პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავს ეძღვნება
რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავს ეძღვნება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მე-7 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"2015 წლის 7 აგ­ვის­ტოს 7 წელი შეს­რულ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­დან. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შვი­დი წლის თავ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოცი პრო­ცენ­ტი კვლა­ვაც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, რის შე­დე­გად უხე­შად ირ­ღვე­ვა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი, ხოლო ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის ასო­ბით ათა­სო­ბით მსხვერ­პლს არ ეძ­ლე­ვა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­კო­ვი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ მცო­ცა­ვი ანექ­სი­ის პო­ლი­ტი­კას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვით. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია მოს­კო­ვის მიერ სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ე.წ. "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" გა­ფორ­მე­ბა, ასე­ვე სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა და ე. წ. "სა­ზღვრის" აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებ­თან ერ­თად, არ­ღვევს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო, სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ უფ­ლე­ბებს, უპირ­ვე­ლე­სად, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო ხაზს უს­ვამს ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა. ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად არის გა­ნაგ­რძოს ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მდგა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა რუ­სე­თის მიერ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნის, ასე­ვე დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის პრინ­ცი­პულ და თან­მიმ­დევ­რულ მხარ­და­ჭე­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ხა­ტავს მად­ლი­ე­რე­ბას და კვლავ მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, გა­აგ­რძე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა.

უკა­ნას­კნელ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­დად­გა რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით, რის შე­დე­გა­დაც და­ი­წყო ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის სა­ვაჭ­რო, კულ­ტუ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს მოს­კოვ­თან დე ეს­კა­ლა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­ურ და პო­ლი­ტი­კურ ბერ­კეტს არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პის სა­ფუძ­ველ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სარ­გებ­ლობს შემ­თხვე­ვით და კი­დევ ერთხელ სამ­ძი­მარს უცხა­დებს 2008 წლის ომში გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავს ეძღვნება

რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავს ეძღვნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 7 აგვისტოს 7 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, რის შედეგად უხეშად ირღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით. ამის ნათელი მაგალითია მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. "ხელშეკრულების" გაფორმება, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება და ე. წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

საქართველო ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ქართული მხარე მზად არის განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების, უპირველეს ყოვლისა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ასევე დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიზნით.

შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რის შედეგადაც დაიწყო ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დე ესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?