პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებები, რომლებსაც დაუბანლობა იწვევს - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის გაფრთხილება
დაავადებები, რომლებსაც დაუბანლობა იწვევს - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის გაფრთხილება

უხერ­ხუ­ლია, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ამ თე­მა­ზე გვი­წევს სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­უ­ბან­ლო­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად დგას და ზა­ფხულ­ში, სი­ცხის მა­ტე­ბას­თან ერ­თად და­უ­ბა­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსი­ა­მოვ­ნო სუნი აშ­კა­რად შე­სამ­ჩნე­ვი ხდე­ბა. შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ზა­ო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია.

AMBEBI.GE და­ი­ნე­რეს­და, აწუ­ხებთ თუ არა ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში თბი­ლი­სე­ლებს და­უ­ბან­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნო სუნი და რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­უ­ბან­ლო­ბამ.

გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში კონ­დი­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა­ზე მე­ტად და­უ­ბა­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსი­ა­მოვ­ნო სუნი აწუ­ხებთ.

"არ ვიცი, ეს რას უნდა და­ვაბ­რა­ლო, უკულ­ტუ­რო­ბაა და მეტი არა­ფე­რი. ავ­ტო­ბუს­ში რომ ავ­დი­ვარ, წი­ნას­წარ ვემ­ზა­დე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად; ვიცი, რომ იქ სა­ში­ნე­ლე­ბა დამ­ხვდე­ბა და უნდა გა­ვუძ­ლო. ძა­ლი­ან მიკ­ვირს, თვი­თონ მა­ინც არ წუხ­დე­ბი­ან?!"

"უკულ­ტუ­რო ერი ვართ და მა­გის ბრა­ლია. ბან­კში პენ­სი­ის ასა­ღე­ბად ვი­ყა­ვი, ისე­თი სუნი იყო, რიგ­ში დგო­მას ვერ გა­ვუ­ძე­ლი და წა­მო­ვე­დი. წყა­ლი მა­ინც ხომ არ­სე­ბობს, ადე­ქი და და­ი­ბა­ნე. და­ვი­ჯე­რო, რთუ­ლია?! ისე­დაც ვე­ღარ ვუძ­ლებთ მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას და კი­დევ ამა­თი სუნი უნდა ავი­ტა­ნო?!"

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ამ­ბო­ბენ, რომ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი გახ­დეს.

"ჰი­გი­ე­ნა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ბევ­რმა არც კი იცის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სწო­რედ და­უ­ბან­ლო­ბით ჩნდე­ბა. ზა­ფხულ­ში ორ­გა­ნიზ­მი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა ხდე­ბა. ოფლი ეს არის სი­თხე, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა წყლის­გან, ცო­ტა­ო­დე­ნი შარ­დო­ვა­ნას­გან, მა­რი­ლე­ბის­გან, ცხი­მე­ბის­გან და სხვა ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან. ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­დან დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 1000-2000 გრა­მი ოფლი გა­მო­ი­ყო­ფა. ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, თუმ­ცა და­უ­ბან­ლო­ბა შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი გახ­დეს. რო­გო­რი­ცაა: კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გა­მო­ნა­ყა­რი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სა­შარ­დე მი­ლე­ბის ან­თე­ბა და ა.შ.

ადა­მი­ან­მა ყო­ველ დღე უნდა იბა­ნა­ოს, ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნორ­მაა. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ხე­ლე­ბის და­უ­ბან­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გორც ბაქ­ტე­რი­უ­ლი, ასე­ვე ვირუ­სუ­ლი.

ხში­რად მო­სუ­ლა ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტი, როცა გვით­ქვამს, რომ ამას ელე­მენ­ტა­რუ­ლი და­ბა­ნა შვე­ლის, ნა­წყე­ნი წა­სუ­ლა. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კვი­რა­ში ერთხელ იბა­ნენ და ეს ნორ­მა­ლუ­რი ჰგო­ნი­ათ. კი­დევ ერთი, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა სუ­ნა­მოს გა­მო­ყე­ნე­ბა და­უ­ბა­ნელ სხე­ულ­ზე, სუ­ნის ერ­თმა­ნეთ­თან შე­რე­ვა უა­რე­სია. ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ბა­ნა­ო­ბაა",- აცხა­დე­ბენ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში.

ფსი­ქო­ლო­გი მაია ნემ­სა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ როცა ადა­მი­ანს სუნი ას­დის, ეს უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაა და მეტი არა­ფე­რი:

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კულ­ტუ­რულ­მა ადა­მი­ან­მა ყო­ველ­დღე არ იბა­ნა­ოს?! თუ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნ­მა შე­გა­წუ­ხათ, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ და მი­უ­თი­თეთ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია".

დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი თა­ვის მოვ­ლის უამ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, რომ­ლე­ბიც უსი­ა­მოვ­ნო სუნს აქ­რობს, თუმ­ცა სუ­ნის გაქ­რო­ბის უმ­თავ­რე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა ბა­ნა­ო­ბაა.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დაავადებები, რომლებსაც დაუბანლობა იწვევს - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის გაფრთხილება

დაავადებები, რომლებსაც დაუბანლობა იწვევს - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის გაფრთხილება

უხერხულია, რომ XXI საუკუნეში ამ თემაზე გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაუბანლობის პრობლემა ნამდვილად დგას და ზაფხულში, სიცხის მატებასთან ერთად დაუბანელი ადამიანების უსიამოვნო სუნი აშკარად შესამჩნევი ხდება. შექმნილი სიტუაცია ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით კი საზაოგადოებრივ ტრანსპორტში შემაწუხებელია.

AMBEBI.GE დაინერესდა, აწუხებთ თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისელებს დაუბანლობით გამოწვეული უსიამოვნო სუნი და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს დაუბანლობამ.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირების პრობლემაზე მეტად დაუბანელი ადამიანების უსიამოვნო სუნი აწუხებთ.

"არ ვიცი, ეს რას უნდა დავაბრალო, უკულტურობაა და მეტი არაფერი. ავტობუსში რომ ავდივარ, წინასწარ ვემზადები ფსიქოლოგიურად; ვიცი, რომ იქ საშინელება დამხვდება და უნდა გავუძლო. ძალიან მიკვირს, თვითონ მაინც არ წუხდებიან?!"

"უკულტურო ერი ვართ და მაგის ბრალია. ბანკში პენსიის ასაღებად ვიყავი, ისეთი სუნი იყო, რიგში დგომას ვერ გავუძელი და წამოვედი. წყალი მაინც ხომ არსებობს, ადექი და დაიბანე. დავიჯერო, რთულია?! ისედაც ვეღარ ვუძლებთ მაღალ ტემპერატურას და კიდევ ამათი სუნი უნდა ავიტანო?!"

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ჰიგიენის წესების დაუცველობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა სერიოზული დაავადების განმაპირობებელი გახდეს.

"ჰიგიენა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სერიოზული პრობლემაა. ბევრმა არც კი იცის, რომ სერიოზული დაავადებები სწორედ დაუბანლობით ჩნდება. ზაფხულში ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფა ხდება. ოფლი ეს არის სითხე, რომელიც შედგება წყლისგან, ცოტაოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისგან და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმიდან დღე-ღამის განმავლობაში 1000-2000 გრამი ოფლი გამოიყოფა. ოფლის გამოყოფა აუცილებელია ტემპერატურის შესანარჩუნებლად, თუმცა დაუბანლობა შესაძლოა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი გახდეს. როგორიცაა: კანის დაავადებები, გამონაყარი, ბაქტერიული დაავადებები, საშარდე მილების ანთება და ა.შ.

ადამიანმა ყოველ დღე უნდა იბანაოს, ეს ელემენტარული ნორმაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელების დაუბანლობამ შესაძლოა,  ძალიან ბევრი ინფექციური დაავადება გამოიწვიოს, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული.

ხშირად მოსულა ჩვენთან პაციენტი, როცა გვითქვამს, რომ ამას ელემენტარული დაბანა შველის, ნაწყენი წასულა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ხშირად გვეუბნებიან, რომ კვირაში ერთხელ იბანენ და ეს ნორმალური ჰგონიათ. კიდევ ერთი, არაფრით არ შეიძლება სუნამოს გამოყენება დაუბანელ სხეულზე, სუნის ერთმანეთთან შერევა უარესია. ერთადერთი ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ბანაობაა",- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ფსიქოლოგი მაია ნემსაძე მიიჩნევს, რომ როცა ადამიანს სუნი ასდის, ეს უთავმოყვარეობაა და მეტი არაფერი:

"როგორ შეიძლება კულტურულმა ადამიანმა ყოველდღე არ იბანაოს?! თუ არასასიამოვნო სუნმა შეგაწუხათ, ნუ მოგერიდებათ და მიუთითეთ, რომ საკუთარი თავის მოვლა მნიშვნელოვანია".

დერმატოლოგები თავის მოვლის უამრავ საშუალებას გვთავაზობენ, რომლებიც უსიამოვნო სუნს აქრობს, თუმცა სუნის გაქრობის უმთავრესი საშუალება ბანაობაა.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია