"სამეწარმეო რეესტრში ვნახე დოკუმენტაცია და 2003 წლის განჩინებით, 2013 წლამდე "რუსთავის 2"-ის აპარატურა და მოძრავი ქონება, "თი-ბი-სი" ბანკს ჰქონდა დაყადაღებული და რა, ეს ბანკი ზეწოლას ახდენად ტელევიზიაზე ან აფერხებდა მის საქმინობას?"
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 5 აგვისტოს "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. სწორედ ეს გახდა "რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილის დაყადაღების საფუძველი. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა. არის თუ არა ეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ამაზე კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლი ყოფილ ხელმძღვანელს გია ჭანტურიას და ტელეკომპანია "202"-ის, რადიო "105"-ის დამფიძნებელს და "ტელეიმედის" წამყვან შალვა რამიშვილს ვთხოვეთ:
გია ჭანტურია:
- შეიძლება ძალიან ბევრმა ეს ყველაფერი რაღაც ფორმებით "აპრავოს", მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს არის თავისუფალ მედიაზე ზეწოლა, მითუმეტეს, რომ ამ ბოლო დროს "რუსთავის 2"-ს საკმაოდ დაბალნსირებული პოლტიკა ჰქონდა, მათ არ აურჩევიათ არცერთი კონკრეტული მხარე და ყველაფერს აშუქებდნენ ძალიან ობიექტურად, რაც ძალიან საშიში აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის. ყველაზე მძიმე დარტყმა ხელისუფლებისათვის მაინც ის კონცერტები აღმოჩნდა, რომელიც "რუსთავის 2"-მა საქართველოს სხვადსხვა ქალაქებს აჩუქა, მძიმე იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალაც კი რომელიც ქუჩაში ამდენ ხალხს გამოიყვანდა. ზუსტად ესაა იმის ნათელი დადასტურება, რომ "რუსთავის 2" იყო, არის და იქნება ლიდერი ტელევიზია. "რუსთავი 2" არაა მხოლოდ, ვიდეოკამერა, მანქანა ანაც სტუდია, "რუსთავი 2" ეს ის ადამიანები არიან, ვინც ქმნის ამ გენიალურ ტელევიზიას და მათი ასე მარტივად დაჩოქება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, პრობლემების შექმნა შეუძლიათ, სამომავლოდ ალბათ კიდევ უფრო დიდი პრობლემებს შეუქმნიან, მაგრამ მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამაში მაყურებლის მხარდაჭერით ტელევიზია გაიმარჯვებს, თორემ კანონიერების და სასამართლოსი ნამდვილად არ მჯერა. თუ ხელისფლებამ მოახერხა და "რუსთავი 2" გააჩერა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის არჩევნების ბედიც გადაწყდება ამით.
- ბატონიო გია ხშირად ავლებენ პარალელს "იმედში" შეჭრასა და ამ ფაქტს შორის...
- თუ "რუსთავის 2" ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოვა, მაშინ მომხრე ვიქნები იგივე გააკეთონ რაც მოხდა "იმედში" 2007 წელს, ოღონდ კარგი იქნება თუ ამას უფრო დახვეწილი ფორმებით გაკეთებენ. პირდაპირ ვიტყვი, დღეს, "რუსთავის 2"-ის გაჩუმება ამ ხელისუფლებისათვის არის ერთდაერთი გზა იმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვონ (რაც დაკანონებული დიქტატურა იქნება), სხვა გზა მათ არ აქვთ, რადგან სიმართლე მათ მხარეს არაა.
შალვა რამიშვილი:
- ნიკა გვარამია დღეს კი გახდა შოუმენი და კონცერტების წამყვანი, მაგრამ, როგორც მახსოვს, ერთ დროს პროკურორიც იყო და წესით, კანონი უნდა იცოდეს, ანუ
უნდა იცოდეს, რომ ეს დაყადაღება არის უზრუნველყოფის ღონისძიება და ამით "რუსთავი 2"-ის საქმიანობას საფრთხე არ ემუქრება. სასამართლო განიხილავს საქმეს და მომჩივან ქიბარ ხალვაშს ან დაუკმაყოფილებს ამ სარჩელს ან - არა. სხვათა შორის, სამეწარმეო რეესტრში ვნახე დოკუმენტაცია და 2003 წლის განჩინებით, 2013 წლამდე "რუსთავის 2"-ის აპარატურა და მოძრავი ქონება, "თი-ბი-სი" ბანკს ჰქონდა დაყადაღებული და რა, ეს ბანკი ზეწოლას ახდენად ტელევიზიაზე ან აფერხებდა მის საქმინობას? სასამართლოზე გაირკვევა მტყუან-მართალი, თუ "რუსთავის 2"-ის სასარგებლოდ გადაწყდება საქმე ხომ კარგი, თუ არა და უფრო კარგი
- ერთ დღეში, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც "რუსთავის 2"-ს უჭერს მხარს...
- ეს ჯგუფები იმიტომ კი არ იქმნება, რომ ამ არხის გადაცემები მოსწონთ, ამას ქმნის "ნაციონალური მოძრაობის" მხდარმჭერი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი. ჩემი აზრით, ეს არხი (ამის მტკიცებულება არა მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ასეა) მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა, იგი "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანაა, შესაბამისად, ამ პარტიის წევრები და მათი მომხრეებიც მხარს უჭერენ ამ ტელევიზიის ვითომ დამოუკიდებლობას. "რუსთავის 2"-ის დამოუკიდებლობა ისეთივე ზღაპარრია, როგორც ჩემი "ბეტმენობა", ისე, მე უფრო ვარ "ბეტმენი", ვიდრე "რუსთავის 2" დამოუკიდებელი არხი. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები ქმნიან ჯგუფებს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, შექმნან და ჩვენ, საზოგადოება დავთვლით მათ. განაგრძეთ კითხვა