იაპონია საოცარი ქვეყანაა, სადაც სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები მჭიდროდ დაუკავშირდა საუკუნო ტრადიციებს. იაპონური კულტურა საერთოდ არ გავს ჩვენსას. წარმოგიდგენთ იაპონური ტრადიციებისა და ჩვებების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება საკმაოდ უცნაურად გეჩვენოთ.
1. ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვები იაპონიაში არის "სულელი" ან "იდიოტი". შეურაცხყოფის ხარისხი განისაზღვრება ინტონაციით და თუ რამხელა ტონალობაშია წარმოთქმული ეს სიტყვები.
2. იაპონურ ენაში თვეებს არ აქვთ სახელწოდება, ამის მაგივრად ისინი მათ რიცხვებით აღნიშნავენ. მაგალითად, სექტემბერი არის "კუგაცუ", რაც "მეცხრე თვეს" ნიშნავს.
3. იაპონიაში პორნოგრაფიას სპეციფიურად უდგებიან. ის იქ ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ყველა მაღაზიაში, პრესის ჯიხურთან არის "ჰენტაის" (ანიმაციური პორნოგრაფია) სტენდიც. წიგნების მაღაზიებში პორნოგრაფიას მთელი სართულები ეთმობა.
4. თანხმობის ასაკად იაპონიაში 13 წელი ითვლება. ეს ნიშნავს, რომ ამ ასაკიდან ნებაყოფლობითი სექსი გაუპატიურებად არ ითვლება.
5. ამასთან, იაპონიაში გაუპატიურების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
6. რესტორნებში მიუღებელია "ჩაის" დატოვება. ითვლება, რომ თუ კლიენტი დამატებითი ფულის დატოვებას ცდილობს, ის ამით აუფასურებს მომსახურებას.
7. იაპონელები ძალიან შრომისმოყარე ხალხია. იქ მიღებულია სამსახურში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მისვლა და 15 საათი მუშაობა შესვენების გარეშე.
8. იაპონურ ენაში არსებობს სპეციალური სიტყვა, რომელიც მუშაობით გადაღლით სიკვდილს აღნიშნავს - "კაროში". ყოველწლიურად ასეთი დიაგნოზით 10 000 ადამიანი იღუპება.
9. იაპონიის ქუჩებში სპეციალური სადგამებია, სადაც ქოლგები აწყვია. როდესაც წვიმა იწყება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამოიღოს ქოლგა და როდესაც წვიმა გადაიღებს, უახლოეს სადგამში უკან დააბრუნოს.
10. იაპონელები ძალიან სამართლიანი ხალხია. თუ საფულე დაგეკარგათ, მას დაკარგული ნივთების ბიუროში აღმოაჩენთ.
11. ტოკიო ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია. იქ იმდენად სიმშვიდეა, რომ ექვსი წლის ბავშვებიც კი დამოუკიდებლად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
12. იაპონიაში არ არსებობს მოროდიორობა. დიდი კატასტროფების დროსაც კი, თავში არავის მოსდის, რომ სხვისი ქონება მიითვისოს.
13. იაპონელი პოლიციელები ყველაზე პატიოსნები არიან მსოფლიოში. ისინი საერთოდ არ იღებენ ქრთამს.
14. იაპონურ ოჯახში ნორმალურ ფაქტად ითვლება, თუ და-ძმა ერთმანეთს არ ესაუბრება და ახლოს არ არის.
15. იაპონიაში დაბალი პენსიებია. მაქსიმალური სოციალური ანაზღაურება მოხუცებს 300 დოლარი აქვთ. ითვლება, რომ ყველა იაპონელმა საკუთარ სიბერეზე თავად უნდა იზრუნოს.