღე­ბუ­ლობ­და. ცხა­დია, აქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სიც იყო ("ც" კი არა პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ეს იყო), ოღონდ ზე­წო­ლის დამ­ტკი­ცე­ბა დღეს, სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტე­ბით და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

რაც მთა­ვა­რია აქი­მი­ძეს და დვალს ად­რეც ჰქონ­დათ მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ სწო­რედ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა სიმ­წი­რის გამო გა­ჩერ­დნენ.

მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, მთე­ლი ეს დავა არის იმ­თა­ვით­ვე წა­გე­ბუ­ლი თა­მა­ში. ქი­ბარ ხალ­ვაშს კი, ან იმას, ვინც ქი­ბარს ჩი­ვი­ლი ურ­ჩია, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ პრე­მია უნდა გა­მო­უ­წე­როს ნაც­მოძ­რა­ო­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის", -წერს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უცხო­უ­რი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა

ქი­ბარ ხალ­ვა­შის პა­სუ­ხი გვა­რა­მი­ას შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე - "ავან­ტი­უ­რის­ტი მა­თხო­ვა­რია, მა­გას­თან სა­ლა­პა­რა­კოდ არ დავ­ჯდე­ბი"

"ბურ­თი ახლა თქვენს მო­ე­დან­ზეა" - ნიკა გვა­რა­მი­ას შე­თა­ვა­ზე­ბა ქი­ბარ ხალ­ვაშს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ გადადიოდა "რუსთავი 2" ხელიდან-ხელში: ტელევიზიის მფლობელების დავებისა და "გარჩევების" ქრონიკა

როგორ გადადიოდა "რუსთავი 2" ხელიდან-ხელში:  ტელევიზიის მფლობელების დავებისა და "გარჩევების" ქრონიკა

უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი2"  ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ვინ იყვნენ ტელევიზიის პირველი მფლობელები, როდის დაიწყო პირველი დავა ტელევიზიის საკუთრებისთვის და როგორ და რა პოლიტიკური ინტერესებით გადადიოდა ქვეყანაში გავლენიანი სატელევიზიო არხი ხელიდან-ხელში, - ამ საკითხთან დაკავშირებით "ფეისბუქის" ერთ-ერთ საჯარო დისკუსიაში პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"ადრე, 90-იანების შუახანებში, ამ ტელევიზიის გამო ჯერ ეროსის, აქიმიძეს და დვალს ჰქონდა დავა ფიქრია ჩიხრაძესა და ნიკო ნიკოლოზიშვილთან. ამის გამო ერთი წლით შეჩერებულიც იყო "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა. თუმცა, მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ რეალურად, საკუთრებითვის დავა იყო მხოლოდ საბაბი და შევარდნაძის ხელისუფლება ებრძოდა დამოუკიდებლ მედიას. მონაწილეობაც მაქვს მიღებული ტელეკომპანიის დაცვის მიზნით მოწყობილ აქციებში. ვაკის პარკში როკ-კონცერტიც კი გაიმართა "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად, რომელიც რატომღაც დილანის Knockin` on Heaven`s Door-ის გუნდური შესრულებით დასრულდა. მახსოვს ვხუმრობდი კიდეც, რა იყო, გამოვიტირეთ უკვე თუ რაშია საქმე თქო.

ერთი წელი გაგრძელდა ეს დავა და ბოლოს ეროსიმ და კომპანიამ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას სერიოზულმა მხარდაჭერამ.

ამის შემდეგ, ეროსიმ ნელ-ნელა დაიწყო პარტნიორების ჩამოცილება და ჯერ ჯარჯი აქიმიძე მოტეხა, მერე დვალიც (მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ) და ფაქტობრივად ერთპიროვნულ მფლობელად იქცა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩაითვალა, რომ ყველაზე პოპულარული ტელევიზიის ფლობა ეროსის პოლიტიკურ ამბიციებს ნამეტნავად ზრდის და დაიწყო მასთან ვაჭრობა ტელევიზიის გაყიდვაზე. საბოლოო ჯამში ეროსიმ ქიბარ ხალვაშს (ანუ ოქრუაშვილს, ანუ ხელისუფლებას) კაი გემრიელ ფასად დაუთმო ტელევიზია და პლუს კიდევ ნავთობის სარკინიგზო ტრანზიტის წილშიც ჩაჯდა.

ოქრუაშვილის გაოპოზიციონერების შემდეგ, ეს ტელევიზია, მას მართლაც სატაბელო იარაღივით დაატოვებინეს და ქიბარ ხალვაშის წილი აღარ მახსოვს ახლა ვის გადაეცა, მაგრამ ასევე გადაეცა ოფიციალურად. ხალვაშმა ტელევიზიის გაყიდვის საფასურიც მიიღო და ერთხანს აგრძელებდა საქართველოში ბიზნეს საქმიანობას, სანამ ოქრუაშვილი მთლად არ გარადიკალდა.

ამის მერე ტელეკომპანიის წილები კიდევ გადაფორმ-გადმოფორმდა და თუ არ ვცდები არაერთხელ.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არის რიჟა ბაზარი. აქიმიძეს და დვალს არაფერი ხელჩასაჭიდი არა აქვთ. ისევე როგორც ხალვაშს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც ეს გადაფორმება-გადმოფორმებები ხდებოდა გარიგების მეჩვეობით და ვინც წილს თმობდა, რაღაცას სანაცვლოდაც ღებულობდა. ცხადია, აქ ხელისუფლების ინტერესიც იყო ("ც" კი არა პირველ რიგში სწორედ ეს იყო), ოღონდ ზეწოლის დამტკიცება დღეს, სამართლებრივი დოკუმენტებით და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე შეუძლებელი იქნება.

რაც მთავარია აქიმიძეს და დვალს ადრეც ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ სწორედ მტკიცებულებათა სიმწირის გამო გაჩერდნენ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ეს დავა არის იმთავითვე წაგებული თამაში. ქიბარ ხალვაშს კი, ან იმას, ვინც ქიბარს ჩივილი ურჩია, ტელეკომპანიამ პრემია უნდა გამოუწეროს ნაცმოძრაობის რეკლამირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", -წერს დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

წაიკითხეთ ასევე: "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უცხოური მედია ეხმაურება

ქიბარ ხალვაშის პასუხი გვარამიას შეთავაზებაზე - "ავანტიურისტი მათხოვარია, მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები"

"ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა" - ნიკა გვარამიას შეთავაზება ქიბარ ხალვაშს და ხელისუფლებას

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია