ე.წ. კორტების სპეცოპერაციის მოწმე: ჩემმა ძმამ ინერვიულა, დაავადდა და ორ კვირაში გარდაიცვალა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის მოწმე: ჩემმა ძმამ ინერვიულა, დაავადდა და ორ კვირაში გარდაიცვალა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე, დღეს სასამართლომ ქელდაშვილი დაკითხა, რომელიც ამბობს, რომ მისი ძმა აღნიშნულ საქმეს შეეწირა.

კერძოდ, ნოდარ ქელდაშვილი არის ოთარ ქელდაშვილის ძმა, რომელიც შს სამინისტროს მკვლელობების სამმართველოში მუშაობდა. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი ძმისგან იცის, რომ იმყოფებოდა კორტების სპეცოპერაციის ადგილას, რის შემდეგაც მას გარკვეულ ოქმზე ხელისმოწერა სთხოვეს, სადაც მოვლენები რეალურად არ იყო ასახული. კერძოდ, ნოდარ ქელდაშვილის თქმით, მისი ძმის მონაყოლიდან იცის, რომ ოთარ ქელდაშვილი მივიდა შემთხვევის ადგილას, ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილთან, კარი გამოაღო და ვაზაგაშვილი უკვე გარდაცვლილი ნახა. ავტომობილში კი, მისი თქმით, იარაღი არ იყო.

"შემდეგ კი მას მიუტანეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ ავტომობილში იარაღი იყო. აღნიშნულ ოქმზე ხელი არ მოაწერა, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის შემდეგ კი ინერვიულა, დაავადდა და ორ კვირაში გარდაიცვალა", - განაცხადა ნოდარ ქელდაშვილმა.

მოწმის აღნიშნული ჩვენების შემდეგ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარემ. როგორც ადვოკატმა დავით ხაჟალიამ პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოწმე ნოდარ ქელდაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მისი და მისი ძმის საუბარს შემსწრე არ ჰყავს, შესაბამისად, ადვოკატის თქმით, შეუძლებელია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება.

დღეს სასამართლომ კიდევ სამი მოწმე დაკითხა. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვა კი საქალაქო სასამართლოში 10 აგვისტოს განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ