წარმოგიდგენთ საქართველოს უიშვიათეს ფოტოებს, რომელიც ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა და ფოტოგრაფმა ლუიჯი მონტაბონემ გადაიღო. ლუიჯი მონტაბონეს შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ის გახლდათ სამეფო კარის ფოტოგრაფი სავოის დინასტიაში.
საკუთარი საქმიანობა 1856 წელს დაიწყო, ფლობდა სახელოსნოებს რომში, ფლორენციაში, ტურინში და მილანში. 1870-იან წლებში მოინახულა კავკასია და სპარსეთი, სადაც უნიკალური ფოტოები გადაიღო. მონტაბონე 1877 წელს გარდაიცვალა.