ტანსაცმლით ადამიანს არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც აფასებენ. არსებობს მცირე ჩამონათვალი იმ სამოსისა, რომელიც მამრობით სქესს ეზიზღება.
ავღანური შარვლები
შეიძლება სატარებლად ძალიან კომფორტულიც იყოს, მაგრამ კაცებს გული უწუხთ მსგავს შარვლებზე. მათი აზრით, ქალებს მსგავსი შარვლები უფორმოს ხდის და პამპერსიანი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მაღალწელიანი ჯინსი
ასევე უარყოფითად არიან მამაკაცები განწყობილი მაღალწელიანი შარვლებისადმი, რომლებიც იდეალურ საჯდომსაც კი მსხლის ფორმას სძენს და ”პუფის” შესახედაობას აძლევს.
ძალიან გრძელი კაბები
მამაკაცებს არ მოსწონთ, როდესაც ქვედაბოლო მთლიანად ფარავს ფეხებს და ასევე თვლიან, რომ მსგავსი სამოსი გოგონებს ასაკს მატებს. თუმცა ამ პუნქტში ერთი გამონაკლისია - გრძელი კაბები, რომელიც ბარძაყიდან ჩაჭრილია, პირიქით, მამაკაცების დიდ ყურადღებას იქცევს.
გლადიატორი სანდლები
ყოველ ზაფხულს აქტუალური გლადიატორები მამაკაცებს საერთოდ არ მოსწონთ. ისინი გოგონების ფეხებს ამოკლებს და ტერფის ზომას ადიდებს.
დიდი ჩანთები
ყველა ქალს უყვარს ისეთი ჩანთა, სადაც ყველაფერი ჩაეტევა, მაგრამ მამაკაცებს ასეთი აქსესუარი საერთოდ არ აღაფრთოვანებთ.