პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზეწოლა "რუსთავი 2"-ზე თუ ბრძოლა სამართლიანობისთვის? - ხელისუფლების, გენდირექტორის, მოსარჩელე მხარისა და მედიაექსპერტის შეფასებები
ზეწოლა "რუსთავი 2"-ზე თუ ბრძოლა სამართლიანობისთვის? - ხელისუფლების, გენდირექტორის, მოსარჩელე მხარისა და მედიაექსპერტის შეფასებები

ბიზ­ნეს­მენ ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი და ოპო­ზი­ცია მთავ­რო­ბის მიერ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლად აფა­სებს. თუმ­ცა, პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "რუს­თა­ვი 2"-ის მე­სა­კუთ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი კერ­ძო და­ვაა და მთავ­რო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამა­ში ნუ­ლის ტო­ლია.

"ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყოთ ხელი. ვფიქ­რობ, ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლამ ნახა, რომ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და მე­დია დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ რომ სხვა გან­ზრახ­ვა გვქო­ნო­და, ეს პრო­ცე­სე­ბი ასე არ გაგ­რძელ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ და­ვას, მე ამა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნიკა გვა­რა­მია ამ­ბობს, მას იმე­დი აქვს რომ ამ საქ­მის გან­ხილ­ვის დროს სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი.

"ეს არ არის ქი­ბარ ხალ­ვა­შის თა­მა­ში. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­მა­ში, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­პყრო­ბი­ლია ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ით და ბოლო "კო­ზი­რი" რო­გორც ჩანს არის ქი­ბარ ხალ­ვა­ში", - აღ­ნიშ­ნა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ჟურ­ნა­ლის­ტი ია ან­თა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ჯერ ად­რეა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, არის თუ არა სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა.

"ქი­ბარ ხალ­ვა­ში უკვე დიდი ხა­ნია ამ­ბობს, რომ ის გახ­დის სა­და­ვოდ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლო­ბას. ამი­ტო­მაც ახა­ლი იმა­ში, რომ საქ­მე და­იძ­რა არ არის. ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლი­ან ად­რეა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, არის თუ არა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა. უნდა და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, და­ვაკ­ვირ­დეთ რა მოხ­დე­ბა. ვნა­ხოთ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი სად­მე მო­ი­კოჭ­ლებს, თუ გან­ხილ­ვა იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი. ქი­ბარ ხალ­ვაშს ჰქონ­და პრე­ტენ­ზია ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე და ახა­ლი ამა­ში არა­ფე­რი არ არის", -აღ­ნიშ­ნა ია ან­თა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა "რუს­თა­ვის 2"-ის პარტნი­ორ­თა წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში 4 აგ­ვის­ტოს შე­ი­ტა­ნა. მისი ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მას შემ­დეგ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც მათ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კი­დევ ერთხელ იგეგ­მე­ბა "რუს­თა­ვის 2"-ის წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, რათა მათი კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი გარ­თულ­დეს.

"მეშ­ვი­დე წე­ლია, რაც ბიზ­ნეს­მე­ნი ქი­ბარ ხალ­ვა­ში მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე ამა­ოდ ითხოვს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან. ბიზ­ნეს­მე­ნის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა მო­სა­ლოდ­ნე­ლი და გა­სა­გე­ბი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დროს, თუმ­ცა 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბი­დან 3 წლის თავ­ზე გა­უ­გე­ბა­რია ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბა," - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

ქი­ბარ ხალ­ვა­ში "რუს­თა­ვი 2"-ის წილს და პარტნი­ორ­თა წი­ლე­ბის და­ყა­და­ღე­ბას ითხოვს. და­იბ­რუ­ნებს თუ არა ხალ­ვა­ში წილს, ამას სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ზეწოლა "რუსთავი 2"-ზე თუ ბრძოლა სამართლიანობისთვის? - ხელისუფლების, გენდირექტორის, მოსარჩელე მხარისა და მედიაექსპერტის შეფასებები

ზეწოლა "რუსთავი 2"-ზე თუ ბრძოლა სამართლიანობისთვის? - ხელისუფლების, გენდირექტორის, მოსარჩელე მხარისა და მედიაექსპერტის შეფასებები

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნების შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანას საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია მთავრობის მიერ მედიაზე ზეწოლად აფასებს. თუმცა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ყველამ ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიის განვითარებას და მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ამბობს, მას იმედი აქვს რომ ამ საქმის განხილვის დროს სასამართლო იქნება სამართლიანი.

"ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ბოლო პერიოდში შეპყრობილია ტოტალიტარული შიზოფრენიით და ბოლო "კოზირი" როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ჟურნალისტი ია ანთაძე კი მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, არის თუ არა სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკური ზეწოლა.

"ქიბარ ხალვაში უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ის გახდის სადავოდ ამ ტელევიზიის მფლობელობას. ამიტომაც ახალი იმაში, რომ საქმე დაიძრა არ არის. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, არის თუ არა ეს პოლიტიკური ზეწოლა. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დავაკვირდეთ რა მოხდება. ვნახოთ სამართლებრივი პროცესი სადმე მოიკოჭლებს, თუ განხილვა იქნება სამართლიანი. ქიბარ ხალვაშს ჰქონდა პრეტენზია ამ ტელევიზიაზე და ახალი ამაში არაფერი არ არის", -აღნიშნა ია ანთაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავის 2"-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 4 აგვისტოს შეიტანა. მისი ადვოკატების განმარტებით, ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება "რუსთავის 2"-ის წილების გადაფორმება, რათა მათი კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესი გართულდეს.

"მეშვიდე წელია, რაც ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტზე ამაოდ ითხოვს გამოძიების დაწყებას საქართველოს პროკურატურისგან. ბიზნესმენის კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფა მოსალოდნელი და გასაგები იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუმცა 2012 წლის არჩევნებიდან 3 წლის თავზე გაუგებარია ახალი ხელისუფლების უმოქმედობა," - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის წილს და პარტნიორთა წილების დაყადაღებას ითხოვს. დაიბრუნებს თუ არა ხალვაში წილს, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"